
Thursday, May 29, 2008
The Man in the Panther's Skin (by Shot'ha Rust'haveli)

რომელმან შექმნა სამყარო ძალითა მით ძლიერითა,
ზეგარდმოთ არსნი სულითა ყვნა ზეცით მონაბერითა,
ჩვენ, კაცთა, მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავიფერითა,
მისგან არს ყოვლი ხელმწიფე სახითა მის მიერითა.
Wednesday, May 28, 2008
26 მაისის ჩემი მეგობრის პაემანი

წვიმს და მე სათვალეები დამისველდა... არ მიყვარს როცა წვიმს და ვიღაცას ელოდები... როცა მარტო არ ელოდები ამას კიდევ არაუშავს... ჩემი მეგობარი ღელავს... არააა, როგორ არ ხუმრობს... კი ხუმრობს, მაგრამ როცა იცინის მაშინაც ეტყობა, რომ ნერვიულობს თავისებურად... მგონი უკვე უყვარს, აქ მოწონებაზე აღარ არის საუბარი...
აი ამ ფრაზას ვერ ვიტან: „თორმეტზე სახლში უნდა ვიყო“, თუმცა კაი დღე იყო, დაქალსაც არაუშავდა... :)))
Counting
აჰაა! 80 დღეში საქართველოს დავტოვებ. საგნები - მომენატრება:
1. ტელეფონი - ხდება ასე... დარეკავს... უხერხული სურათები ზოგიერთ თამამ ადამიანზე... წავშლი... ახსნა მეზარება... ვიდეობსაც წავშლი... არაფერს გადავიტან ახალში... მომენატრება...
2. ტამტამები - ყველა ტამტამს თავისი უნიკალური ისტორია... სხვადასხვა მარშრუტი... ბევრი მოგზაურობა... ბევრი ადამიანის ფეხებშუა (კომენტარი არ მინდა)... ბევრი ადამიანის ხელის ტყაპუნი... მომენატრება... ყველა მომენატრება...
3. Folder-ი Miro - 1gb flash ბევრს ვერ დაიტევს... მომენატრება... ყველა subfolder-ი მომენატრება... წავშლი... ბევრს წავშლი...
4. გიტარა - ვერ გადავიტან...
5. Samsung Gao 50 - ტელევიზორის ყურება არ მომენატრება... ტელევიზორი მომენატრება...
6. საწოლი სადაც მძინავს - ვერ წავიღებ... ახლიდან ალბათ გადმოვვარდები... ვერ შევეჩვევი... მომენატრება...
7. ქალები - არ მომენატრება... რადგან საგნებად აღვიქვი ისეთი კატეგორიის ქალები არიან, რომ არ მომენატრება...
Thursday, May 22, 2008
უკანასკნელი პოლიტიკური კომენტარი (ალბათ)
ჩემი აზრით როგორი რეაქცია ექნებოდათ ჩემს ვითომ აპოლიტიკურ მეგობრებს არჩევნების დღევანდელი შედეგებიდან გამომდინარე:
ჭუკი: მაგდა ანიკაშვილი უნდა იყოს პარლამენტში და დავით უსუფაშვილი საშვით შედიოდეს?
ნიკა: პოლიტიკაზე საუბარი არ მინდა, მაგრამ... (მერე დიდი პოლიტიკური „რეჩი“)
მახაშვილი: ხალხი ისევ გავა ქუჩაში და გაბედონ აბა მეორე 7 ნოემბერი!
ეკატერინა: მიხარია, რომ კიდევ ერთ სიბინძურეში მე მონაწილეობა არ მიმიღია!
შაკო: გაიმარჯვა ხალხის აზრმა!
რუსლანი: ვააა, ოპოზიციას (გაჩეჩილაძე) ამდენ ხმებს თუ დაუწერდნენ არ მეგონა!
Monday, May 19, 2008
ეს დღეები არ მცალია...

[12/8/2007 6:34:29 PM] Detka says: как жизнь?
[12/8/2007 6:34:51 PM] Detka says: думала, ты меня уже не помнишь...
