Friday, July 11, 2008
happy weekend!
Thursday, July 10, 2008
„საუნდთრექი“ მზადაა!
აივანზე გამახსენდა და ყოფილა ხომ ისე, რომ ერთ აივანზე გახვალ წვიმს, მეორეზე გახვალ და მზიანი კარგი ამინდია. აი ასე ვარ ახლა! თქვენთან წვიმს და ჩემთან კარგი ამინდია...
ჩემთან კარგი ამინდია! ფილმს უნდა დავარქვა ეგრე! ხვალიდან ვიწყებ გადაღებას! ეგრე არ არის ნიკა, მარიკა, ჭუკი, ბაკო, ბექა?
Wednesday, July 9, 2008
temporary insanity
The books are tearing their own pages,
pictures ar jumping from the wall,
trees are waiting to become the pages of the books,
or the pictures on the wall...
I'm running now.
Stars will be turned off soon,
sun will lose her light,
there will be nights without moon,
you can hear my hopeless words,
it'll be alright...
I'm running now.
The wall!
I'm...
No I can't
no dots in the end no commas no brackets just nothing
Tuesday, July 8, 2008
February 21, 2008 8:16 pm

Hang on this moment,
Monday, July 7, 2008
pros and cons
ძალიან საინტერესო გამოკითხვა გავაკეთე გუშინ და დღეს დილას. მინდოდა ყველა ჩემი ახლო მეგობარი გამომეკითხა, მაგრამ ვერ მოვასწარი და ვინც ჩავწერე ტელეფონში იმათ აზრს გთვაზობთ ყოველგვარი გადაკეთების (!) გარეშე! სიტყვა-სიტყვით. ხოო, მართლა, იმის თქმა დამავიწყდა, თუ რა იყო გამოკითხვის თემა: ჩემი დადებითი და უარყოფითი მხარეები! მგონი ძალიან საინტერესო გამოვიდა. კიდევ აღვნიშნავ, რომ უკეთესი იქნებოდა მეტის აზრი გამეგო. ამიტომ, ჩემი მეგობრები, ვინს ამ პოსტს წაიკითხავთ, მოხარული ვიქნები თუ კომენტარების სახით გამომეხმაურებით და ჩემს უარყოფითს (ეს უფრო მაინტერესებს) და დადებით მხარეებს ურცხვად და პირდაპირ გამიმხელთ:)))
ბესო (ბავშვობის მეგობარი):
უარყოფითი: დაიცა კაცო დამანებე თავი... შენი უარყოფითი მხარეები? ესე იგი, შენი უარყოფითი მხარე – ჯიუტი ხარ ნამეტანი! ჯიუტი, ეგ ერთი, ჯიუტი ხარ. კიდე რა. (დიდი პაუზა) არ ვიცი კაცო, ასე უცებ რა მოვიფიქრო? (ისევ პაუზა) ვსიოო რა ჯიუტი ხარ, ნუ ჩამაცივდი ეხლა! ხო გეუბნები რო ჯიუტი ხარ, ვერ ვიფიქრებ ვერაფერს, დამანებე ეხლა თავი! პიავკა ხარ (არ ვიცოდი ეს სიტყვა რას ნიშნავდა), პიავკა, ანუ კაცს რო შეუჩნდები აღარ დაანებებ თავს. კიდე რა? (პაუზა). კიდე მელოტი ხარ. ვსიო დამანებე ეხლა თავი.
დადებითი: მარიაჟი ხარ. ეგ უარყოფითია თუ დადებითი? ბევრს ბლატაობ. კიდე რავი. რა გითხრა, დამანებე კაცო თავი! მექალთანე ხარ? ეგ დადებითია? ვსიო, არაფერი.
რუსლანი (ბავშვობის მეგობარი):
უარყოფითი: უარყოფითი არის ის რო არის ცოტა მელოტი . სხვა? კიდე ის არის უარყოფითი, რო ამ კაცზე უარყოფითს ვერაფერს იტყვი და კაროჩე რაა. ვაახ! ვერ ვამბობ!
დადებითი: დადებითი ძალიან ბევრი. საყვარელი პიროვნებაა. სექსუალური (ამან დაგლიჯა!), საკმაოდ (ამანაც დაგლიჯა). ყველაფერი დადებითი აქ ადამიანს და ყველას უყვარს.
პაატა (მეგობარი, თანამშრომელი):
უარყოფითი: რა გინდა? დამანებე ეხლა თავი. ხო კაი რა გითრხა: მელოტი ხარ, თვითდარწმუნებული იდიოტი ხარ, მეტი რაღა ვთქვა ჰა! კაი კაცი ხარ მაინც რა. დილაა ჯერ ყავა დავლიო, დამაცადე და მოვიფიქრებ! რა ვთქვა? ჰო! მამაშენს არა სცემ პატივს, *** ხარ! ამას თუ ვერ დაწერ, მაშინ **** ხარ! კიდე ცუდი რა ვთქვა ეხლა არ მახსენდება!
დადებითი: ჭკვიანი ბიჭი ხარ, ცოტა აქტიური რო იყო უფრო მეტს მიაღწევდი, ტრაკდაწეული ხარ, ხოო. ჭკვიანი ბიჭი ხარ, მაგრამ ზარმაცი ხარ. უნდა მიდგე-მოდგე ხალხი შეაწუხო. ტვინი გიმუშავებს, გეზარება ხოლმე რაღაცის გაკეთება, მაგრამ თუ გააკეთებ ხოლმე კარგად აკეთებ. ხო, ისა გაქვს, მმმ, ნიჭი გაქვს კიდე, რო ბევრი ილაპარაკო და ხალხი დააბოლო, რამდენად გამოგდის არ ვიცი, მაგრამ ნიჭი გაქვს. ჰოლანდიაში მიდიხარ კიდე, ეს პლიუსია თუ მინუსი ამას ვერ ვიტყვი ეხლა, რა ვიცი შენ თვითონ გადაწყვიტე! კიდე რა შემიძლია ვთქვა, აი ყავას დავლევ და მერე შემეკითხე, კარგი.
