Tuesday, August 5, 2008

ჭურჭელი დავრეცხ-დავწმინდე, სახლი მივალაგე

პრინციპში რამდენიც გინდა, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს. ყველაფერი რომ მოვყვე ეს დღეები რა ხდებოდა, წაკითხვა დაგეზარება. იცი რას მოგიყვები? აი, დღეს რა გეგმებიც მაქვს იდეაში.



სახლში საქმეებს მოვრჩი. ვაპირებ სამსახურში გავიდე ცოტა ხნით. მერე თამთას (ქვემოთ სურათზე) დავურეკავ და ვნახავ, როგორც შევპირდი. ჯერ იმას გეტყვი ვინ არის თამთა... დღეს ზუსტად 1 წელი და 7 თვე გავიდა რაც დავშორდით. თუმცა იმ უერთიერთობას რაც ჩვენ გვქონდა შეყვარებულობას ვერ დაარქმევ, იმიტომ რომ მაშინ მოვრჩით როცა რეალურად უნდა დაგვეწყო და საერთოდ მე არ მიყვარს როცა მაწვალებენ, სხვანაირი ტიპი ვარ და ეგეც რომ არა, 17 წლის ბავშვი და თან ეგეთი ბავშვი ძნელი ასატანი იყო, მაგრამ საყვარელია ძალიან...


ალბათ ეხლა უფრო ლოგიკური კითხვაც დაგებადა. რა გინდა თამთასგან რატომ ნახულობ? მმმმ...
ა) შევპირდი და იმიტომ ვნახულობ;
ბ) მაინც ვერ ვნახავ კიდევ დიდი ხანი და ისე მეგობრულად მოვიკითხავ, გავიგებ რას შვება, რას აკეთებს;
გ) რაღაცა მღრღნის, რაღაცა მაწუხებს და არ მასვენებს და ატეხილი ვარ (რაც ხშირად მემართება ხოლმე);
დ) ისევ მიყვარს, ყოველთვის მიყვარდა და სიყვარულში უნდა გამოვუტყდე!
აბა რომელია აქედან სწორი პასუხი? "დეფინიტლი" მეორე - "ბ", მაგრამ აზრი??? მოკლედ მე თვითონაც არ ვიცი რა მინდა და საერთო რამე მინდა? მარისაც არ მინდა ვუთხრა, რომ ჩემს "ძველ შეყვარებულს" ვხვდები (ვაპროტესტებ! არ არის შეყვარებული, არ ვყოფილვართ ერთად!), იმიტომ რომ ვერ ავხსნი რატომ მინდა ნახვა. ასე რომ... და შეიძლება გადავიფიქრო კიდეც. ზუსტად 1 თვის წინ (წელიწადნახევარი იყო გასული კონტაქტი რომ საერთოდ არ მქონდა) დაბადების დღე ჰქონდა და დავუმესიჯე, მივულოცე და მაგ დროს შემომეშეხვედრთანხმა. და აი, როგორც იქნა ორივემ მოვიცალეთ. გუშინ ბოლო გამოცდა ჩააბარა (გითხარი, რომ 19 წლის ლაწირაკია?:p), ხვალ ბათუმში მიდის და დღეს ცხოვრებაში საბოლოოოოოოოდ ვნახავ! არადა გუშინ დაუგეგმავად შემხვდა ქუჩაში - იიიციიიი რა ვიდზეაააა?.. (ვსიოო, მე თვითონ შემოვირტყი, არ გინდა).


რაკი ნახვაა და დღეს პწიჩკასაც (ქვემოთ სურათზდე) დავურეკე და ვნახავ ალბათ. თამთას რომ გავაცილებ, მერე მოფრინდება პწიჩკა (ხო კარგი ზედმეტსახელი შევარქვი?). და მიზეზი? არაფერი სიყვარულ-ჩახუტებ-ჩალიჩის მაგვარი. რამდენიმე ხნის წინ ინგლისურ-ჰოლანდიური ლექსიკონი მაჩუქა და სფელინგს ვერ გავუგე ვერაფერი. დავისვავ და ამიხსნის კარგად, რომ მომზადებული ჩავიდე "ახალ სახლში". (პწიჩკა, პწიჩკა, მგონი ჩემს ბლოგს კითხულობ და არ უნდა გეწყინოს შენი სურათი რომ დავდე, ეს მომწონს ყველაზე ძალიან ანა გოგუაძის ფოტო სესიიდან).

დღევანდელი დღის ფინალი? ვერ მოვითმენ და მარის (ქვემოთ სურათზე) დავურეკავ, რომ ცოტა ხნით მაინც ვნახო. გუშინ ღამე (ანუ დღეს) დილის 5 საათამდე იყვნენ ჩემთან ბავშვები და ეხლა ალბათ სამსახურში ზის და მაგინებს რომ ვერ გამოიძინა, მაგრამ მომენატრა მაინც უზომოდ...