[12/8/2007 6:36:16 PM] Detka says: не знаю... те, которые я хочу, чтоб помнили, помнят... рада, что ты тоже не отличился в обратную сторону :)
[12/8/2007 6:45:38 PM] Detka says: а как там твои девушки?
[12/8/2007 6:45:47 PM] Detka says: жениться все еще не собираешься?
[12/8/2007 6:51:02 PM] Detka says: а что придумывать?!
[12/8/2007 6:51:06 PM] Detka says: все по плану...
[12/8/2007 6:51:12 PM] Detka says: водка и девушки
[12/8/2007 6:51:45 PM] Detka says: одно другому не мешает, да?
კაია კაი ცხოვრება არაა?
ახლა რისი თქმაც თავში მინდოდა: ეს დღეები არ მცალია, რომ დავჯდე და რამე დავწერო, უამრავი საქმე მაქვს! აქედან გამომდინარე, ახალი პოსტებითაც ვერ გაგახარებთ ალბათ რამდენიმე დღე... და ეს ტექსტი ზემოთ ერთ კარგ გოგონას ეკუთვნის... მოკლეა, მაგრამ განწყობა ჩემებური:)))
Wednesday, May 14, 2008
შემოხაზე 5!
არჩევნები დღეს ალბათ ყველაზე ცხელი თემაა და მეც ამიტომ გადავწყვიტე ეს პოსტი დამეწერა.
მაშ ასე, დავიწყოთ!
სანამ არჩევნებზე წავსულვართ და ჩვენი არჩევანი გაგვიკეთებია კარგი იქნება თუ უფრო დარწმუნებულები ვიქნებით ჩვენს არჩევანში. მიუხედავად იმისა, რომ ეს სტატია წინასაარჩევნო აგიტაციას ჰგავს, მაინც ვეცდები ობიექტურად შევაფასო პრე-ელექტორული მარათონი (ბოდიში ბარბარიზმისთვის, უბრალოდ ტავტოლოგიას მოვერიდე), თუმცა ძალიან გამიჭირდება, იმიტომ რომ ერთი ადამიანის აზრი მაინც სუბიექტურია, თუ მას უმრავლესობა არ დაეთანხმა...
მანამდე მინდა ვნახოთ რა არჩევანი გვაქვს:
№1 – მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული პოლიტიკა“ (გოჩა ფიფია და არაყის „უშბა“ სხვა ჩამომსხმელები)
№2 – საქართველოს რესპუბლიკური პარტია (უსუფაშვილი, ხიდაშელი, ბერძენიშვილები, ბათიაშვილი...)
№3 – საარჩევნო ბლოკი „მემარჯვენე ალიანსი, თოფაძე – მრეწველები (მ.გ.ს., ერთობა, ე.დ.პ.)“ (ანუ თოფაძე და მისი ხალხი ედეპეშნიკებთან ერთად)
№4 – „შალვა ნათელაშვილი – საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ (აი, ბოლო შანსი რომ გვაქვს გადარჩენის ეგაა)
№5 – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გამარჯვებული საქართველოსათვის“ (მიშა...)
№6 – პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოს სპორტსმენთა კავშირი“ (ღმერთო ჩემო! ამათ ალბათ ჰგონიათ, რადგან მანამდე პარლამენტში 2-3 სპორტსმენი შეყარა სხვადასხვა რეიტინგულმა პარტიამ ეს ასე უნდა იყოს ყოველთვის და კიდევ ერთხელ: ღმერთო ჩემო!!!)
