Monday, July 7, 2008

pros and cons

ძალიან საინტერესო გამოკითხვა გავაკეთე გუშინ და დღეს დილას. მინდოდა ყველა ჩემი ახლო მეგობარი გამომეკითხა, მაგრამ ვერ მოვასწარი და ვინც ჩავწერე ტელეფონში იმათ აზრს გთვაზობთ ყოველგვარი გადაკეთების (!) გარეშე! სიტყვა-სიტყვით. ხოო, მართლა, იმის თქმა დამავიწყდა, თუ რა იყო გამოკითხვის თემა: ჩემი დადებითი და უარყოფითი მხარეები! მგონი ძალიან საინტერესო გამოვიდა. კიდევ აღვნიშნავ, რომ უკეთესი იქნებოდა მეტის აზრი გამეგო. ამიტომ, ჩემი მეგობრები, ვინს ამ პოსტს წაიკითხავთ, მოხარული ვიქნები თუ კომენტარების სახით გამომეხმაურებით და ჩემს უარყოფითს (ეს უფრო მაინტერესებს) და დადებით მხარეებს ურცხვად და პირდაპირ გამიმხელთ:)))

ბესო (ბავშვობის მეგობარი):


უარყოფითი: დაიცა კაცო დამანებე თავი... შენი უარყოფითი მხარეები? ესე იგი, შენი უარყოფითი მხარე – ჯიუტი ხარ ნამეტანი! ჯიუტი, ეგ ერთი, ჯიუტი ხარ. კიდე რა. (დიდი პაუზა) არ ვიცი კაცო, ასე უცებ რა მოვიფიქრო? (ისევ პაუზა) ვსიოო რა ჯიუტი ხარ, ნუ ჩამაცივდი ეხლა! ხო გეუბნები რო ჯიუტი ხარ, ვერ ვიფიქრებ ვერაფერს, დამანებე ეხლა თავი! პიავკა ხარ (არ ვიცოდი ეს სიტყვა რას ნიშნავდა), პიავკა, ანუ კაცს რო შეუჩნდები აღარ დაანებებ თავს. კიდე რა? (პაუზა). კიდე მელოტი ხარ. ვსიო დამანებე ეხლა თავი.


დადებითი: მარიაჟი ხარ. ეგ უარყოფითია თუ დადებითი? ბევრს ბლატაობ. კიდე რავი. რა გითხრა, დამანებე კაცო თავი! მექალთანე ხარ? ეგ დადებითია? ვსიო, არაფერი.


რუსლანი (ბავშვობის მეგობარი):


უარყოფითი: უარყოფითი არის ის რო არის ცოტა მელოტი . სხვა? კიდე ის არის უარყოფითი, რო ამ კაცზე უარყოფითს ვერაფერს იტყვი და კაროჩე რაა. ვაახ! ვერ ვამბობ!


დადებითი: დადებითი ძალიან ბევრი. საყვარელი პიროვნებაა. სექსუალური (ამან დაგლიჯა!), საკმაოდ (ამანაც დაგლიჯა). ყველაფერი დადებითი აქ ადამიანს და ყველას უყვარს.


პაატა (მეგობარი, თანამშრომელი):


უარყოფითი: რა გინდა? დამანებე ეხლა თავი. ხო კაი რა გითრხა: მელოტი ხარ, თვითდარწმუნებული იდიოტი ხარ, მეტი რაღა ვთქვა ჰა! კაი კაცი ხარ მაინც რა. დილაა ჯერ ყავა დავლიო, დამაცადე და მოვიფიქრებ! რა ვთქვა? ჰო! მამაშენს არა სცემ პატივს, *** ხარ! ამას თუ ვერ დაწერ, მაშინ **** ხარ! კიდე ცუდი რა ვთქვა ეხლა არ მახსენდება!


დადებითი: ჭკვიანი ბიჭი ხარ, ცოტა აქტიური რო იყო უფრო მეტს მიაღწევდი, ტრაკდაწეული ხარ, ხოო. ჭკვიანი ბიჭი ხარ, მაგრამ ზარმაცი ხარ. უნდა მიდგე-მოდგე ხალხი შეაწუხო. ტვინი გიმუშავებს, გეზარება ხოლმე რაღაცის გაკეთება, მაგრამ თუ გააკეთებ ხოლმე კარგად აკეთებ. ხო, ისა გაქვს, მმმ, ნიჭი გაქვს კიდე, რო ბევრი ილაპარაკო და ხალხი დააბოლო, რამდენად გამოგდის არ ვიცი, მაგრამ ნიჭი გაქვს. ჰოლანდიაში მიდიხარ კიდე, ეს პლიუსია თუ მინუსი ამას ვერ ვიტყვი ეხლა, რა ვიცი შენ თვითონ გადაწყვიტე! კიდე რა შემიძლია ვთქვა, აი ყავას დავლევ და მერე შემეკითხე, კარგი.


