Saturday, August 30, 2008

მგონი ვერ ამჩნევთ


რა ახალი სურათების ბლოგიო ყველა მეკითხება. არადა რამდენიმე პოსტის ქვემოთ დავწერე, რომ ახალი ბლოგი გავაკეთე და მისამართიც მივუთითე, მაგრამ რაღაც კარგად არ ჩანს მგონი, იმიტომ რომ უმეტესობამ ვერ შეამჩნია. ასე რომ, ამ ბლოგის მისამართს ამ ზემოთაც იხილავთ, ამ ბლოგის აღწერაში ჩავწერე, გვერდზე ბლოგროლშიც, ყველაზე ბოლოა და აქაც დავლინკავ: http://mirourope.blogspot.com/


p.s. ეს ახალი ბლოგი ზარმაცებისთვის გავაკეთე. ვისაც კითხვა ეზარება და უბრალოდ ვიზუალური მასალის გაცნობა უნდა. ასე რომ აქ გავაგრძელებ წერას და იქ კიდევ ფოტო-ვიდეო ნაწარმს განვათავსებ. ბოლო ორ წერილს (მე-9 და მე-10) მარისთან რაც არის არ ვაქვეყნებ, არაგამოსაქვეყნებელი ჟანრიდან არის და შემდეგს ალბათ გამოვაქვეყნებ, არ ვიცი, ჯერ არ დამიწერია.

Wednesday, August 27, 2008

My New Blog


mirourope.blogspot.com

Thursday, August 14, 2008

War is over?

ომი დამთავრდა. კვლავ გვახრჩობს ბოღმა. ყელში გვაქვს გაჩხერილი სიძულვილი. გულიდან მოგვდის ცრემლი. თვალებს ვხუჭავთ და ვტირით ისევ. ასე მგონია ვერასოდეს დავიძინიებთ ან ვეღარასოდეს გამოვფხიზლდებით.

უფალო შეგვიწყალე!

Friday, August 8, 2008

არ ვწერ არაფერს!


არ ვკითხულობ ბლოგებს, არ ვამოწმებ მეილებს, ვერ ვშორდები ტელევიზორს, რადიოს. მეშინია, რომ მივდივარ და არ ვიცი რა მოხდება. ჩემი იარაღის ხელში აღება რამდენად გამართლებული იქნებოდა არ ვიცი, მაგრამ რაღაცით მაინც მინდა აქ ვიყო და ჩართული ვიყო ამ საერთო საქმეში. არადა ყველა მიდის მგონი. ომია?!
ომია!
ჩვენ გავიმარჯვებთ!
გფარავდეთ უფალი!
ამინ!

Thursday, August 7, 2008

Toshiba A300 15J


ლეპტოპი ვიყიდე! ძალიან მაგარი, ძალიან მაგარ ფასში, მეტი მე არც მჭირდება და ბედნიერი ვარ! ეხლა ბიჭებს პროგრამებს ვაწერინებ, კარგია აიტიშნიკი მეგობრებიიი, საღამოს კიდე ლუდი მაგათ! დაიმსახურეს...

არადა ჭოპორტის პამიდორი კი გაგონილი მქონდა, მაგრამ სად იყო ეგ ადგილი აზრზე არ ვიყავი და აი გუშინ მე და მიშა ჩვენმა ბავშვობის შეყვარებულმა დაგვპატიჟა დაჩაზე - ჭოპორტში: მწვადები, ყველი, პური, სალათი, თავადსმადი ღვინო, საზამთრო, ნესვი, ნაყინი და ჰამაკი ჰაერზე... იფ იფ იფ.
მარიც დაჩაზე იყო თავისთან და მეც დრო ვიხელთე და იმიტომ გავიქეცი ქალაქიდან. საბოლოოდ, გადასარევი საღამო გამოვიდა (ყველაფერს მოკლედ ვყვები, რომ წაკითხვა არ დაგეზაროთ).

Wednesday, August 6, 2008

Georgia?