№7 – საარჩევნო ბლოკი „გაერთიანებული ოპოზიცია (ეროვნული საბჭო, მემარჯვენეები)“ (გაჩეჩილაძე+გამყრელიძე=ბევრ ხაინდრავას და კოკო გამსახურდიასნაირ ხალხს: ერთი ნარკომანი ძველი ბიჭია, მეორე დებილი გიჟი... ეგრე მიშაც გიჟია, მაგრამ ის ჭკვიანი გიჟი მაინც არის და მე დებილ გიჟებს ძალიან ვერიდები, იმიტომ რომ გაცილებით ბევრი შეცდომა შეუძლიათ ჩაიდინონ, ვიდრე ჭკვიანმა გიჟებმა)
№8 – „სრულიად საქართველოს რადიკალურ-დემოკრატთა ნაციონალური პარტია“ (კუპრაშვილი შალვა, გვილავა გიორგი, მანაგაძე თამაზი – ეს ხალხი გეცნობათ? ჰოდა ესენი არიან ამ პარტიის სიაში პირველები)
№9 – პოლიტიკური გაერთიანება „ქრისტიანულ-დემოკრატიული ალიანსი (ქდა)“ (გია მაისაშვილი... თუმცა აქ სამი წერტილი რად უნდოდა არ ვიცი)
№10 – „გიორგი თარგამაძე – ქრისტიან-დემოკრატები“ (ე.წ. ჟურნალისტებ-პედაგოგები და სხვა განათლებული „არაპოლიტიზირებული“ ხალხი)
№11 – საარჩევნო ბლოკი „ტრადიციონალისტები – ჩვენი საქართველო და ქალთა პარტია“ (აკაკი ასათიანი გენდერული თანასწორობისთვის!)
№12 – საქართველოს პოლიტიკური პარტია „ჩვენი ქვეყანა“ (№8 პარტიის იყოს, არც ამ პარტიაში არიან ქართული პოლიტიკური „ისთაბლიშმენტის“ ცნობილი სახეები)
ჩემი არჩევანი ალბათ უკვე პოსტის სათაურიდან იკვეთება და ვეცდები ამ არჩევანის მიზეზებზე ვისაუბრო. პირველ რიგში, ნაციონალებისთვის ხმის მიცემა იმიტომ გადავწყვიტე, რომ რაც მე პოლიტიკას ვაკვირდები, ახალი ხელისუფლების მოსვლა ახალი ძალისთვის ძალაუფლების გადაცემას, ანუ ფულის თავიდან გადანაწილებას იწვევს და ეს ფინანსური „სახეცვლილება“ სამწუხაროდ ყოველთვის უბრალო ხალხის ხარჯზე ხდება ხოლმე, თან ამას ნებისმიერ შემთხვევაში მოსდევს გარდამავალი პერიოდი, რაც უარყოფით გავლენას ახდენს ქვეყნის ეკონომიკაზე. მეორე არგუმენტი ის არის, რომ მიუხედავად ბევრი ხარვეზისა, მაინც მიმაჩნია, რომ ეს 4 წელი უფრო დამაკმაყოფილებელი იყო, ვიდრე ისეთი, როგორსაც ოპოზიცია ამბობს. ქვეყანა რაღაც დონეზე ამოვიდა ჭაობიდან და სრული გაუკუღმართებული საქმის კეთების ჩვევიდან.
ასე ჰაერზე რატომ ვილაპარაკოთ, როდესაც შეგვიძლია ხელისუფლების კონკრეტული მონაპოვარი თუ შეცდომა ავწონ-დავწონოთ:
დადებითი:
1. ბიუჯეტი გაიზარდა რანდემჯერმე, რაც უდავოდ მიღწევაა;
2. გაიზარდა ხელფასები, პენსიები და სხვა სოციალური შეღავათები (თუმცა, ამან და არა მარტო ამან გავლენა იქონია ქვეყანაში ფასების გაზრდაზე, თუმცა პროპორციულად ხელფასის მატების ტემპი გაცილებით მაღალია, ვიდრე ფასების ზრდა);