14 comments:

მარი said...

”ქალები ერთი ბიჭის ცხოვრებიდან”


ლოლ



მარი რა ლამაზია:უსერი:

marika said...

მიროოოო, ”ია წებე ადინ უმნი ვეშ სკაჟუ, ტოლკა ტი ნე აბიჟაისა”

იცი რას გეტყვი, როგორც ერთგული მეგობარი, ერთ ადგილს ანუ ტრაკს ნუ ათამაშებ და მარის მიხედეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეე.

პ.ს. რავარი გამოგლანძღეეეე, მაგრამ ასეა საჭირო :KISS:

nati kuda said...

ბააბნიკ : )

ლამაზია მარი, ძალიან ლამაზი და მგონი უნდა ვიცნობდე კიდეც, მაგრამ ვერ ვიხსენებ. და თუ გავიხსენე, არ ჩაგიშვებ, აი ფროიმის : )

utvino said...

შემომეშეხვედრთანხმა - ეს რა მაგარი სიტყვაა მიროოო :)))
ხოდა ვეთანხმები ზემოთ გამომსვლელებს და მარი ძალიან მომეწონა

:აპ:

(c) Anika said...

მმ...
ნეტა მეც შევხვდები ასეთ პონტში ჩემ სიხარულს მერე??? :P

P.S. ბერვი პოსტი მაქვს წასაკითხი :p

jaco said...

მარი, გაგიხარდა შენი სეხნიის სილამაზე?:) ნამდვილად ლამაზია:) ყველა მარი ლამაზია:)

მარიკა, კაი ეგრე ვიზამ და შენც გეტყვი, რომ ყველა მარი(კა) ლამაზია:)))

ვინ არის შენი ბაბნიკი კუდა?:))) კარგი, არ ჩამიშვა, რომ თამთას ნახვას ვაი9რებდი, მით უმეტეს რომ არ ვნახე:)

ნინოოოო, კიდევ მოვიგონებ რამე ახალ საინტრესო სიტყვებს :*

ანიკა, წარმატებები პოსტების კითხვისას, იმედია კარგად დაისვენე. შენს ყოფილ სიხარულსაც ალბათ ნახავ და ალბათ ჩემსავით გეკიდება მაგრად იმ პონტში და მეგობრად ჩათვლი:)))

nati kuda said...

ამ სორი :ბლაშ:

jaco said...

ით'ს ოქეი:)

ketketa said...

მარი რულზ:)

Jenny said...

w w w gvemariajeba aq lamazi gogoebiT :P

dodka said...

სურათზე ის თამთა უჟასია, ის წიჩკა მეცნობა და ვერ ვიხსენებ, ფორუმელია აშკარად, და მარი ყველას სჯობს, მაგრამ მე ზოგადად სურათებს არ ვენდობი და :დ

ისე მარისთან შურიმური იმჰო მაშინ, როცა მიდიხარ დღე-დღეზე უკიდურესი ეგოიზმია :დ

და ისე, ოოდნავ მაინც არ აქვს ლესბი გადახრები? სულ ოდნავ/ ა? :დ

jaco said...

მადლობა ქეეთ;)

ჯენი, რა მოხდა მერე? არ შეიძლება ვიმარიაჟო?:)))

დოდკა, დოოოოოდკა!!! საშინელი ადამიანი ხარ მაგრამ მაინც უზომოდ მიყვარხარ:))) ვერ ვიტან და ამავე დროს ვაფასებ შენს პირდაპირობას რა შუაშია და ეხლა რას გეტყვი:
თამთაზე არ გეთანხმები, სხვა სურათს ვერ დავდებდი ძაან ატკრავენნია:D და მით უმეტეს ეხლა რო ვნახე როგორ გამოიყურება... არ არსებულად:) ისე იმაში კი გეთანხმები, რომ სურათებით არ უნდა იმსჯელო, თუნდაც მარის შემთხვევაში. მარი ლამაზი გოგოა ნამდვილად, მაგრამ ის მომენტიც არის, რომ ამ სურათში მართლა კარგად გამოვიდა და სხვა სურათს შეიძლება ის ეფექტი არ ჰქონოდა:)))

და პწიჩკა (იგივე თათა) ფორუმელიც არის როგორც ვიცი და ყველაფრით არის ჩართული ინტერნეტ სივრცეში:)))

nati kuda said...

ჰო, ახლა ამის დრო არაა, მაგრამ გამახსენდა მარი საიდან მეცნობა.. 20-ში ქორწილში ვიყავით ერთად

Katiee... said...

მეორე გოგონას ფოტო ანიას გადაღებულია.
ისე ვინმემ რომ ამხელ ისტორიებით გამომჭიმოს თავის ბლოგზე, ჰოლანდიაში წასვლას დავავწიყებ :D