ჩემი მეგობრის ამ პოსტის (http://ekaterinaoniani.blogspot.com/2008/08/what-is-that.html) წაკითხვამ გადამაწყვეტინა მეც დამეწერა მსგავსი პოსტი. პრინციპში, ახალს არაფერს ვიტყვი, მხოლოდ ერთ შემთხვევას გავიხსენებ. სადღაც ერთი წლის წინ საქართველოს ნაკრები ფეხბურთში, თუ უბრალოდ რომელიღაც ქართული გუნდი ეთამაშებოდა ყაზახეთის რომელიღაც გუნდს (თუ ეროვნულ ნაკრებს) და ფეხბურთის ბილეთებზე, რომლებიც ყაზახეთში იყიდებოდა სწორედ ასეთი „საქართველოს“ რუკა ეხატა. ეს ამბავი ძალიან გახმაურდა და ჩვენმა ფეხბურთის ფედერაციამ ოფიციალური პროტესტი გამოთქვა, ხოლო ყაზახურმა მხარემ თავი იმით იმართლა, რომ ეს ერთი დაუდევარი თანამშრომლის ბრალია, რომელმაც თქვენი ქვეყნის რუკა ინტერნეტში (რა თქმა უნდა რუსულ საიტზე) იპოვაო...
ნეტა გვეშველება როდესმე რამე?

Tuesday, August 5, 2008

ჭურჭელი დავრეცხ-დავწმინდე, სახლი მივალაგე

პრინციპში რამდენიც გინდა, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს. ყველაფერი რომ მოვყვე ეს დღეები რა ხდებოდა, წაკითხვა დაგეზარება. იცი რას მოგიყვები? აი, დღეს რა გეგმებიც მაქვს იდეაში.



სახლში საქმეებს მოვრჩი. ვაპირებ სამსახურში გავიდე ცოტა ხნით. მერე თამთას (ქვემოთ სურათზე) დავურეკავ და ვნახავ, როგორც შევპირდი. ჯერ იმას გეტყვი ვინ არის თამთა... დღეს ზუსტად 1 წელი და 7 თვე გავიდა რაც დავშორდით. თუმცა იმ უერთიერთობას რაც ჩვენ გვქონდა შეყვარებულობას ვერ დაარქმევ, იმიტომ რომ მაშინ მოვრჩით როცა რეალურად უნდა დაგვეწყო და საერთოდ მე არ მიყვარს როცა მაწვალებენ, სხვანაირი ტიპი ვარ და ეგეც რომ არა, 17 წლის ბავშვი და თან ეგეთი ბავშვი ძნელი ასატანი იყო, მაგრამ საყვარელია ძალიან...


ალბათ ეხლა უფრო ლოგიკური კითხვაც დაგებადა. რა გინდა თამთასგან რატომ ნახულობ? მმმმ...
ა) შევპირდი და იმიტომ ვნახულობ;
ბ) მაინც ვერ ვნახავ კიდევ დიდი ხანი და ისე მეგობრულად მოვიკითხავ, გავიგებ რას შვება, რას აკეთებს;
გ) რაღაცა მღრღნის, რაღაცა მაწუხებს და არ მასვენებს და ატეხილი ვარ (რაც ხშირად მემართება ხოლმე);
დ) ისევ მიყვარს, ყოველთვის მიყვარდა და სიყვარულში უნდა გამოვუტყდე!
აბა რომელია აქედან სწორი პასუხი? "დეფინიტლი" მეორე - "ბ", მაგრამ აზრი??? მოკლედ მე თვითონაც არ ვიცი რა მინდა და საერთო რამე მინდა? მარისაც არ მინდა ვუთხრა, რომ ჩემს "ძველ შეყვარებულს" ვხვდები (ვაპროტესტებ! არ არის შეყვარებული, არ ვყოფილვართ ერთად!), იმიტომ რომ ვერ ავხსნი რატომ მინდა ნახვა. ასე რომ... და შეიძლება გადავიფიქრო კიდეც. ზუსტად 1 თვის წინ (წელიწადნახევარი იყო გასული კონტაქტი რომ საერთოდ არ მქონდა) დაბადების დღე ჰქონდა და დავუმესიჯე, მივულოცე და მაგ დროს შემომეშეხვედრთანხმა. და აი, როგორც იქნა ორივემ მოვიცალეთ. გუშინ ბოლო გამოცდა ჩააბარა (გითხარი, რომ 19 წლის ლაწირაკია?:p), ხვალ ბათუმში მიდის და დღეს ცხოვრებაში საბოლოოოოოოოდ ვნახავ! არადა გუშინ დაუგეგმავად შემხვდა ქუჩაში - იიიციიიი რა ვიდზეაააა?.. (ვსიოო, მე თვითონ შემოვირტყი, არ გინდა).


