Tuesday, September 30, 2008

From University to home

ჩშშშშშშშ!

(სურათზე მარჯვენა მე ვარ:D)
არავის უთხრათ! საერთოდ არავის! ხუთშაბათს ჩვენი რვიანის, ანუ "eight is great"-ის ღრეობა იმართება! ოღონდ მხოლოდ კაცები! რვა საათზე, ხუთშაბათს, კაცები რვიანიდან მაგრად დავთვრებით! ძირს ქალები! (ეს ერთი დღე მხოლოდ)
არ იქნება ოლა, არ იქნება სარა, არ იქნება ტერეზა, არ იქნება ვალერია, არ იქნება ინეზი, არ იქნება ლიზა, არ იქნება ბრიგიტა... არც ერთი ქალი არ იქნება ხუთშაბათს!
მაგრამ ჩუუუ! ეს საიდუმლოა! გოგოებს არ ვაგებინებთ და პატარა სამაგიეროს ვუხდით (თუმცა მსგავსი მათ არ უკადრებით).
წავიდა ევროპული "გამოშითფეისებაა!". სურათებს იხილავთ ალბათ პარასკევს ჩემს მეორე ბლოგზე, ოღონდ ისეთი სათაურით, რომ ვითომ ადრე მოხდა ეს ამბავი (თარიღს სხვას დავწერ) და ვითომ არ გვინდა რომ გოგოები მიხვდნენ რომ მაგათ გარეშე გამოვძეხით!
პირველი მხოლოდ მამაკაცური სასმელარეულობა ჰოლანდიაში!
იხილეთ მალე ჩემს მეორე ბლოგზედ!
p.s. ამ პოსტზე ინგლისური კომენტარები არ მიიღება!!!:D

Friday, September 26, 2008

being ქართველი



ხედავთ ხომ ამდენ ველოსიპედს? ისიც ხომ შეამჩნიეთ, რომ ერთი ცალი ყველასგან განცალკევებით არის, კარებზე მიბმული. აბა ამას ვინ გააკეთებდა თუ არა ქართველი? ჰოდა, ვინ არის ერთადერთი ქართველი ამ საყვარელ ქალაქში? რა თქმა უნდა მეეე.

საერთოდ არ მიყვარს უწესრიგობა და საქართველოში ასეთ რამეს არ გავაკეთებდი (არადა საქართველოში ვერც გავაკეთებდი, სხვა მომასწრებდა), მაგრამ აქ ასე ვაყენებ ხოლმე ჩემს ველოსიპედს სპორტდარბაზის "ველო-სტაიანკაზე".

რატომ? იმიტომ რომ ბევრი სხვა მიზეზის გარდა, ძალიან მოსახერხებელია. შემოდიხარ, იქვე აყენებ (იცი სად გყავს და აღარ ეძებ ვარჯიშის მერე, არც სხვა ველოსიპედი გიდგას გვერდით, რომ გამოყვანაში ხელი შეგიშალოს, ცარიელ ადგილს არ ეძებ დაყენებისას იცი რომ შენი ადგილი თავისუფალია, ქვეყანა რომ დაიქცეს და დაკეტვა მოუნდეთ "სტაიანკის", ვერ დაკეტავენ, იმიტომ რომ შენი ველოსიპედია კარებზე მიბმული და ბოლოს, არავინ მოიპარავს, იმიტომ რომ შენი ველოსიპედის წაღებისთვის მთლიანი კარების ჩამოღებას არავინ დაიწყებს და თან გამოსასვლელთან არის და უფრო ხილვადია) და საკმაო დროსაც იგებ...

მაპატიეთ, ქართველი ვარ...

Monday, September 22, 2008

Davide Vieni movie

Video: Miro, Konrad
Music: Miro
Acting: Eight is great

Saturday, September 20, 2008

Thursday, September 18, 2008

Postola


Oto jedyna i niepowtarzalna notka w języku polskim na blogu gruzińskim:
Miro poprosił mnie, bym coś od siebie dodała. Zdaje mi się, że to w zamian za to, że nie umieszcza moich zdjęć na swoim drugim blogu. Najwyraźniej bardzo potrzebuje polskich akcentów na swoich stronach (z czego oczywiście bardzo się cieszę). Tak naprawdę, to Miro jest świetnym człowiekiem, czasem myślę, że mógłby być moim starszym bratem. No, ale przecież nie będę o nim pisać, bo wszyscy go znacie, więc ode mnie niczego nowego się nie dowiecie (chyba, że przeszedł nieoczekiwaną transformację spowodowaną nadmierną ilością stroopwafli, interesujących obiadów przygotowanych przez niego samego, a złożonych głównie z chleba tostowego; gry w rugby i przebywania z 8 is gr8).
Do tej pory nauczyłam się paru sformułowań w języku gruzińskim i muszę przyznać, że najbardziej podoba mi się wasze 'dziękuję' ('didi madloba' jakby ktoś zapomniał). Znam też 'na zdrowie', ale nie mam pojęcia jak to się pisze (po mojemu byłoby to 'gaumardżios'). Umiałam też powiedzieć coś o żabie, która siedzi w wodzie i rechocze, ale już zapomniałam. Jedno jest pewne - wymowa gruzińska jest znacznie trudniejsza od polskiej. Obiecuję nauczyć się czegoś więcej! A myślałam, że to polski jest najtrudniejszy dla obcokrajowców...
Na koniec (bo przecież ile można czytać jakieś cudze znaczki), dodam tylko, że to zaszczyt dla mnie, aby napisać coś dla Miro i robię to z wielką przyjemnością. Pozdrawiam wszystkich czytelników (zwłaszcza Utvino, bo zawsze dużo komentuje, a nasz kochany Miro wszystko tłumaczy) i żegnam dziecięcym: "cześć czołem, kluski z rosołem!".
AnonymousOla