ნიკა (მეგობარი, თანამშრომელი):


უარყოფითი: რა შუაში ხარ? აუ რა ვიცი ეხლა? მაგარი ძნელი საბაზროა... წადი შე მელოტო შენა! ხო რა ვიცი, დეგენერატი ხარ! ბოროტი ადამიანი ხარ, ძაან გიყვარს გოგოები და ამწარებ შე მათხოვარო შენა. ბიჭო რა ვიცი? არ ვიცი მეტი ძმაო, შენი ცუდი მხარეები რამე გამორჩეული.


დადებითი: კაი როჟა ხარ. და მელოტი ხარ კიდე. მეტი რა გინდა?

18 comments:

Anonymous said...

შენი უარყოფითის ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. ეს ისე ხუმრობით მაგრა მაინც.
1. ნამდვილი კახელი ხისთავა ხარ (არ გეწყინოს), რამე თუ არ გინდა კაცი ვერ შეგაგნებინებს.
2. ძალიან თავდაჯერებული იდიოტი ხარ.
ეს თემა რომ გახსენი ესეც მაგალითია ერთერთი.
3. კარგია თუ ცუდია არ ვიცი მაგრამ ძაან მიამიტი ხარ, ზედმეტად ეს კულტურულად ისე ხომ იცი კაი >>>

რაც შეეხება კარგი:

1. იდენი ენერგიული ხარ;
2. რამდენაც გასაკვირიც არ უნდა იყოს საკმაოდ გულწრეფელი ადამიანის შთაბეჯდილებას ტოვებ.
3. მელოტი ხარ მაგრამ მაინც სიმპატირი ხარ.(ეგ შენთვის ყველაზე მტკივნეული თემა ვიცი)


ეხლა მაგარ შარზე მთელი გამის უძილო ვარ, ბევრი ცუდი დავწერე შენზე მაგრამ მაინც არ მრცხვენია.
ისე ხომ იცი რაც ხარ ჩემი ძმა ხარ, თუ რამე გვქონია საერთო გვქონია.

ძაან მომენატრები ერთი წლის განმავლობაში.


შენი მოსიყვარულე მეგობარი
მიშა

დათო (A.K.A MASTER) said...

ნუ ეხლა თავს ვერ შევიკავებ და ვერ ჩამოვრჩები ამათ, მიროსთვის თქმას და აქ "გაფილტრულ" დაწერილს მევე დავწერ :)

უარყოფითი: რჩევას გკითხავს გისმენს თავს გიქნევს, შემდეგ წავა და მაინც კრეტინობას გააკეთებს და ნანობს, თუმცა თავს იმით იმშვიდებს ხო ჩემებურად ვქენიო (სიჯიუტეა უკვე ახსენეს). გოგოებთან ნუ უნდა რო აქეთ დაახტენ და თვითონ არ დგამს ხოლმე აშკარა ნაბიჯებს თუმცა მე როგორც მსიმა პერსონალურმა MASTER–მა ვიცი რო მეტი შეუძლია, მაგრამ ნუ მორიდებულია თ***ია რას იზამ. კიდე რა რამე რო მაგრად უნდა არ გამოტყდება ხოლმე და იძახის მკიდიაო.

დადებითი: შეუძლია ნებისმიერი კომპანიის გული იყოს, უგებს ყველას და ყველაფერს ქვასაც კი რომელიც გდია ან ისროლეს. საყვარელი თ***ია გოგოები კი ამას აფასებენ და ყველა ედაქალება არ არსებობს გოგო რომელიც მას არ ეტყვის მიიიიირ მიყვარხარ ძმასავით (ამას უკომენტაროდ დავტოვებ).

მეტი არ ივიცი თურამეა დავამატებ მერე.

მარი said...

ლოოოოოოოოოოოოოოოლ

ამ ნაწერიდან მხოლოდ ის ირკვევა რომ ერთმნიშვნელოვნად მელოტი ხარ )))))))))))

ketketa said...

დამასწარ, მარი:))))

Dv0rsky said...

ნუ, მიროს ერთ-ერთი მთავარი დადებითი თვისებაა ის, რომ მაგარი ნიჭიერია - იხილეთ აქ

გელა said...