3. ქვეყანაში შეიქმნა გარკვეული ინდუსტრიული ბუმი, ყველგან რაღაცა შენდება და საბედნიეროდ ბევრი უცხოური და საკმაოდ რეიტინგული ბრენდი შემოდის საქართველოში, თუნდაც სასტუმროების სახით (მე დაგებული გზების და შადრევნების თემას სპეციალურად არ ვეხები, მაგრამ სხვაც ბევრი აშენდა);
4. გაიზარდა ქვეყანაში უცხოური ინვესტიცია, რის გარეშეც ეკონომიკა ვერ წავა წინ და მნიშვნელოვანია, რომ ეს ხალხმა გაიგოს: უცხოური ინვესტიციის გარეშე იმ ფულით, რაც შენს ქვეყანაში ტრიალებს შორს ვერ წახვალ;
5. საგრძნობლად იმატა ტურისტთა ნაკადმა და საერთოდ ეს სფერო მართლა წინ მიდის, რისთვისაც ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება აუცილებელი წინაპირობაა. თუმცა ჯერ შორს ვართ იმისგან, რომ სხვა თუნდაც საშუალო დონის ქვეყნებს შევედაროთ ტურისტების საოდენობაში, რაზეც უარყოფითი გავლენა რამდენიმე ფაქტმა იქონია: პრემიერ-მინისტრის და პრეზიდენტობის კანდიდატი ბიზნესმენის გარდაცვალება, რასაც ისიც ამძაფრებს, რომ ამ ყველაფერში გავრცელებული ვერსიით ხელისუფლბა არის ეჭვმიტანილი და ერთი რამე რასაც დღევანდელ ოპოზიციას ვერ ვპატიობ – კარვების გაშლა-გამოშლა, რასაც ხელისუფლებისგან რა თქმა უნდა უფრო ცუდი პასუხი მოჰყვა, მაგრამ ამაზე პასუხისმგებლობას მე მაინც ოპოზიციას ვაკისრებ, რადგან მე ყოველთვის უარყოფითად განმაწყობს ისეთი შემთხვევები, როცა რომელიმე პოლიტიკური ძალა სკამისთვის ხალხს ბოროტად იყენებს, მაგრამ რას იზამ, პოლიტიკაში სულ ასე ხდება... ამ ყველაფერს გაყინული კონფლიქტების თემაც მიუმატეთ და საქართველო არც თუ ისე კომფორტული ტურისტული ობიექტი ხდება მშვიდობის მოყვარული ტურისტებისთვის;
6. პატრული – უდაოდ პატრული! პატრული ნამდვილად ჯობია საგზაო პოლიციას და საერთოდ ამ სფეროში გატარებული რეფორმა ჩემი აზრით სამაგალითო უნდა იყოს სხვა ქვეყნებისთვისაც!
7. კორუფციის დონის მინიმუმამდე დაყვანა. ქვეყანაში, სადაც ყველა საქმეში ქრთამის გადახდა გარკვეულ ქცევის წესად იყო ქცეული, რასაც არც ქრთამის მიმცემი და არც ქრთამის მიმღები არ აპროტესტებდა, ნამდვილად რთულია შეცვალო ეს ხალხში და არც ის არის ცუდი, როცა გადასახადის გადახდის სავალდებულობაც შეახსენეს ხალხს, მაგრამ შეიძლება თვითონ საგადასახადო სისტემა გადასახედი. შევარდნაძის პერიოდში სულ იმას გაჰყვიროდნენ, კანონი, კანონიო, არავინ იცავს კანონსო, მერე მოსთხოვეს კანონის შესაბამისად გადასახადის გადახდა და ეგ უკვე აღარ მოეწონათ. მიუხედავად ამისა, რეალობისგან შორს არ უნდა წახვიდე და უკიდურეს რადიკალიზმში არ უნდა გადავრდე, რასაც ითხოვ რეალური უნდა იყოს და ყველაფერი ეტაპობრივად უნდა მოხდეს. ამიტომაც მიმაჩნია, რომ საგადასახადო სისტემა გადასახედია და ქართულ რეალობასთან არის მოსარგები...
უარყოფითი:
1. ქართული სასამართლოს საეჭვო „დამოუკიდებლობა“ (გვირგვლიანი, რობაქიძე);
2. 7 ნოემბერი;
3. სხვა გაუაზრებელი შეცდომები, რომელთა უმრავლესობა პირადი შურისძიების გამო მოხდა;
4. ქვეყანაში პროდუქტზე ფასების საგრძნობლად გაზრდა;
5. ზოგიერთი ისეთი პოლიტიკური ფიგურა და თანამდებობის პირი, რომელიც მხოლოდ იმიტომ მოხვდა სავარძელში, რომ დროშას უფრო ენერგიულად იქნევდა, რის შედეგადაც, ბევრი თავში ავარდნილი, გამოუცდელი და გაუნათლებელი ახალგზარდა არასწორ საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებებს იღებდა და ამ შეცდომების გამოსწორება შემდეგ რთული ხდებოდა. ხოლო ზოგიერთი პოლიტიკური თანამდებობის პირის ცინიზმმა თავიანთ კარიერასვე გადაუსვა ხაზი;
6. უმუშევრობა, ძველი კადრების სამსახურიდან გათავისუფლება და მზრინველობის გარეშე დატოვება და ისეთი ტენდეციის დამკვირდება, რომ 40 წლის ადამიანი თუ სამსახურს დაკარგავს, მისთვის კარიერული წინსვლა კი არა სხვა სამსახრუში მოხვედრაც შეუძლებელი ხდება...
ეს ყველაფერი რაც გამახსენდა ის ჩამოვთვალე და თუ ამას ხელისუფლების მომხრე წაიკითხავს რაღაცეების პლიუსებში დამატებას მომთხოვს, ხოლო თუ ოპოზიციის მომხრე, მაშინ ამ ხელისუფლების უარყოფითი მხარეების ჩამონათვალის გაზრდას უნდა ველოდოთ, მაგრამ ჩემი აზრით საკმარისია! ზოგადი სურათისთვის ესეც კმარა!
ჩემი არჩევანის გამართლებას კიდევ აღარ დავიწყებ და მოგიწოდებთ ისევ იგივეს: შემოხაზეთ 5! მაგრამ ყველამ არა, თორემ აი მაშინ წავა ჩვენი საქმეები უკან-უკან. ფაქტია, რომ არც ერთი ხელისუფლება არ არის კარგი, თუ მას ქმედითი ოპოზიცია არ ჰყავს. მე რასაც ვაკვირდები, დღეს ჩვენს ქვეყანაში ქმედითი ოპოზიცია არ არსებობს. მოდით გადავხედოთ რას ითხოვდა ოპოზიცია ნოემბერში: 1. ამის გადადგომა, იმის გადადგომა; 2. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის შეცვლა; 3. საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანა; 4. საზოგადოებრივი მაუწყებლობის ხელმძღვანელის მოხსნა და მეტი საეთერო დრო... ეს ყველაფერი კარგი და ხალხს რა? ყველა მოთხოვნა აღარ მახსოვს, მაგრამ ის ზუსტად ვიცი, რომ არც ერთი არ იყო მიმართული ქვეყნისთვის, თუ მისი ხალხის მდგომარეობის სასიკეთოდ შეცვლისთვის და ყველა მოთხოვნა იყო ისეთი, რაც მათთვის სკამების მოტანას ემსახურებოდა.
მე მარტო ნოემბერს არ ვგულიხმობ! ამ 4 წლის განმავლობაში არც ერთი ოპოზიციის მიერ წარმოდგენილი წინადადება არ მახსენდება, რაც ხალხის ყოფას შეცვლიდა თუ ქვეყნის განვითარებისკენ იყო მიმართული. ამ მიზეზების გამო არ მიმაჩნია დღევანდელი ოპოზიცია იმ ძალად, რაც ჩვენ გვჭირდება! მაშინ რა ვქნათ? ყველამ 5 შემოვხაზოთ? პრინციპში, ეგრეც რომ ვცადოთ და პარლამენტში ყველა ნაციონალური პარტიის წარმომადგენელი მოხვდეს (რაც ვერ მოხდება), სულ 2-3 თვე დასჭირდება იმას, რომ ამავე პარლამენტში გაჩნდეს ოპოზიცია. ეს ხომ ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთ აზრზე როგორ დავრჩებით და რაღა თქმა უნდა ერთმანეთს დავჭამთ. ქართული ხასიათის უარყოფითი გამოვლენის თემას აღარ გავაგრძელებ და ისევ ჩვენი არჩევანის თემას დავუბრუნდები! ასეთი გზა არ მომწონს! რამდენიმე ოპოზიციური პარტია მაინც უნდა ავარჩიოთ, რომ ხელისუფლებას თავში არ აუვარდეს და ის გააკეთოს და ისე ცვალოს კანონები, როგორც მას სურს!
თუ ისევ იმ კუთხით მივუდგებით, რომ ყველა ოპოზიციური პარტიის გამორჩევა ხელისუფლების მძაფრი გინებით შეიძლება, ეს ცოტა დაგვაბნევს! არადა, ყველა ცდილობს, რაც შეიძლება მეტი შემართებით გაანადგუროს ხელისუფლება ინფორმაციულ ომში და წარმოაჩინოს, როგორც საქართველოს მტერთა გაერთიანება! ამაზე მხოლოდ ერთი რამე მახსენდება. ჭკვიანი კაცი იყო ნიცშე, როდესაც ასეთი სიტყვები დაწერა: „მეგობრად ის მიიჩნიე, ვისაც იგივე ადამიანები სძულს, ვინც შენ.“ სწორედ ეს არის ოპოზიციის დღევანდელი კრედო და ეს სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ ამართლებს. ხალხის არჩევანი მეტწილად განპირობებულია იმით, რომ „ეს“ რაც არის აღარ უნდათ და უნდათ „სხვა“ და რადგან იმ „სხვასაც“ „ეს“ არ უნდა და მკაფიოდ ეწინააღმდეგება, ესე იგი ის „სხვა“ უკეთესი გამოდის. ნუთუ ამაში დევს რაიმე ლოგიკა?
საკმარისია! დროა ავირჩიოთ ოპოზიციურ ძალთაგან ღირსეული და ნომრების მიხედვით მივყვეთ:
№1. ვინმეს გოჩა ფიფიას არაყი მოგწონთ? მე არა! ალბათ ისიც გაგიგონიათ რითი მზადდება ეგ არაყი და ალბათ ეს ინგრედიენტი მის პიროვნულ თვისებებშიც ჭარბობს;
№2. ჭკვიანი ხალხია ვერაფერს იტყვი, მაგრამ არ ვენდობი ბათიაშვილს და ძალიან მაღიზიანებს თინა ხიდაშელი!
№3. ხოო, „ყაზბეგი“ აშკარად ჯობია „უშბას“! ალბათ ამათი გასვლა მეწარმეობას განვითარებას წაადგება, მაგრამ აქ არის „ედეპე“, რაც ახლოს არის სარიშვილთან, რაც თავის მხრივს ახლოს არის გიორგაძესთან – რუსეთთან – აფხაზეთის დაკარგვასთან;
№4. შალვა ნათელაშვილი...
№6. კუნთმაგარი სპორტსმენები...
№7. არც ერთი მიზეზი არ ვიცი, რატომ უნდა მივცეთ ამათ ხმა! არ მინდა გრეჩიხა! არ მინდა კოკო! არ მინდა კობა! არ მინდა ბესელია! არ მინდა გაბლატავებული კუკავა! არ მინდა ნარკომანი ხაინდრავა! არ მინდა პოლიტიკური „პრასტიტუტკა“ ჯონდი! არ მინდა მტირალა ცაგარეიშვილი! არ მინდა ფიქრია და არც არავის უნდა ეს ქალი! და ბოლოს – არ მინდა გამყრელიძე, რომელიც ჭკვიანი ადამიანი ჩანდა, მაგრამ ხანდახან ნათელაშვილის გაუარესებული ვერსიაა!.. მაგრამ იცი კიდევ ვინ არ მინდა? აი ესენი: ბოკერია, ნადირაძე, ლომაია, კირკიტაძე... მიუხედავად იმისა, რომ მათი გვარები ვერ ამოვიკითხე საარჩევნო სიებში, თუმცა მათნაირები კიდევ გამოჩნდებიან... ასე რომ გავაგრძელოთ ღირსეული ოპოზიციის ძიება!
№8 უცხო ხალხია და თუ იმ პრინციპით ხართ განწყობილი ამ არჩევნებზე, რომ სხვა ნებისმიერი გაამართლებს ვიდრე ეს ხელისუფლება, მაშინ მოდით ამათ მივცეთ შანსი;
№9 აი ამას შეიძლება კაცმა მართლა მისცე ხმა! მე მაგალითად ნაციონალებს რომ არ ვაძლევდე ხმას, ნამდვილად ცხრას შემოვხაზავდი! მიმაჩნია, რომ მაისაშვილისნაირი გამოცდილების მქონე და პროგრესულად მოაზროვნე ხალხის დრო მოვიდა ქართული ეკონომიკისთვის და ასე მგონია შესანიშნავად შეეწყობა გურგენიძეს, რომელიც ასევე იმსახურებს ჩემს სიმპატიებს;
№10 ცუდი ხალხი არ ჰყავს თარგამაძეს და შეიძლებოდა ამათთვისაც ხმის მიცემა, მაგრამ ჩემთვის ეს გარკვეული რისკია! არა იმიტომ, რომ პოლიტიკაში გამოუცდელი ხალხია, არამედ იმიტომ, რომ მეშინია ასლან აბაშიძის ხელი არ ტრიალებდეს ამ პარტიაში და შესაბამისად ისევ და ისევ რუსეთის;
№11 აკაკი ასათიანი მე პირადად მომწონს და ამ პარტიასაც დადებით რეკომენდაციას გავუწევდი!
№12 პარტია „ჩვენი ქვეყანა“ – არ მგონია თქვენი გახდეს ეს ქვეყანა...
არჩევანი თქვენზეა! არ შეცდეთ!
Tuesday, May 13, 2008
You are something nothing
But, I will probably loose - you make me lame!
უცნაური დარაჯი
არა, ალბათ მართლა ყველას იცნობს ვინც კი აივლის და ჩაივლის! ყველა ამვლელ-ჩამვლელ მანქანას ხელს უწევს და ისინიც პასუხად უსიგნალებენ. ტიპიური ქართველია: დაბალი, ღიპიანი, მელოტი, ღაჟღაჟა მომღიმარი სახით და რაც ყველაზე მთავარია, რამდენიც გვერდზე ჩავუარე, იმდენი მღერის. იმღეროს, ვინ უშლის, არც არავის აწუხებს, მაგრამ საქმე იმაშია, რომ გადასარევი ხმა აქვს და ქართული სიმღერის მრავალხმიანი ბუნებიდან გამომდინარე საცოდაობაა მისი მარტო სიმღერა.
ამ კაცის ნახვა თითქმის ყოველ დილით მაქვს გამოწერილი და ამიტომაც არის, რომ ყოველი ჩემი დღე პატრიოტული შემართებით და ამაღლებული განწყობით იწყება! მარტო ჩემი? ჩემს გარდა, ალბათ ორასზე მეტ კაცს უხდება ალბათ მისი ჰაერში ტალღებად გაფანტული ღიღინის მოსმენა.
ისე, ნამდვილად ვერ დავითვლი რამდენჯერ ჩამივლია გვერდით და ერთხელაც არ შევჩერებულვარ, თუნდაც ერთი წუთით, თუმცა ყოველთვის მაქვს სურვილი. არადა მე მხოლოდ ადგილზე გაჩერების და მოსმენის სურვილი არ მაქვს, ასე მგონია, რომ გავჩერდე, მეც ვერ მოვითმენ და სიმღერაში „შევეშვლები“. აი, ამის მეშინია და იმიტომაც ვკრეფ მხოლოდ რამდენიმე ბგერას მისი საგალობლებიდან და ამით ვკმაყოფილდები...
Wednesday, May 7, 2008
Goodbye is not the end (part 2)
You see, when you say goodbye it gives you a feeling that it’s not over yet, even if you intend to finish this sh!t up. Relationship ends when you say nothing! When you just leave! But if you said a goodbye by mistake, then you should wait for something in the future.
So, when you say goodbye you mean let’s start all over. It’s like a hope that everything will be way different next time. But if you need to take it to the end, you must do something really bad! It’s always easy! Because, we make too many mistakes and it happens too often. However, paradoxically, when you try to do things that are wrong, sometimes it occurs that you have done something right.
As a result, when you say goodbye you ruin it all! You must never say goodbye!