Wednesday, September 17, 2008

მხეცები


ეგეც შენი რაგბი! გახეთქილი ტუჩი, დაწითლებული ხელები და დასინიაკებული ფეხები... მაგრამ კარგად ვარ! არაფერს ვუჩივი, წვრილმანია ყველაფერი! გუნდი? ჰმ! ორი საათი ერთ ტემპში ივარჯიშე: დარბიხარ, უცბად დაიყვირებს ტრენერი: 10 push ups! გააკეთებ - run!

თამაშობ: Look where you through the ball Miro! მიყვირის ისევ! ვერ გავაგებინე კაცო ამ ტრენერს, რომ 6 წელი კალათბურთს ვთამაშობდი და ყოველთვის საწინააღმდეგო მიმართულებით ვიყურები ვიდრე პასს ვიძლევი. ხრიკიც იმაშია, რომ გრძნობ შენს თანაგუნდელებს მოედანზე და ისე იძლევი პასს რომ არც იყურები, ასე უფრო ლამაზია და ასე უფრო დამაბნეველია, მაგრამ როგორც ჩანს ეს არ ჭრის რაგბიში. თუმცა იმაში შევცდი, რომ ჰოლანდიელები სამყაროსგან გარიყული და უყურადღებო ხალხი მეგონა. ძალიან მეგობრულები არიან. ყველა მოდის, გაგეცნობა და მოედანზეც გამხნევებს, რადგაც იცის, რომ ახალი ხარ და გუნდს უნდა შეეწყო - თან ერთადერთი უცხოელი აღმოვჩნდი ამდენ ჰოლანდიელს შორის - არც ფერნანდო მოვიდა და არც სტივი...

საბოლოო ჯამში კმაყოფილი ვარ! მეტს ვერც მოვითხოვ ჩემი თავისგან პირველ ვარჯიშზე... ზეგ ვნახოთ.


მთელი დღე ვმეცადინეობდი, მერე რაგბი, მერე სახლი და მერე ღამის 12 საათზე წავედი ყოველკვირეულ „ფართიზე პიკენ პაბში“, მერე სახლი და ძილი...
ეხლა სადღაც დილის 8 საათია და სადღაც 40 წუთში ლექცია მაქვს. მეძინება საშინლად, ყავა მიცივდება და განადგურებული ვარ. ლექციაზე წავალ, მოვალ, ცოტას დავიძინებ ალბათ და მერე ტრენაჟორები, ხვალ ისევ რაგბი და

Tuesday, September 16, 2008

ყველა მივაძინე პოსტი




აი როგორ გინდა ეს საღეჭი რეზინი ჯიბეში მოათავსო? არადა სხვაგან სად წაიღებ? ისედაც, საღეჭი რეზინის შემნახველი ადგილი ხომ ყოველთვის ჯიბე იყო მამაკაცისთვის და ქალისთვის ჩანთა. ეს კიდევ მხოლოდ ჩანთაში თუ მოთავსდება და ესე იგი ქალმა უნდა ატაროს და ესე იგი ქალის საღეჭ რეზინს ვღეჭავ მეე?

საწყალი ჩემი ჯიბეები და უფრო საწყალი ჩემი პასპორტი, რომელიც რამდენიმე თვის წინ ავიღე და ახალია იდეაში (ერთადერთი ვიზით ჯერჯერობით) მაგრამ ახლის კი არაფერი უგავს და მარტო სამი ასოღა ეტყობა ზედ ჩემი ქვეყნის დასახელებიდან და ესე იგი მე გიადან ვარ და არა გეორგიადან (შესაბამისად ჯორჯია). გაიცრიც-გაიღუნ-გაუბედურდა ჩემი პასპორტი ჯიბეში დებით. არადა სახლშიც ვერ დატოვებ, თან უნდა ატარო, რომ შეგამოწმონ?..

არა მაინც საღეჭ რეზინს უნდა მივუბრუნდე, რომელიც მარიმ სკაიპის ერთ-ერთ სმაილიკს მიამსგავსა რატომღაც? ნეტა რატომ არ იცით?

(smirk)

Sunday, September 14, 2008

Nijmegen me honey!

