Wednesday, August 6, 2008

Georgia?


ჩემი მეგობრის ამ პოსტის (http://ekaterinaoniani.blogspot.com/2008/08/what-is-that.html) წაკითხვამ გადამაწყვეტინა მეც დამეწერა მსგავსი პოსტი. პრინციპში, ახალს არაფერს ვიტყვი, მხოლოდ ერთ შემთხვევას გავიხსენებ. სადღაც ერთი წლის წინ საქართველოს ნაკრები ფეხბურთში, თუ უბრალოდ რომელიღაც ქართული გუნდი ეთამაშებოდა ყაზახეთის რომელიღაც გუნდს (თუ ეროვნულ ნაკრებს) და ფეხბურთის ბილეთებზე, რომლებიც ყაზახეთში იყიდებოდა სწორედ ასეთი „საქართველოს“ რუკა ეხატა. ეს ამბავი ძალიან გახმაურდა და ჩვენმა ფეხბურთის ფედერაციამ ოფიციალური პროტესტი გამოთქვა, ხოლო ყაზახურმა მხარემ თავი იმით იმართლა, რომ ეს ერთი დაუდევარი თანამშრომლის ბრალია, რომელმაც თქვენი ქვეყნის რუკა ინტერნეტში (რა თქმა უნდა რუსულ საიტზე) იპოვაო...
ნეტა გვეშველება როდესმე რამე?

3 comments:

utvino said...

xooooooo maxsovs eg ambavi :))
dzalian ganvrisxdi

(c) Anika said...

ოჰოო...
მეც ვნახე აფხაზეთმოჭრილი საქართველოს რუკა
ინგლისურ ჟურნალში :(
იმათ რაღა დაეტაკათ .........

Katiee... said...

ხედავ მირო?
ნეტა ვინ მექაჩებოდა ენაზე ის პოსტი რომ დავწერე, ან საერთოდ ეგ რუკა სდ ვიპობე, ისიც არ მახსოვს, ვიპოვე და რომ არ დამკარგვოდა, გაფრთხილებისთვის დავწერე პოსტი.
რას ვიფიქრებდი ორ დღეში ეს სიმწრით რაღაც დონემდე მაინც, აზრზე მოყვანილი ქვეყანა თავზე დაგვექცეოდა?