2008 წლის 7 ივლისი, რატო დავწერე, იმიტომ რომ გუშინ ანუ 2008 წლის 6 ივლის საყვარელ გოგონას დავშორდი. ამას რატო ვწერ, რავი პროსტა, ჩემიც ხომ უნდა იყოს რამე, მარტო მიროზე ხომ არ უნდა მელაპრაკა:))

მოდი დავარღვევ ტრადიციას და დადებითით დავიწყებ: კარგი ტიპია, ჭკვიანი, თავისი საქმის ბოლომდე ერთგული და საქმის ბოლომდე მიმყვანი. ზოგ სიტუაციაში რადიკალური, რაც ვფიქრობ კარგი თვისებაა. ზომიერად ზომიერი და არ უყვარს გადამეტებული არაფერი (მაგარია). იცის როდის იყოს კარგი და როდის საზიზღარი:)) ქალების რისხვა ხარ, მაგრამ ბოლომდე რომ მიიყვანო საქმე ვაფშე შენი ფანი ვიქნებოდი, ჭიპზე შენ სახელს ამოვისვირინგებდიიი:)))) კარგი რჩევების მიმცემი ხარ (საკუთარ თავზე მაქ გამოცდილი :)

უარყოფითიი ოოოო: ყველას ვეთანხმები რომ ჯიუტია, მაგრამ რაგაც დადებითის მოძებნაც შეიძლება ალბათ, ნუ მე ჯერ ვერ აღმომიჩენია:)) მელოტიაააააა და ვერ გავექცევით, მაგრამ მაინც სიმპატიური:)) მაპატიე ჩემი საქმე არაა მაგრამ მეგობარი ხარ და იმიტომ გეუბნები, ცოტა თბილი რომ იყო შენი ოჯახის წევრების მიმართ კარგი იქნებოდა, თუ ეგრე არაა ბოდიში. ზოგჯერ მრჩება შთაბეჭდილება თითქოს ყველა დზაააან ერთ ადგილას გკიდია (ზოგჯერ:))) რავი რა დადებითი ნაღდად ჭარბობს:))

კაი მასტი ხარ რა ;)

dodka said...

ო მე რომ მაქვს ეგეთი ნახე? ოღონდ დადებითები და უარყოფითები კიარა, პროსტა ვადგებოდი ტავზე და - ჩემზე რა ასოციაცია გიჩნდება ჩქარა ჩქარა სამი სიტყვა თქვითქო! :დ

ally said...

რეზიუმე გავაკეთო?! შენ ყოფილხარ ჯორზე შემჯდარი (კახელი და ჯიუტის პონტში) მელოტი მექალთანე :))))))))

აი ასეთი დასკვნა გამოვიტანე შენი მეგობრების დახასიათებიდან და ძააალიან ბევრი ვიცინე :D

არ გეწყინება იმედია, უცხო/(მდედრი)სგან ასეთი შეჯამებული შეფასება :)

ally said...

ხო, გამომრჩა სიტყვა ’თავდაჯერებული’


პ.ს. ეხლა გადავიკითხე საკუთარი დაწერილი შემაჯამებელი შეფასება, და უცებ asenila: ასეთს ხომ ვიცნობდი, უკვე! :D

vas chto, mnogo?! :))))))

S.P. said...

გამხილებელი, პრავადნიკ ხრენოვ, ბაბნიკი...
ბაბნიკი...

რას ნიშნავს ეს?

და ისა, მელოტი რო ხა რმირო ადვილის ათქმელია თორე კეთილი გუსიხმიერი, ჭკვიანი, ვაჟკაცური, ძლიერი ნებისყოფის (ოლდსპაისის რეკლამაში რო ტიპებია), და ძმა რო ხარ ბაზარი არაა...
მარა მელოტი ძმა :))))))))))))))

AnnA said...

keTili iyos Seni mobrZaneba Cems blogSi :-) espanur aurzaurSi :))))

imedia, xSirad gixilavT! mec mudmivi stumari viqnebi dReidan Seni.

aba he!!! Y que viva España!! :) Que lo vamos a ganar todo!

ჩორვენი¹³ said...

da ratom ar aris arc erti mdedris pasuxbei am gamokitxvashi?? :D

marika said...

