Thursday, March 26, 2009

A notion of relatively empty fullness


ამ თვის ორი ფრაზა მახსოვს, ერთი ჩემი და მეორე სხვისი.

სხვისი: „ურთიერთობაში იმდენ წრეს ვარტყამ სანამ თავბრუ არ დამეხვევა ხოლმე“.

ჩემი: „ზოგადად ყველაფერი მალე მბეზრდება... ისე, მგონი, მალ-მალე იმიტომ ვიცვლები რომ ჩემი თავიც არ მომბეზრდეს.“

ჩემი ბლოგი თვეზე ცოტა მეტში ერთი წლის ხდება. ჰოდა, დასანანია და მომბეზრდა. ძალიან მომბეზრდა, ვალდებულებად გადამექცა. თან დავხურე, დავკეტე, გავასაიდუმლოვე. რა შევცვალო ეხლა მე ამ ბლოგში რომ მობეზრებამ გამიაროს? არაფერი. არც მე მინდა იმდენი წრე ვურტყა ბლოგს სანამ თავბრუ დამეხვევა.

პრინციპში, არ მეტყობა, მაგრამ დღეს კარგ ხასიათზე ვარ. (სულ ასე არ ვარ? გიჟი ვარ, გიჟი).

2 comments:

Lalena said...

ისა თემფლეითი, რომ შეცვალო? (wasntme)
მე მიშველა :)

jaco said...

უი, მეზარება სალი:) თან ძალიან:P ისედაც იშვიათად შემოვდივარ აქ და თან რაღაცეები ვცვალო... მაგდენ დროს ვერ ვუთმობ :bastard: