Wednesday, May 14, 2008

შემოხაზე 5!

არჩევნები დღეს ალბათ ყველაზე ცხელი თემაა და მეც ამიტომ გადავწყვიტე ეს პოსტი დამეწერა.

მაშ ასე, დავიწყოთ!

სანამ არჩევნებზე წავსულვართ და ჩვენი არჩევანი გაგვიკეთებია კარგი იქნება თუ უფრო დარწმუნებულები ვიქნებით ჩვენს არჩევანში. მიუხედავად იმისა, რომ ეს სტატია წინასაარჩევნო აგიტაციას ჰგავს, მაინც ვეცდები ობიექტურად შევაფასო პრე-ელექტორული მარათონი (ბოდიში ბარბარიზმისთვის, უბრალოდ ტავტოლოგიას მოვერიდე), თუმცა ძალიან გამიჭირდება, იმიტომ რომ ერთი ადამიანის აზრი მაინც სუბიექტურია, თუ მას უმრავლესობა არ დაეთანხმა...

მანამდე მინდა ვნახოთ რა არჩევანი გვაქვს:

№1 – მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული პოლიტიკა“ (გოჩა ფიფია და არაყის „უშბა“ სხვა ჩამომსხმელები)

№2 – საქართველოს რესპუბლიკური პარტია (უსუფაშვილი, ხიდაშელი, ბერძენიშვილები, ბათიაშვილი...)

№3 – საარჩევნო ბლოკი „მემარჯვენე ალიანსი, თოფაძე – მრეწველები (მ.გ.ს., ერთობა, ე.დ.პ.)“ (ანუ თოფაძე და მისი ხალხი ედეპეშნიკებთან ერთად)

№4 – „შალვა ნათელაშვილი – საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ (აი, ბოლო შანსი რომ გვაქვს გადარჩენის ეგაა)

№5 – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გამარჯვებული საქართველოსათვის“ (მიშა...)

№6 – პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოს სპორტსმენთა კავშირი“ (ღმერთო ჩემო! ამათ ალბათ ჰგონიათ, რადგან მანამდე პარლამენტში 2-3 სპორტსმენი შეყარა სხვადასხვა რეიტინგულმა პარტიამ ეს ასე უნდა იყოს ყოველთვის და კიდევ ერთხელ: ღმერთო ჩემო!!!)

№7 – საარჩევნო ბლოკი „გაერთიანებული ოპოზიცია (ეროვნული საბჭო, მემარჯვენეები)“ (გაჩეჩილაძე+გამყრელიძე=ბევრ ხაინდრავას და კოკო გამსახურდიასნაირ ხალხს: ერთი ნარკომანი ძველი ბიჭია, მეორე დებილი გიჟი... ეგრე მიშაც გიჟია, მაგრამ ის ჭკვიანი გიჟი მაინც არის და მე დებილ გიჟებს ძალიან ვერიდები, იმიტომ რომ გაცილებით ბევრი შეცდომა შეუძლიათ ჩაიდინონ, ვიდრე ჭკვიანმა გიჟებმა)

№8 – „სრულიად საქართველოს რადიკალურ-დემოკრატთა ნაციონალური პარტია“ (კუპრაშვილი შალვა, გვილავა გიორგი, მანაგაძე თამაზი – ეს ხალხი გეცნობათ? ჰოდა ესენი არიან ამ პარტიის სიაში პირველები)

№9 – პოლიტიკური გაერთიანება „ქრისტიანულ-დემოკრატიული ალიანსი (ქდა)“ (გია მაისაშვილი... თუმცა აქ სამი წერტილი რად უნდოდა არ ვიცი)

№10 – „გიორგი თარგამაძე – ქრისტიან-დემოკრატები“ (ე.წ. ჟურნალისტებ-პედაგოგები და სხვა განათლებული „არაპოლიტიზირებული“ ხალხი)

№11 – საარჩევნო ბლოკი „ტრადიციონალისტები – ჩვენი საქართველო და ქალთა პარტია“ (აკაკი ასათიანი გენდერული თანასწორობისთვის!)

№12 – საქართველოს პოლიტიკური პარტია „ჩვენი ქვეყანა“ (№8 პარტიის იყოს, არც ამ პარტიაში არიან ქართული პოლიტიკური „ისთაბლიშმენტის“ ცნობილი სახეები)


ჩემი არჩევანი ალბათ უკვე პოსტის სათაურიდან იკვეთება და ვეცდები ამ არჩევანის მიზეზებზე ვისაუბრო. პირველ რიგში, ნაციონალებისთვის ხმის მიცემა იმიტომ გადავწყვიტე, რომ რაც მე პოლიტიკას ვაკვირდები, ახალი ხელისუფლების მოსვლა ახალი ძალისთვის ძალაუფლების გადაცემას, ანუ ფულის თავიდან გადანაწილებას იწვევს და ეს ფინანსური „სახეცვლილება“ სამწუხაროდ ყოველთვის უბრალო ხალხის ხარჯზე ხდება ხოლმე, თან ამას ნებისმიერ შემთხვევაში მოსდევს გარდამავალი პერიოდი, რაც უარყოფით გავლენას ახდენს ქვეყნის ეკონომიკაზე. მეორე არგუმენტი ის არის, რომ მიუხედავად ბევრი ხარვეზისა, მაინც მიმაჩნია, რომ ეს 4 წელი უფრო დამაკმაყოფილებელი იყო, ვიდრე ისეთი, როგორსაც ოპოზიცია ამბობს. ქვეყანა რაღაც დონეზე ამოვიდა ჭაობიდან და სრული გაუკუღმართებული საქმის კეთების ჩვევიდან.

ასე ჰაერზე რატომ ვილაპარაკოთ, როდესაც შეგვიძლია ხელისუფლების კონკრეტული მონაპოვარი თუ შეცდომა ავწონ-დავწონოთ:


დადებითი:

1. ბიუჯეტი გაიზარდა რანდემჯერმე, რაც უდავოდ მიღწევაა;

2. გაიზარდა ხელფასები, პენსიები და სხვა სოციალური შეღავათები (თუმცა, ამან და არა მარტო ამან გავლენა იქონია ქვეყანაში ფასების გაზრდაზე, თუმცა პროპორციულად ხელფასის მატების ტემპი გაცილებით მაღალია, ვიდრე ფასების ზრდა);

3. ქვეყანაში შეიქმნა გარკვეული ინდუსტრიული ბუმი, ყველგან რაღაცა შენდება და საბედნიეროდ ბევრი უცხოური და საკმაოდ რეიტინგული ბრენდი შემოდის საქართველოში, თუნდაც სასტუმროების სახით (მე დაგებული გზების და შადრევნების თემას სპეციალურად არ ვეხები, მაგრამ სხვაც ბევრი აშენდა);

4. გაიზარდა ქვეყანაში უცხოური ინვესტიცია, რის გარეშეც ეკონომიკა ვერ წავა წინ და მნიშვნელოვანია, რომ ეს ხალხმა გაიგოს: უცხოური ინვესტიციის გარეშე იმ ფულით, რაც შენს ქვეყანაში ტრიალებს შორს ვერ წახვალ;

5. საგრძნობლად იმატა ტურისტთა ნაკადმა და საერთოდ ეს სფერო მართლა წინ მიდის, რისთვისაც ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება აუცილებელი წინაპირობაა. თუმცა ჯერ შორს ვართ იმისგან, რომ სხვა თუნდაც საშუალო დონის ქვეყნებს შევედაროთ ტურისტების საოდენობაში, რაზეც უარყოფითი გავლენა რამდენიმე ფაქტმა იქონია: პრემიერ-მინისტრის და პრეზიდენტობის კანდიდატი ბიზნესმენის გარდაცვალება, რასაც ისიც ამძაფრებს, რომ ამ ყველაფერში გავრცელებული ვერსიით ხელისუფლბა არის ეჭვმიტანილი და ერთი რამე რასაც დღევანდელ ოპოზიციას ვერ ვპატიობ – კარვების გაშლა-გამოშლა, რასაც ხელისუფლებისგან რა თქმა უნდა უფრო ცუდი პასუხი მოჰყვა, მაგრამ ამაზე პასუხისმგებლობას მე მაინც ოპოზიციას ვაკისრებ, რადგან მე ყოველთვის უარყოფითად განმაწყობს ისეთი შემთხვევები, როცა რომელიმე პოლიტიკური ძალა სკამისთვის ხალხს ბოროტად იყენებს, მაგრამ რას იზამ, პოლიტიკაში სულ ასე ხდება... ამ ყველაფერს გაყინული კონფლიქტების თემაც მიუმატეთ და საქართველო არც თუ ისე კომფორტული ტურისტული ობიექტი ხდება მშვიდობის მოყვარული ტურისტებისთვის;

6. პატრული – უდაოდ პატრული! პატრული ნამდვილად ჯობია საგზაო პოლიციას და საერთოდ ამ სფეროში გატარებული რეფორმა ჩემი აზრით სამაგალითო უნდა იყოს სხვა ქვეყნებისთვისაც!

7. კორუფციის დონის მინიმუმამდე დაყვანა. ქვეყანაში, სადაც ყველა საქმეში ქრთამის გადახდა გარკვეულ ქცევის წესად იყო ქცეული, რასაც არც ქრთამის მიმცემი და არც ქრთამის მიმღები არ აპროტესტებდა, ნამდვილად რთულია შეცვალო ეს ხალხში და არც ის არის ცუდი, როცა გადასახადის გადახდის სავალდებულობაც შეახსენეს ხალხს, მაგრამ შეიძლება თვითონ საგადასახადო სისტემა გადასახედი. შევარდნაძის პერიოდში სულ იმას გაჰყვიროდნენ, კანონი, კანონიო, არავინ იცავს კანონსო, მერე მოსთხოვეს კანონის შესაბამისად გადასახადის გადახდა და ეგ უკვე აღარ მოეწონათ. მიუხედავად ამისა, რეალობისგან შორს არ უნდა წახვიდე და უკიდურეს რადიკალიზმში არ უნდა გადავრდე, რასაც ითხოვ რეალური უნდა იყოს და ყველაფერი ეტაპობრივად უნდა მოხდეს. ამიტომაც მიმაჩნია, რომ საგადასახადო სისტემა გადასახედია და ქართულ რეალობასთან არის მოსარგები...


უარყოფითი:

1. ქართული სასამართლოს საეჭვო „დამოუკიდებლობა“ (გვირგვლიანი, რობაქიძე);

2. 7 ნოემბერი;

3. სხვა გაუაზრებელი შეცდომები, რომელთა უმრავლესობა პირადი შურისძიების გამო მოხდა;

4. ქვეყანაში პროდუქტზე ფასების საგრძნობლად გაზრდა;

5. ზოგიერთი ისეთი პოლიტიკური ფიგურა და თანამდებობის პირი, რომელიც მხოლოდ იმიტომ მოხვდა სავარძელში, რომ დროშას უფრო ენერგიულად იქნევდა, რის შედეგადაც, ბევრი თავში ავარდნილი, გამოუცდელი და გაუნათლებელი ახალგზარდა არასწორ საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებებს იღებდა და ამ შეცდომების გამოსწორება შემდეგ რთული ხდებოდა. ხოლო ზოგიერთი პოლიტიკური თანამდებობის პირის ცინიზმმა თავიანთ კარიერასვე გადაუსვა ხაზი;

6. უმუშევრობა, ძველი კადრების სამსახურიდან გათავისუფლება და მზრინველობის გარეშე დატოვება და ისეთი ტენდეციის დამკვირდება, რომ 40 წლის ადამიანი თუ სამსახურს დაკარგავს, მისთვის კარიერული წინსვლა კი არა სხვა სამსახრუში მოხვედრაც შეუძლებელი ხდება...


ეს ყველაფერი რაც გამახსენდა ის ჩამოვთვალე და თუ ამას ხელისუფლების მომხრე წაიკითხავს რაღაცეების პლიუსებში დამატებას მომთხოვს, ხოლო თუ ოპოზიციის მომხრე, მაშინ ამ ხელისუფლების უარყოფითი მხარეების ჩამონათვალის გაზრდას უნდა ველოდოთ, მაგრამ ჩემი აზრით საკმარისია! ზოგადი სურათისთვის ესეც კმარა!

ჩემი არჩევანის გამართლებას კიდევ აღარ დავიწყებ და მოგიწოდებთ ისევ იგივეს: შემოხაზეთ 5! მაგრამ ყველამ არა, თორემ აი მაშინ წავა ჩვენი საქმეები უკან-უკან. ფაქტია, რომ არც ერთი ხელისუფლება არ არის კარგი, თუ მას ქმედითი ოპოზიცია არ ჰყავს. მე რასაც ვაკვირდები, დღეს ჩვენს ქვეყანაში ქმედითი ოპოზიცია არ არსებობს. მოდით გადავხედოთ რას ითხოვდა ოპოზიცია ნოემბერში: 1. ამის გადადგომა, იმის გადადგომა; 2. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის შეცვლა; 3. საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანა; 4. საზოგადოებრივი მაუწყებლობის ხელმძღვანელის მოხსნა და მეტი საეთერო დრო... ეს ყველაფერი კარგი და ხალხს რა? ყველა მოთხოვნა აღარ მახსოვს, მაგრამ ის ზუსტად ვიცი, რომ არც ერთი არ იყო მიმართული ქვეყნისთვის, თუ მისი ხალხის მდგომარეობის სასიკეთოდ შეცვლისთვის და ყველა მოთხოვნა იყო ისეთი, რაც მათთვის სკამების მოტანას ემსახურებოდა.

მე მარტო ნოემბერს არ ვგულიხმობ! ამ 4 წლის განმავლობაში არც ერთი ოპოზიციის მიერ წარმოდგენილი წინადადება არ მახსენდება, რაც ხალხის ყოფას შეცვლიდა თუ ქვეყნის განვითარებისკენ იყო მიმართული. ამ მიზეზების გამო არ მიმაჩნია დღევანდელი ოპოზიცია იმ ძალად, რაც ჩვენ გვჭირდება! მაშინ რა ვქნათ? ყველამ 5 შემოვხაზოთ? პრინციპში, ეგრეც რომ ვცადოთ და პარლამენტში ყველა ნაციონალური პარტიის წარმომადგენელი მოხვდეს (რაც ვერ მოხდება), სულ 2-3 თვე დასჭირდება იმას, რომ ამავე პარლამენტში გაჩნდეს ოპოზიცია. ეს ხომ ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთ აზრზე როგორ დავრჩებით და რაღა თქმა უნდა ერთმანეთს დავჭამთ. ქართული ხასიათის უარყოფითი გამოვლენის თემას აღარ გავაგრძელებ და ისევ ჩვენი არჩევანის თემას დავუბრუნდები! ასეთი გზა არ მომწონს! რამდენიმე ოპოზიციური პარტია მაინც უნდა ავარჩიოთ, რომ ხელისუფლებას თავში არ აუვარდეს და ის გააკეთოს და ისე ცვალოს კანონები, როგორც მას სურს!

თუ ისევ იმ კუთხით მივუდგებით, რომ ყველა ოპოზიციური პარტიის გამორჩევა ხელისუფლების მძაფრი გინებით შეიძლება, ეს ცოტა დაგვაბნევს! არადა, ყველა ცდილობს, რაც შეიძლება მეტი შემართებით გაანადგუროს ხელისუფლება ინფორმაციულ ომში და წარმოაჩინოს, როგორც საქართველოს მტერთა გაერთიანება! ამაზე მხოლოდ ერთი რამე მახსენდება. ჭკვიანი კაცი იყო ნიცშე, როდესაც ასეთი სიტყვები დაწერა: „მეგობრად ის მიიჩნიე, ვისაც იგივე ადამიანები სძულს, ვინც შენ.“ სწორედ ეს არის ოპოზიციის დღევანდელი კრედო და ეს სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ ამართლებს. ხალხის არჩევანი მეტწილად განპირობებულია იმით, რომ „ეს“ რაც არის აღარ უნდათ და უნდათ „სხვა“ და რადგან იმ „სხვასაც“ „ეს“ არ უნდა და მკაფიოდ ეწინააღმდეგება, ესე იგი ის „სხვა“ უკეთესი გამოდის. ნუთუ ამაში დევს რაიმე ლოგიკა?

საკმარისია! დროა ავირჩიოთ ოპოზიციურ ძალთაგან ღირსეული და ნომრების მიხედვით მივყვეთ:

№1. ვინმეს გოჩა ფიფიას არაყი მოგწონთ? მე არა! ალბათ ისიც გაგიგონიათ რითი მზადდება ეგ არაყი და ალბათ ეს ინგრედიენტი მის პიროვნულ თვისებებშიც ჭარბობს;

№2. ჭკვიანი ხალხია ვერაფერს იტყვი, მაგრამ არ ვენდობი ბათიაშვილს და ძალიან მაღიზიანებს თინა ხიდაშელი!

№3. ხოო, „ყაზბეგი“ აშკარად ჯობია „უშბას“! ალბათ ამათი გასვლა მეწარმეობას განვითარებას წაადგება, მაგრამ აქ არის „ედეპე“, რაც ახლოს არის სარიშვილთან, რაც თავის მხრივს ახლოს არის გიორგაძესთან – რუსეთთან – აფხაზეთის დაკარგვასთან;

№4. შალვა ნათელაშვილი...

№6. კუნთმაგარი სპორტსმენები...

№7. არც ერთი მიზეზი არ ვიცი, რატომ უნდა მივცეთ ამათ ხმა! არ მინდა გრეჩიხა! არ მინდა კოკო! არ მინდა კობა! არ მინდა ბესელია! არ მინდა გაბლატავებული კუკავა! არ მინდა ნარკომანი ხაინდრავა! არ მინდა პოლიტიკური „პრასტიტუტკა“ ჯონდი! არ მინდა მტირალა ცაგარეიშვილი! არ მინდა ფიქრია და არც არავის უნდა ეს ქალი! და ბოლოს – არ მინდა გამყრელიძე, რომელიც ჭკვიანი ადამიანი ჩანდა, მაგრამ ხანდახან ნათელაშვილის გაუარესებული ვერსიაა!.. მაგრამ იცი კიდევ ვინ არ მინდა? აი ესენი: ბოკერია, ნადირაძე, ლომაია, კირკიტაძე... მიუხედავად იმისა, რომ მათი გვარები ვერ ამოვიკითხე საარჩევნო სიებში, თუმცა მათნაირები კიდევ გამოჩნდებიან... ასე რომ გავაგრძელოთ ღირსეული ოპოზიციის ძიება!

№8 უცხო ხალხია და თუ იმ პრინციპით ხართ განწყობილი ამ არჩევნებზე, რომ სხვა ნებისმიერი გაამართლებს ვიდრე ეს ხელისუფლება, მაშინ მოდით ამათ მივცეთ შანსი;

№9 აი ამას შეიძლება კაცმა მართლა მისცე ხმა! მე მაგალითად ნაციონალებს რომ არ ვაძლევდე ხმას, ნამდვილად ცხრას შემოვხაზავდი! მიმაჩნია, რომ მაისაშვილისნაირი გამოცდილების მქონე და პროგრესულად მოაზროვნე ხალხის დრო მოვიდა ქართული ეკონომიკისთვის და ასე მგონია შესანიშნავად შეეწყობა გურგენიძეს, რომელიც ასევე იმსახურებს ჩემს სიმპატიებს;

№10 ცუდი ხალხი არ ჰყავს თარგამაძეს და შეიძლებოდა ამათთვისაც ხმის მიცემა, მაგრამ ჩემთვის ეს გარკვეული რისკია! არა იმიტომ, რომ პოლიტიკაში გამოუცდელი ხალხია, არამედ იმიტომ, რომ მეშინია ასლან აბაშიძის ხელი არ ტრიალებდეს ამ პარტიაში და შესაბამისად ისევ და ისევ რუსეთის;

№11 აკაკი ასათიანი მე პირადად მომწონს და ამ პარტიასაც დადებით რეკომენდაციას გავუწევდი!

№12 პარტია „ჩვენი ქვეყანა“ – არ მგონია თქვენი გახდეს ეს ქვეყანა...


არჩევანი თქვენზეა! არ შეცდეთ!

24 comments:

tatsson said...

ეჰ მირო მირო მე შენ საღად მოაზროვნე ადამიანი მგონიხარ და მსგავს პოლიტიკურ სიბეცეს შენგან არ მოველოდი, ახლა მეზარება ახსნა თუ რაში და რატომ ცდები, მაგრამ გპირდები არჩევნებამდე მეც გაახლებთ ერთ წინა საარჩევნო პოსტს და პირობას გაძლევ იქ არგუმენტირებულად დავანგრევ შენს ხუთოსნობის თეორიას :)

jaco said...

ტატო, იქიდან გამომდინარე, რომ ოპოზიციურად განწყობილი ყველა ადამიანის აზრი მაინტერესებს, შენიც საკმაოდ საინტერესო იყო, თუმცა არაარგუმენტირებული, მაგრამ რადგან არგუმენტებს დამპირდი, მაშინ დაველოდები შენს პოსტს და დაკვირვებით წავიკითხავ... მიუხედავად იმისა, რომ წინასწარ ვიცი რაში დამეთანხმები და რაში არა... ვეცადე შედარებით ნეიტრალურად შემეფასებინა მოვლენები და ქებით ცაში არავინ არ ამეყვანა, ანუ უბრალოდ ჩემი აზრი დამეფიქსირებინა. მე ვიპოვე ჩემი გამოსავალი და შენს არჩევანსაც პატივს ვცემ, მიუხედავად იმისა, რომ არ ვიცი ვის აძლევ ხმას... წარმატებები!

nika said...

მირო, ისევ ტამტამს მიაწექი ჯობია. უკეთესად გამოგდის და ხალხიც კმაყოფილია.

jaco said...

ნიკუშ, დიდი მადლობა შენი აზრის დაფიქსირებისთვის! ვეცდები ტამტამს მივაწვე და პარალელულად რაღაცეები კვლავ დავწერო, მიუხედავად იმისა, შენ ეს მოგეწონება თუ არა. შენც შეგიძლია კვლავ გამოხატო შენი ამის მიმართ მძაფრი დამოკიდებულება, თუ რა თქმა უნდა ასეთი „აბსურდის“ (როგორც შენ ამ სტატიას პირად საუბარში უწოდე) წაკითხვა არ დაგეზარება. ხოლო, თუ დაგეზარება, უყურადღებობაში არ ჩამოგართმევ...
შენც წარმატებულ არჩევანს გისურვებ!

jaco said...

კიდევ ერთ ოპოზიციურ აზრს ველოდები და ჩავთვლი, რომ სტატიამ გაამართლა! ჯერჯერობით კმაყოფილი ვარ...

Dv0rsky said...

სტატიამ უდავოდ გაამართლა, თუნდაც იმიტომ, რომ საკმაოდ სრულად არის მოყვანილი ჩამონათვალი პარტიებისა და მათი ფუნქციონერების (რაც მე არასოდეს ვიცოდი).

კიდევ იმითია კარგი ეს პოსტი, რომ ხელისუფლების პლიუს-მინუსების აწონვა და შედარება ხდება.

დიდი მადლობა პატრულს!

სხვა რა გითხრა, მირო, მე არ ვაძლევ ხმას 5 ნომერს, და შენ ძალიან კარგად იცი, რატომაც ;)

ხოდა მეც დავდებ წინასაარჩევნო პოსტს, საღამოს, ნახე მერე და შენი აზრი მითხარი.

jaco said...

პირველ რიგში დიდი მადლობა შენ და მერე პატრულს ჩემო გიგა!:))) ხელმეორედ, რომ წავიკითხე ჩემი დაწერილი ეს სტატია მე თვითონვე დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ამ სტატიის ავტორი ნაციონალების თავგადაკლული მხარდამჭერია მეთქი. მიუხედავად იმისა, რომ ყველანაირად ვეცადე ამ ხელისუფლების უარყოფით მხარეებზე მესაუბრა (თუმცა არა ისე რადიკალურად და პოპულისტურად, როგორც ამას ოპოზიციისგან ვართ დაჩვეული), მაგრამ საქმე იმაშია, რომ პირადად ჩემთვის სამწუხაროდ ასეა: ვირჩევ უარესებისგან შედარებით უკეთესს... თუ ვინმე მეტყვის რომელი შემოვხაზო არჩევენბზე 5-ის გარდა და ამას კარგად დამისაბუთებს, მზად ვარ მოვუსმინო - მართლა მაინტერესებს! თუნდაც იმიტომ, რომ მთელი ცხოვრების განმავლობაში არც ერთი პარტიის მომხრე არასოდეს არ ვყოფილვარ და უბრალოდ ჩემს მოქალაქეობრივ ვალს ვიხდი ისე, როგორც მწამს!

e.k.a.t.e.r.i.n.a said...

არავის არ ვხაზავ და მიხარია რომ ამჯერად არ მაქვს არჩევანის უფლება, სამაგიეროდ საარჩევნო უბნიდან უკან არ დამაბრუნებენ წინანდელივით, სიაში არ ხარო და სამაგიეროდ 10 წლის წინ გარდაცვლილ მამაჩემს არ ვიპოვი სიაში, სამაგიეროდ არ ვინანებ რატომ მივეცი ხმა 5, 7 თუ 911 ნომერს და ა.შ.

უჟას
ჩემთვის მირო, მთელი შენი ოპოზიციური არგუმენტებიდან გირგვლიანი და რობაქიძე კმარა იმისთვის, რომ პატრულს, დაგებულ გზებს, მომატებულ ტურისტებს, გადაღებილ/გალამაზებულ ქალაქებს, მომატებულ ხელფასებს (!), ერთიან ეროვნულ გამოცდებს, შემცირებულ წვრილმან კორუფციასა და კიდევ მრავალს სხვა კარგ რამეს გადავუსვა ხაზი, რაც შენი პოსტის პოზიტიურ ნაწილში ვერ ჩაეტია.

არ მინდა ვიცხოვრო იმ ქვეყანაში, სადაც პოლიციელის შიში უფრო მექნება, ვიდრე ბოროტი თავდამსხმელის, რადგან ეს უკანასკნელი უმიზეზოდ მაინც არ მესვრის, ვიცი, მოძრაობის წესების დარღვევის გამო.

მაგრამ, მე მინდა ვიცხოვრო საქართველოში, და ვიცხოვრებ კიდეც. აი ის როგორ მოვახერხოთ რომ ასეთი აღარ იყოს, ეგ უკვე აღარ ვიცი. სამწუხაროდ გრეჩიხას თუ შალიკოს, ან თუნდაც მაისაშვილის მხარდაჭერითაც ვერ ვხედავ ამის ახლო ან შორეულ პერსპექტივას...

jaco said...

არ მეგონა, თუ ჩემი წინასაარჩევნო პოსტი ასეთ ანტისაარჩევნო სახეს მიიღებდა... კარგით! არ ავირჩიოთ არავინ! მაგრამ რაღაც პატარა პროტესტი გამიჩნდა ეკა შენს კომენტარზე, თუმცა არ ვთვლი საჭიროდ ამ თემაზე შეგეწინააღმდეგო, იმიტომ რომ შენს აზრს დიდ პატივს ვცემ, ისევე როგორც ნებისმიერის ვინც აქ კომენტარი დამიტოვა, თუ უბრალოდ წაიკითხა ეს პოსტი...
მეც მაქვს ჩემი აზრი ჩემი(!) ქვეყნის მომავალზე და ამას მეგობრების გარემოცვაში ხშირად უშიშრად და ხმამაღლა ვამბობ, იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც არც ვაპირებ ხოლმე ამის თქმას, უბრალოდ საუბარს მაინც იქამდე მივყავარ. ახლაც ის მომენტია, მაგრამ ამჯერად არ ვიტყვი! ამჯერად დავრჩები ოპტიმისტი, რადგან ჩემი აზრით ოპტიმიზმი ყველა პატრიოტს უნდა ახასიათებდეს (ბოდიში ამპარტავნული ტონისათვის) მიუხედავად არსებული რეალობისა!

P.S. ეს საქართველოა? ალბათ საქართველოა, რადგან ჩვენ ვართ ქართველები, ჩვენ!

e.k.a.t.e.r.i.n.a said...

ოპტიმიზმი? ჩემი პოსტი პესიმისტური გამოვიდა? შეიძლება უფრო ნიჰილისტური, რისიც ყველაზე მეტად მეშინოდა მე პირადად, მაგრამ პესიმისტური არა. გამივლის ნიჰილიზმი ალბათ :)
პესიმისტი რომ ვიყო და ჩვენი ქვეყნის საშველს ვერ ვხედავდე (ნუ, პრინციპში ვერ ვხედავ, მაგრამ იმედი მაქვს, ეგაა ოპტიმიზმის უბედურებაც :D), მაშინ დავრჩებოდი აქ, ამ "დალაგებულ" ქვეყანაში, მექნებოდა საარსებო მინიმუმი და ვიცხოვრებდი მშვიდად, ჭიასავით, ცხოვრების ბოლომდე :))

jaco said...

არ მინდა ძალიან ფილოსფიურად ვისაუბრო (მაგდენის უფლებას არ მივცემ ჩემს თავს), მაგრამ ჩემი აზრით ყველაზე ხშირად პესიმიზმს შეუძლია უბიძგოს ადამიანს ნიჰილიზმისკენ, მაგრამ შეიძლება ვცდები...
ერთს დავამატებ: მე ვაფასებ იმას, რომ შენ მხოლოდ საქართველოში შეგიძლია წარმოიდგინო შენი თავი სამომავლოდ, თუმცა სხვას ვერც წარმოვიდგენდი შენგან!

ნიკა said...

ჩემი აზრით ყველაფერი კარგად მოგვეჩვენება თუ შევეშვებით პოლიტიკის შესახებ ინფორმაციის მიღებას. აქ ვინც პოსტავთ ყველას თავზე საყრელად გაქვთ საკუთარი საქმე, და დამიჯერეთ პოლიტიკის გარეშე ბევრად ბედნიერად იცხოვრებთ. აკეთეთ თქვენი საქმე და თუ როგორმე თავისუფალი დრო გამონახეთ ნუ დახარჯავთ პოლიტიკაზე საუბარში გაერთეთ, გა–ერ–თეთ. ასე აჯობებს.

jaco said...

შევეცდებით ნიკა, შევეცდებით... გააჩნია როგორ გამოგვივა პოლიტიკისაგან თავის არიდება, როცა ყოველ ნაბიჯზე პოლიტიკა გხვდება და ყველა საზოგადოებაში სულ ამ თემაზეა საუბარი, მიუხედავად იმისა, რომ ამის საჭიროება მართლა არ არის!

e.k.a.t.e.r.i.n.a said...

ვახ ამას ვინ ამბობს, დავიჯერო სხვა ნიკაა?
თუ მე ვინც მგონია ის ნიკოლოზი ბრძანდებით, ბატონო ჩემო, მაშინ მინდა გაგახსენოთ, რომ თუ ჩემს სახმო იოგებს რაიმე ზიანი აქვს და ჩემგან დიდი მომღერალი არ გამოვიდა, მხოლოდ და მხოლოდ თქვენთან პოლიტიკაზე დავაშია მიყენებული :D
და ამის მერე თქვენ გვარიგებთ დიდაქტიკური ტონით, პოლიტიკას შეეშვითო? აი, მტყუანს, რომ ეგრე ფიქრობ რა :D:D:D

UFF said...

ოოოო, ეს რა ამბავი გაგიმართავთ?

მოკლედ ვიტყვი 2–იოდ სიტყვას.

პაპუნქტამ გავყვები მეც მიროს ნააზრევს...

1. უკვე რამდენიმე წელია გოჩა ფიფიასი აღარ არის უშბა. ეს ისე...
და ასე: ის რომ ნუ თავად გადაწყვიტეთ რა ტიპის პოლიტიკოსია გოჩა ფიფია და რა გუნდი შეიძლება ყავდეს.

2. ხიდაშელი რომ ,,გაღიზიანებს'' ეს არ ნიშნავს რომ პარტია, მისი პროგრამა ან ასე შემდეგ დასაწუნია, აბა გაიხსენე: ბოკერია, ნადირაძე, თარგამაძე (გივი), ზაზა ბეგაშვილი, ხაზგასმით ზაზა ბეგაშვილი, კირკიტაძე, ხაზგასმით კირკიტაძე, მგონი დათო ქვია, კობა ბექაური, ხაზგასმით კობა ბექაური, რამდენ ადამიანს აღიზიანებენ... ისე გეხსენებინა ეს ხალხი ნაცების მინუსებზე როცა საუბრობდი, დლია სპრავედლივოსწი რაძი.
ჭკვიანი ხალხიაო რესპუბლიკელებიო, აღიარებ, და თინა მაღიზიანებსო, თინას აიტანს კაცი... ვიღაცა ხო უნდა გაღიზიანებდეს, ძაან გლატკადაც ხო არ უნდა იგრძნო თავი არა? და აი ჭკვიანი ხალხი კი ნამდვილად გვჭირდება, განსაკუთრებით პარლამენტში, არა სპორტსმენები, ბიზნესმენები, მეარყეები და სხვანი, არამედ ჭკვიანი ხალხი, ვინც ფიქრობს და ნაფიქრალს გადმოგვცემს, ვისაც კანონის კითხვა და გაგება შეუძლია, შეფასება შეუძლია კანონის სამართლებრივი ანალიზი... ვფიქრობ დამეთანხმებით რომ რესპუბლიკელების ძირითად ბირთვს ამის უნარი აქვს.. შეიძება არა ისე როგორც შენ გინდა, ან არა იმ კუთხით, მაგრამ შეუძლიათ.

3. ნუ ბიზნესმენები არიან, თანაც ძველი ცეკას დროინდელი ყაიდის, უფრო დელეცური ტიპები... მოკლედ ნაკლებად დამაჯერებლად ჩანან და ვფიქრობ თბილად და ტკბილად კრიშავენ თავის ტკბილ ლუკმას.. არაა თლა დასაძრახი, ახლა ისეთი არაფერი დაუშავებიათ, მარა ნუ გული არ მიმიწევს.

4. ხოოოო... შალვა ნათელაშვილი ხოოოო... ისე ჰალალად ძმაო, ეს კაცი ერთი 5–10 კაცს იმსახურებს რა პარლამენტში. ნუ საჭიროა ეს მემარცხენე ოპოზიციაც, მინიმუმ ბალანსისა და ცოოოტა მხიარულებისათვის. და როგორც არ უნდა ვლანძღოთ დ აარ მოგვწონდეს აქვთ რაღაცა პრინციპები მაინც, გაიხსენეთ მაგათი საკონსტიტუციო დავები... ნუ ცდილობდნენ რაღაცას საკანონმდებლო და სამართლებრივი გზით გადაეწყვიტათ ზოგი პრობლემა, ეს დღევანდელ ველურ საქართველოში ძააან დასაფასებელია.

5. ხო. გუშინდ ა გუშინწინ მომიწია ტელევიზორის ყურება საღამოოობით. ბარამიძეს ეკამათება გუნცაძე: აიოხალხსო იბარებდით პროკურატურაშიო, ქონებებს ახევდითო, ბიზნესებსო, წილებსო, მიწებსო, ფულსო... იმენნა ახევდითო ხან ბიუჯეტის ხან თქვენი ჯიბის სასარგებლოდო, და ბარამიძემ რა უპასუხა? აბა გამოიცანიიიიით, ძააან მაგარი პასუხი:

– მაგას მოვრჩით, ვსიო, არარ ვშვებითო, შეწყდაო.
ანუ ვსიო, ნუ წასართმევი წავართვითო და ხო მორჩაო... ჯერერთია რ მორჩა ზუსტად ვიცი.. გრძელდება. დავიგინო?
და კიდე ბევრი სხვა რამე...
და ისა, ბერძენიშვილმა რო მოყვა დებატებში, სალაყაია მელნიკოვ ახალაიებმა კიდე რაღაცა ინციდენტი ჩაატარესო, რესტორანში, ტიპი გააქრესო, და მერე ნუ დიდი პანიკა რო აიწია მერე დაიხიეს უკან და მოიყვანესო. ხოდა ამ ამბის გაბაზრების შემდეგს სწორად შენიშნა ერთმა კაცმა:
–არ შეიძლება ამ ქას ცალკე რესტორანი ავუშენოთ და იქ დაიმხოს თავზე ამ ტავის ამალასთან ერთადო? და ნუ ჩვენ არ შევალთო, ხალხიო, ადამიანებიო, იქო... და იყვნენ, იმღერონ გაუთავებლად ეს მიშა მაგარია, გაერთნონ როგორც უნდათო...

7. გაჩეჩილაძე... მძიმე შემთხვევაა ეს სასტავიც, ესლი ჩესნა..
კაკარაზ გუშინ ვუყურე დებატებში გვარამიასთან. ტიპმა არ იცის რამდენია ქვეყნის ბიუჯერი, ვაბშე, 3 მილიარდიო... ალბათო, ასე თქვა გაჩეჩილაძემ, არადა 6 და რაღაცა ყოფილა.
ტიპი რომელსაც პრეზიდენტობა უნდა.. არაა ნაკითხი ადამიანი ვაბშე.. და არც ძაან შემართება და საქმიანობა ეტყობა. გაჩეჩილაძე ჩემი აზრით აი იმ დროში უნდა ყოფილიყო აქტიური ფიგურა, პიკეტები რო იყო, 90 იანების დასაწყისში, ნუ აი იმ დროს მოერგებოდა..
რა უნდა აკეთოს გაჩეჩილაძემ პარლამენტში? მე ვფიქრობ არ ეყოფა განათლება, ცოდნა, პროფესიონალიზმი.. ნუ ტიპია რა, შეიძება კაი ტიპია.. მარა არაა სახელმწიფოებრივი ადამიანი.ზურაბიშვილი სალომე? უსუსტესი, დებატებში გურგენიძემ სადაც დაიჭირა იქ გაძუყნა (ინტელექტუალურად რა).. ანუ არაა ეს ხალხი მცოდნე.. არ იციან. პროსტა აი ბირჯაზე რო ხელისუფლებით უკმაყოფილო კაცი ჩხუბობს – სამართლიანად მარა არა პროფესიონალურად, იმას გავს... ეგ ხალხი.

9. მაისაშვილიც მინდა ვნახო ამ პარლამენტში... ესლი ჩესნა.

