არ ვიცი რატომ შემექმნა ასე უცბად რადიკალური შთაბეჭდილება, მაგრამ მგონია, რომ ქართველებს ეჭვი, ბოღმა, შური, მტრობა და უფრო კონკრეტულად ერთმანეთის ზურგსუკან მტრობა და პირში სიცილი დაგვღუპავს. არასდროს გვიყვარს აღიარება, მაგრამ ღალატიც არ ყოფილა ჩვენი ისტორიის განმავლობაში უცხო.
რამ მიბიძგა ამის დასაწერად? ახლა კურიერი ჩავრთე რამდენი ხნის პაუზის მერე და ეგრევე მეცა თვალში რომ ყველა თავისთვის ითხოვს ყველაფერს, ყველას თავისი აზრი აქვს და ყველა მართალია და მათთვის ყველა სხვა მცდარი.
ხან მგონია რომ ბევრი ბოროტება და აგრესია იმალება ჩვენი ღიმილის უკან. ზრდილობა ჩვენ არ გვიყვარს და წესრიგი. და არც საქმის წესრიგიანი კეთება.
9 აპრილი? რას ვითხოვთ? პრინციპში ვიცით რას ვითხოვთ: უკეთესს, იდეალურ შემთხვევაში - კარგს. მაგრამ ვისგან ვითხოვთ, რისგან ვითხოვთ, რანაირად გვინდა? ანუ ისევ პირველ კითხვას ვუბრუნდები: რას ვითხოვთ კონკრეტულად?
ეეეჰ, არაფერი გვეშველება. ნეტა შეგვეძლოს ყველამ საკუთარი საქმე ვაკეთოდ კარგად...
4 comments:
იცი კიდე რა გვღუპავს? ჩვენი საქმის კეთების სხვისთვის გადაბარების მანია, ანუ უკეთ რომ ვთქვათ ჩვენს მიერ აღებული ვალდებულებების ალტერნატიული შემსრულებლებისთვის დაქვემდებარება, ”ალტერნატიულად” შესრულება, ან ჯასთ დაკიდება. სად? დამოკიდებულია მდიდარ წარმოსახვასა და ფართო არჩევანზე.
(აუ რა გამწარებული დედაბერივით დავაკომენტარე :დ)
როგორი მწარე პოსტიც იყო ისე მწარედ დააკომენტე:)))
რა იყო, ფეისბუქზე ჩემი სტატუსი ხომ არ ნახე თავისი დისკუსიით :D ზუსტად იგივე თემაზე ვწერდი გამწარებული, სახლში ფრონტის მერე.
არა რა შენი სტატუსი, კურიერი თქო, კურიერი:)
Post a Comment