რაკი ნახვაა და დღეს პწიჩკასაც (ქვემოთ სურათზდე) დავურეკე და ვნახავ ალბათ. თამთას რომ გავაცილებ, მერე მოფრინდება პწიჩკა (ხო კარგი ზედმეტსახელი შევარქვი?). და მიზეზი? არაფერი სიყვარულ-ჩახუტებ-ჩალიჩის მაგვარი. რამდენიმე ხნის წინ ინგლისურ-ჰოლანდიური ლექსიკონი მაჩუქა და სფელინგს ვერ გავუგე ვერაფერი. დავისვავ და ამიხსნის კარგად, რომ მომზადებული ჩავიდე "ახალ სახლში". (პწიჩკა, პწიჩკა, მგონი ჩემს ბლოგს კითხულობ და არ უნდა გეწყინოს შენი სურათი რომ დავდე, ეს მომწონს ყველაზე ძალიან ანა გოგუაძის ფოტო სესიიდან).

დღევანდელი დღის ფინალი? ვერ მოვითმენ და მარის (ქვემოთ სურათზე) დავურეკავ, რომ ცოტა ხნით მაინც ვნახო. გუშინ ღამე (ანუ დღეს) დილის 5 საათამდე იყვნენ ჩემთან ბავშვები და ეხლა ალბათ სამსახურში ზის და მაგინებს რომ ვერ გამოიძინა, მაგრამ მომენატრა მაინც უზომოდ...

Saturday, August 2, 2008

დღეს ჩემი მეგობრის კომპიდან ვპოსტავ


ძალიან უცნაური დღე მქონდა გუშინ. ეგეთე რამე მოსგვლიათ, ტაქსი გააჩერო, უთხრა სახლში გამიყვანეო და გიპასუხოს: სად მაქვს მაგდენი დროო...

გაგიკვირდებათ და ეხლა მე თამადა ვარ. სულ ცოტა ხნით ავდექი სუფრიდან, ბლოგს დავხედავ და მოვალ მეთქი. „რაიო?“ გაუკვირდათ (და ახლაც უკვირთ) მეგობრებს.
ჰოდა დაგხედეთ. ხომ კარგად ხართ? უბრალოდ ერთი ნასვამი პოსტი ხო უნდა იყოს ჩემი ბლოგის ისტორიაში...

ტკბილ მოგონებებს ხომ გაუმარჯოს? ჰოდა წავედიიიიი.

Friday, August 1, 2008

ქიაჩელი live

მე მგონი კარგი სიმღერა გამომივიდა. პრინიცპში ასე იმიტომ მგონია, რომ ყველას მოეწონა ვისაც მოვასმენინე, იმასაც კი ვისთვისაც დავწერე. მიუხედავად იმისა, რომ ეს ვიდეო ტელეფონით არის გადაღებული, თან ლაივია (და არა ფონოგრამა:D) და შესაბამისად ხარისხიც ცუდია, ალბათ მაინც ყურებადია.

ტაკს:

მოქმედების ადგილი : ქიაჩელი - ბარი profile;
მოქმედების თარიღი: 6 ივნისი, 2008;
სიმღერა, ტექსტი, მუსიკა - მე;
ვოკალი - კრისტი (ამ სიმღერის ადრესატის დაქალი, თან მგონი ჩემზე კარგად მღერის ჩემივე სიმღერას);
გიტარა, ბექ-ვოკალი - მე;
პერკუსია, ბასი და ბოლოში კლავიში - ბარის ადგილობრივი მუსიკოსები...

და აი სიმღერის ტექსტიც:

You act like yes, but your eyes say no.
If I had a little chance would you let me know.
I feel no stress, but I need you so.
I will hold your hands and never let you go.

If tomorrow you don’t want me,
If tomorrow you don’t know me,
If there’s someone you are waiting for.
If tomorrow comes slowly,
you don’t have to worry,
‘coz I will, I will go.

If I had a little chance would you let me know.
If I had a little chance would you let me know.
If I had a little chance would you let me know.
If I had a little chance would you let me know.

If I had a little chance would you let me go.

P.S. ამ სიმღერის პრემიერა სხვაგან შედგა და აქ მხოლოდ გოგოების დაჟინებული თხოვნით (ბარის დირექციაც გოგოებმა მოთაფლეს) ამაგდეს სცენაზე...