10. თარგამაძე.. თავისი ფსევდორელიგიური მიდგომებით კაი რაააააა...
მაგდა ანიკაშვილი, ტოჟე მნე პალიწიკ...და ისა კიდე თარგამაძე რო სახეს ისხვივოსნებს რეკლამაში და შენი ხმა შეცვლის ქვეყანასო თუ რაღაც... ნუ არ მევასება და ვსიო. ჟურნალისტი კარგი, პ[ოლიტიკოსი ალბათ ცუდი. მეზარება რა...

11. აკაკი ასათიანი ძალიან ჭკვიანიტიპია, ნაკითხი, ფიქრისა და ანალიზის უნარით დაჯილდოებული. მოკლედ მინდა ვიხილო პარლამენტში, მაგრამ ნუ სუსტი საარჩევო პოზიციები აქვს, კამანდა ვინ ყავს კაცი ვერ გაიგებს.

12. დაივიწყე....

e.k.a.t.e.r.i.n.a said...

ეს ბოლო კომენტარი გელაანთ ჭუკის იყო თუ მომეჩვენა? :) (ცნობისთვის, მე ყველაზე უფრო მაგ პოსტს ვეთანხმები:))

e.k.a.t.e.r.i.n.a said...

ხოოო ისა
ეხლა გადავიკითხე მთავარი პოსტი და ლომაიას აუგად მოხსენიებას ვერ ავიტან :))) მართლა

uff said...

მაშ ასე...

ვირჩევთ გონიერ ხელისუფლებას...

თავად განსაზღვრეთ ვინაა გონეირი...


ისე სლოგანი მე მგონია კარგია.. შინაარსიანი,

jaco said...

თუ ეკამ სწორად იცნო და გაშიფრა "uff"-ის პერსონა, მაშინ ჩვენ გვაქვს საქმე ჭუკის დიიიდ პოლიტიკურ და თამამ განცხადებებთან... ჯერ ეკას გავცემ პასუხს: ეკა - დიახაც ლომაია!

ეხლა ჭუკის...
ჭუკი! შენ რომ ჩამოთვალე ის ხალხი, ნაციონალები, არ არიან პარტიულ სიებში და ხიდაშელი და ბათიაშვილი პირველ ათეულში წამოსკუპებულან... საქმე იმაში არ არის, რომ მარტო მაღიზიანებს... ძალიან მაღიზიანებს და მაგის უაზრო წიკვინს უნდა ვუსმინოთ 4 წელი, მაგისგან საქმის გაკეთებას მე არ ველი... თუმცა, რა მნიშვნელობა აქვს, ხიდაშელი და ბათიაშვილი მაინც მოხვდებიან პარლამენტში და ჭირი მაგათ!:))) უბრალოდ როგორც შენ თოფაძეზე "მარა ნუ გული არ მიმიწევს" აი მეც ეგრე რესპუბლიკელებზე "მარა ნუ გული არ მიმიწევს"...

მაისაშვილი მეც მაგრად მაინტერესებს!

ნათელაშვილს რაც შეეხება, რაღაცას მაინც ცდილობს და ხალხს სასამართლოებს აგებინებს, ეგეც საქმეა!

კარგი, ამჯერად საკმარისია...

nika said...

uff-s ვეთახმები 100%–ით.
და მირო, ხიდაშელის წიკვინი 100 თავიტ ჯობია ნადირაძის, კალანდაძის და ა.შ. წიკვინს. დამიჯერე. და კიდევ, ეკა, ჩემთან კამათში იმიტო დაიზიანე იოგები, რომ არასწორ გზას ადექი და ისეთ მიტინგებზე დადიოდი მისასველი რომ არ იყო, თორემ პოლიტიკიდან შორს რომ ყოფილიყავი დამიჯერე არ ვიკამათებდით.
და საერთოდ, მირო მიდი რა რამე სხვა საინტერესო პოსტი დაწერე და იმაზე ვისაუბროთ. აჯობებს.

uff said...

სალამი ხალხო.

მაგარი ლეობაა ეს პოლიტიკა რა...



აბა ყველამ ერთხმად დავიკიიიიდეთ.

მარა არჩევნებზე მაინც ყველა მივდივართ და ვირჩევთ.....




გონიერ ხელისუფლებას :)))))))))))

წინაზეც მაგათ მივეცი ჩემი ხმა,.

jaco said...

ჭირი იქა, ლხინი აქა და ეს პოსტიც ისტორიას ჩაბარდააა:)

Khatia said...

ჯერ არა, მე ეხლა აღმოგაჩინეთ და ძაან მომეწონა. ბევრ პარტიას საერთოდ არ ვიცნობდი და არც მაგ ხალხს ვიცნობ. ასე რომ ბევრი რამ ახალი და საინტერესო იყო ჩემთვის. მაგრამ საქართველოს ვიცნობ და პოზიციებსაც და ოპოზიციებსაც. ასე რომ თითქმის აბსოლიტურად ვუგებთ მე და შენ ერთმანეთს (ანუ მე გიგებ და გეთანხმები :) )

მადლობა, საინტერესო პოსტისთვის! ;)

jaco said...

მოხარული ვარ ხატია თუ მეთანხმები. უბრალოდ ამ პოსტის „დასამარება“ იმიტომ გადავწყვიტე, რომ არჩევნებმა ჩაიარა და აღარ არის აქტუალური წინასაარჩევნო თემებზე კამათი. გარდა ამისა, არც პოლიტიკაზე დავა მიმაჩნია დროის ხარჯვის საუკეთესო საშუალებად. სულ პოლიტიკა, ყველგან პოლიტიკა... აუტანელია!