Thursday, July 10, 2008

„საუნდთრექი“ მზადაა!

ხოო, ისე ვიკამ თქვა დედამიწის აივანზე ვსხედვართ ახლაო, რამდენიმე დღის წინ. რაღაც მომეწონა ეს ფრაზაც და ადგილიც სადაც ვიყავით. სოლოლაკი, თბილისი, ტაბაკა, გიტარა, მზის სათვალეები და მერე საღამო.

აივანზე გამახსენდა და ყოფილა ხომ ისე, რომ ერთ აივანზე გახვალ წვიმს, მეორეზე გახვალ და მზიანი კარგი ამინდია. აი ასე ვარ ახლა! თქვენთან წვიმს და ჩემთან კარგი ამინდია...

ჩემთან კარგი ამინდია! ფილმს უნდა დავარქვა ეგრე! ხვალიდან ვიწყებ გადაღებას! ეგრე არ არის ნიკა, მარიკა, ჭუკი, ბაკო, ბექა?

11 comments:

dodka said...

აივნებისადმი ჩემს სიყვარულს დროებით გვერდით გადავდებ და...

ბჯო, აი გვერდით რომ ბანერი გიგდია, travel to Georgia-სი

სულ რა მაოცებს იცი?
ბანერებს, აბრებს და ეგეთ რამეებს რომ აკეთებენ, აი მაგხელა რაღაცეებში ორთოგრაფიულ შეცდომებს როგორ უშვებენ, აი ხომ დრო უნდა, როგორ ვერ ამჩნევენ, ა?

:D

p.s: მართლა იღებ ფილმს? :ბის:

jaco said...

ელენე, კიარადა, დოოდ!:) რა ხდება ეხლა: გვერდით რომ ბანერი მიგდია ჩემი გაკეთებული არ არის, ჩემი ძმისაა და საერთოდ, ბლოგროლი რომ გავაკეთე ეგეც მაგის ბრალია! ჩემი ლინკი დააგდეო, კარგი, ჯანდაბას შენი თავი მეთქი და რაკი მაგისი ლინკი დავდე, სხვებთან უსამართლობა იქნებოდა, ეწყინებოდათ, ავდექი და მეგობარი და საინტერესო ბლოგებიც მივუერთე და ასე მოევლინა ქვეყანას ჩემი ბლოგროლი!:)))

ასე რომ, ბანერში რა შეცდომებიც არის ჩემი ბრალი არ არის და იყოს, რა ვქნა ეხლა! მაინც ოჯახური ბიზნესია ჩემთვის ტურიზმი (თუმცა მე 2 წელია სასტიკად(!) განვერიდე) და რაკი ძმამ მთხოვა რეკლამაზე უარი ვერ ვუთხრარი:) ხო ხვდები, ოჯახი უპირველეს ყოვლისა და რადგან რეკლამაზეა საუბარი, გეტყვი(თ), რომ ბლოგროლში პირველი ლინკები ჩვენი ტურისტული ფირმის, რესტორნის და სასტუმროსია - ეწვიეთ ეგზოტურს! www.exotour.ge :D:D:D

dodka said...

ხოდა შენს ძმას უთხარი, შეცდომები ბანერზე ბიზნესის იმიჯზე მთლად დადებითად არ მოქმედებსთქო :D

jaco said...

მადლობა, მკიდია, მაინც მადლობა:D:D:D

marika said...

აპა, რავაააააააააააა, ახლა ვტენი ფოტოაპარატის ელემენტებს.

jaco said...

მე უკვე დავტენე (მაინც ჩემი აპარატით გადავიღებთ ფილმს:p), ჩავაბარგე და ტამტამებიანად სასტუმროში მაქვს დატოვებულიიი, კარვებიც და სპალნიკებიც იქ არი, ასე რომ სულ რამდენიმე საათი დარჩა! მაგრამ ფილმის სიუჟეტი ჯერ არ მაქვს მოფიქრებული:( და აქ თუ ვინმეს მოუვა რაიმე იდეა მომაწოდოოოს, განვიხილავთ!:)

utvino said...

shenc midixar lagodexshi?
:)))
bakos da marikas mimixedeT
:)))

jaco said...

არის მიგიხედო ბაკოს და მარიკას!:) ჩამოვალთ და ფირზე აღბეჭდილი იქნება ყველაფერი და იმედია კარგი ფილმიც გამოგვივააა:)))

nati kuda said...

სოსო ცჰამოვიდა მოსკოვიდან?
გი ხა რო დენ..

კიარადა.. ველით ფილმს :)))

e.k.a.t.e.r.i.n.a said...

ეჰ რაიზე მახარბებთ ამინდს? :((

jaco said...

ნათი, ფილმზე ვნახოთ აბა. სიუჟეტი არ მოგვიფიქრებია არაფერი და უბრალოდ რარაცეები გადავიღეთ და ეხლა ყველაფერი ჩემზეა დამოკიდებული, ამ კადრებიდან რამეს გავაკეთებ თუ არა. თუ ღირს, მაშინ არ დაგზარდებით:)
ეკა, რა იყო, ცივა მაქეთ ევროპასა შინა?:)