ტაააკ, დავიწყეთ, ჯერ უარყოფითებით:
1. ნუ სიჯიუტე და კახელობა უდავო ფაქტია და აღარ დავკონკრეტდები :);
2.თავის თავის კაცი (თუ მე არ მინდა სხვების დედაც :) );
3. უცოლო და უშეყვარებულო (სერიოზულ ურთიერთობებზე ვლაპარაკობ);
4. და ნა კანეც დიდი პოხუისტი;

დადებითები:
1. ერთგული მეგობარი;
2. საყვარელი მელოტი;
3. პრინციპიული;
4. არა მწეველი;
5. ჯანსაღი ცხოვრების წესის მიმდევარი;
6. ზრდილობიანი;
7. განათლებული;
და ბეეეეეეეეეევრი, ბევრი სხვა დადებითები


მიროოოოოოოოოო, ძალიან საკვარელი ხარ , kiss

ჩორვენი¹³ said...

taks gasagebia :)
madloba rom mestumre da mipasuxe :D

Kate said...

@მარი - "ამ ნაწერიდან მხოლოდ ის ირკვევა რომ ერთმნიშვნელოვნად მელოტი ხარ )))))))))))"
+111111111111

@dodka - აუ ეგ მახსოვს...
მე რა გითხარი???
ა, ხო, კოცნა, სექსი და მზე...
ხო, ეს 3 სიტყვა გითხარი მაშინ...


ჩორვენი¹³ – "da ratom ar aris arc erti mdedris pasuxbei am gamokitxvashi?? :D"
ეს კითხვა მეც გამიჩნდა...:D:D:D:D
ალბათ ქალები საშინელებებს დაწერდნენ და მაგიტომ...
ნუ აქ მაინც კარგი რაღაცეები წერია...

მე განსაკუთრებით პაატას პასუხზე ვიხალისე...

nati kuda said...

ძედა ძედა : ))))

მე ის მაინტერესებს, ჩემზე პირველად რა შთაბეჭდილება უჩნდებათ-ხოლმე.. ჩავატარო გამოკითხვა?? :)))

e.k.a.t.e.r.i.n.a said...

მეტად საინტერესოა ეს ყველაფერი და ბოდიშს გიხდით დაგვიანებული კომენტარსათვის, თუმცა კი კაი ხნის წინ გავეცანი ამ გამოკითხვას და მის შედეგებს :))

პირველ რიგში გამბედაობად და დადებით თვისებად მინდა ჩაგითვალო ის, რომ ასე თამამად გამოკითხე შენი მეგობრები და შედეგები საჯაროდ გამოიტანე :) მე გამიჭირდებოდა.
სხვა დადებითი კიდევ გაქვს ის, რომ ძალიან ალალი და კეთილი ხარ (მომენტებში ეს უარყოფითიც შეიძლება იყოს ოღონდ, ნამეტანი არაფერი ვარგა :))
შენი სიმელოტე არ შემიმჩნევიათქო რომ ვთქვა, ან არ დამიჯერებ, ან ბრმად ჩამთვლი, მაგრამ ასეა :P ასე რომ, ეგ დაიკიდე :)
კახელი და ჯიუტიო, კახელი არ ვიცი და ჯიუტი კი ხარ, თუმცა მე არ შემხებია შენი სიჯიუტე და ვერ გეტყვი ცუდია თუ კაი :)
კიდე, კარგია რომ არ ხარ ჩარჩოებში, და შეგიძლია, მოდურად რომ ვთქვათ, გააჯაზო :) ეგ მომწონს, არ მევასება ეს ფლეგმა და დაშტამპული იურისტი სასტავი რაააააააააააააა :D:D:D

კიდე,
განათლებაზე რომ გაქვს პრეტენზია და ზედმეტად არ ხარ თავდაჯერებული, ეგეც კაია, კაცი სულ თავის თავზე უნდა მუშაობდეს, აპა რავა :)
კიიდე რა
ხო კიიდე, ერთგული ტიპი ხარ, ეგ ნაღდია, და მოთმინების უნარი გაქვს, რასაც შენ შენს ძმააცებს უთმეეენ :D:D:D
წავედი ეხლა მე და კიდე თუ გამახსენდება რამე, შემოგირბენ:)

ხო, მართლა
mniamnia.blogspot.com -ზე ხაჭაპურის გამარტივებული რეცეპტი დავდე, 1 თვეში კი მიდიხარ ოიროპაში და გამოგადგება, შეიხედე ;)

შოთა said...

მოკლედ. რასაც მე ფფიქრობ ის რომ დავცერო გადავრევ ხალხას, ამიტომ ერთი სიტყვით
"მატრაკვეცა" !
ეს ცუდი.
რაც შეეხება კარგს, ესეც ერთი სიტყვით
"ერთგული" !
თუ კიდევ რამე გაინტერესებ პირადი კონსულტაცია ჩემთან და "გაგიიასნებ" ყველაფერს
.16/07/08