ნიკა (მეგობარი, თანამშრომელი):
უარყოფითი: რა შუაში ხარ? აუ რა ვიცი ეხლა? მაგარი ძნელი საბაზროა... წადი შე მელოტო შენა! ხო რა ვიცი, დეგენერატი ხარ! ბოროტი ადამიანი ხარ, ძაან გიყვარს გოგოები და ამწარებ შე მათხოვარო შენა. ბიჭო რა ვიცი? არ ვიცი მეტი ძმაო, შენი ცუდი მხარეები რამე გამორჩეული.
დადებითი: კაი როჟა ხარ. და მელოტი ხარ კიდე. მეტი რა გინდა?
Friday, July 4, 2008
გუშინწინ
ჩემმა მეგობარმა ცოლი მოიყვანა.
ცოლი არ მოუყვანია, ნიშნობა ჰქონდა.
ნიშნობაც არ ჰქონდა და „ვაბშე“ ეს წყვილი ჯერ წყვილიც არ არის, ანუ ერთად არ არიან ჯერ, მაგრამ ამ ხუმრობა-ხუმრობაში გადავწყვიტეთ (სკაიპი კონფერენციაში: მე, გელამ (სიძე), თათამ (პატარძალი), ეკამ (თათას დაქალი და მეჯვარე) და ნიკამ (მე და გელას მეგობარი და გელას მეჯვარე), რომ თათა და გელა შეუღლებოდნენ და ჯერჯერობით „ნიშნობა“ ჰქონოდათ.
ჰოდა, ეს ხუმრობა (ნიშნობა) შედგა ერეკლე მეორეს ქუჩაზე აგორაში. ჩვენ ხუთნი ვიყავით და ბევრიც „ვიხუმრეეთ“. მე თამადა და ამავდროულად მღვდელიც გახლდით (აბა ვიღაცას ჯვარი ხომ უნდა დაეწერა?). სათამაშო ბეჭდებიც გაცვალეს.
მე კიდევ ეკასთან ვაქტიურობდი ძალიან, რომ გელასაც კომფორტულად ეგრძნო თავი თათასთან.
ქვემოთ სურათებზე:
1. საყვარელი (მომავალი) წყვილია (I hope so:)) თათა და გელა.
2. ნიკა.
3. მე და ეკა (არაფერი იფიქროთ just friends - I swear!).
4. სადაც არ უნდა წავიდე ყველგან ტამტამზე დაკვრას ითხოვენ ჩემგან
Thursday, July 3, 2008
დღეს სამსახურში მოწყენილობაა!:)
Wednesday, July 2, 2008
summer
თვალი გავახილე, მობილური ჩავრთე, ხელპირი დავიბანე, წვერი გავიპარსე, წყალი გადავივლე, ჩავიცვი, ყავა დავლიე და გავიღვიძე...
მოვედი სამსახურში და ისევ დავიძინე...
ზაური შემოვიდა, იმერეთი შემოიტანა და ისევ გავიღვიძე... 29 აქტია, ძირითადად ბიუჯეტები და სარგოებია და 1 კვირაში მოვრჩები... აჭარაც მალე ჩამოვა... ღმერთო ჩემო! ვის აინტერესებს? მაგრამ რა ვქნა, რომ ამის კეთება უკვე მეც მაგრად აღარ მაინტერესებს? ბლიინ (მეტი კორექტული ბილწსიტყვაობა არ გამახსენდა) სამი წელი გავიდა უკვე! რომ ჩამოვალ ამ საქმეს აღარასოდეს გავაკეთებ!
Tuesday, July 1, 2008
back 2 childhood memories

სახელი და გვარი კარგად მახსოვდა, ჰოდა რამდენიმე ხნის წინ სადღაც (ინტერნეტ სივრცეში) შემთხვევით აღმოვაჩინე. რა თქმა უნდა სახეზე ვერ ვიცნობდი (ის ხომ საერთოდ, აზრზეც ვერ მოვიდოდა) იმდენი დრო გავიდა. სახელი და გვარი დაემთხვა. ასე რომ, მოვიკითხე, მიცნო, მიშაც გაიხსენა, მიშასაც მივეცი კოორდინატები და მერე აღარ შევხმიანებივარ...
მიშა მეუბნება ფინალს სად ვუყუროთო. ადგილი რომ შევარჩიეთ ასე გამაფრთხილა მარტო მოდიო (ანუ ეს იმას ნიშნავდა, რომ ვინმე გოგოები არ წამოათრიოო:)). მივედი და გოგოსთან ერთად იყო (თქვენ ალბათ უკვე ხვდებით ვინ გოგოზე მაქვს საუბარი, მე კიდევ თავიდან არც მიფიქრია რომ...). მირიან როგორ ხარო მეკითხება გოგო. გადასარევად შენ მეთქი. მეც მაგრად, თმები რა უყავიო... მივხვდი, რომ ჩემს წინ ჩემი ბავშვობის სიყვარული იყო:)
ბავშვობაზე გამახსენდა, ბავშვი თვითონ ჰყავს უკვე 5 წლის...
გუშინაც ერთად ვიყავით და ამ weekend-ზეც რაღაც გეგმები დავსახეთ. მივდივარ იქ სადაც ყველაფერი დაიწყო. ბავშვობას ვიხსენებთ ალბათ:)
