Who's scent it is? Am I tired or are you the one called weather? It's raining again. It'll be raining till It will start to snow and it'll be raining again between and after snow and before snow as it has been raining for centuries here.
Who's gonna push the button to let us smile when we see a green light on the traffic light and move our bikes to the wet road waiting someone to look at you with a strict face, like it is your fault that it has been raining whole day.
Who will show us when we are right and when we are wrong though we feel that they are wrong while they are behaving right.
Why I write in a negative way about the thing I feel positive? Why I like being here? Why are you me with you wishing me not to think about you which is me and why it is clear to me and sounds strange to you?
I don't care! Silly post!

Friday, September 12, 2008

რატომ უნდა დავიძინო 2 საათზე?!


მარტო ცხოვრების უარყოფითი მხარე იცი რა არის? აი დაღლილი მოდიხარ სახლში, სავარაუდოდ ვარჯიშიდან (ჩემს შემთხვევაში რაგბიდან) და ძალიან გშია. უცბად კვერცხს შეწვავ და რაც მზა საჭმელები გაქვს თეფშზე მიაყრ-მოაყრი და ერთი მაგრად ჩაიყრი და კმაყოფილი სახე გაქვს, ბედნიერი. ახლა უფრო დაღლილად გრძნობ თავს და სასწაულად გეძინება, მაგრამ...

1. მაგიდა უნდა აალაგო; 2. ჭურჭელი უნდა გარეცხო; 3. თავი უნდა გადაიპარსო (წვერთან ერთად) თორემ ხვალ უკვე შენი ბრიტვა ვეღარ დაგეხმარება ოთხი დღის თმის და წვერის გაპარსვაში; 4. სპორტულები უნდა გარეცხო, არადა შენ ჩანთაც კი არ ამოგილაგებია და ასე ოფლიან ტანსაცმელს მეორე დღემდე ვერ შეინახავ: მაისური, შორტი, ნასკი, მაჯსაკეთი (მაჯაზე რომ გიკეთია და ოფლს რომ იწმენდ), პირსახოცი...


და ამ დროს შენ რას შვები? მიდიხარ საწოლთან და...


მკაცრი ტონით ეუბნები: მე შენზე ძლიერი ვარ და ყველაფერს პუნქტებად ასრულებ, თუმცა სარეცხის მანქანასთან რომ მიდიხარ ხედავ რომ ლუსიმ დაგასწრო თავისი (ასევე რაგბის თამაშით) გაოფლილი სპორტულების რეცხვის დაწყება და ელოდები...


სულ აღარ გეძინება! მალე ორი საათი შესრულდება და შენი სარეცხიც მზად არის: შემოიტან ოთახში, გაფენ და ეგაა...


ლოგინისკეეენ!


ორის თხუთმეტი წუთია ჯერ:(

Thursday, September 11, 2008

I AM IN THE TEAM!!!


მწვრთნელმა მითხრა სამშაბათს მოდიო. ეს კიდევ იმას ნიშნავს, რომ მე მეორე გუნდთან ერთად ვივარჯიშებ, რომელიც მესამე დივიზიონში თამაშობს უნივერსიტეტის ლიგის. ანუ ეს იმასაც ნიშნავს, რომ მე ამათთან აღარ ვითამაშებ, რადგან მწვრთნელის თქმით კლასში აშკარა სხვაობაა. ეს მაშინ, როცა რაგბის ბურთი სულ ოთხჯერ მაქვს ხელში დაჭერილი და აქედან სამჯერ აქ, ჰოლანდიაში. ეს მარტო მე არ მეხებოდა. სამს გვითხრა: მე, სტივს (ავსტრალიელი) და ფერნანდოს (ესპანელი). თუმცა ალბათ ჯეისონიც (ამერიკელი) შემოგვიერთდება თუ გაქაჩავს და უცხოელი სტუდენტები კარგად მოვერგებით ჰოლანდიელების გუნდს.
გუნდში ვარ გუნდში!!! მართალია მეორე გუნდში, მაგრამ ესეც ხომ სასწაულია? ალბათ ის მეხმარება, რომ ბევრისგან განსხვავებით წესები ვიცი და ოფსაიდს და წინ პასს გავკივივარ ხშირად.
ვნახოთ აბა თუ დამიტოვებენ გუნდში და უკან თუ არ დამაბრუნეს კურსებზე, დამწყებებისთვის.

Tuesday, September 9, 2008

ბოდიში ბლოგერებს, მეგობრებს

ველომანია
(უნივერსიტეტის ერთ-ერთი შენობის ველოსიპედების უსასრულო სადგომი)

ველო-სეირნობა ან ველო-სიყვარული




ეხლა 5 საათი დაიწყო თქვენთან, თბილ თბილისში. მე 10 წუთია რაც კითხვას მოვრჩი, ეგრეთ წოდებულ სწავლას, თუ მცდელობას. რთულია! და ამას მოველოდი, თუმცა როგორც ერთმა ჩემმა ჩვენებურმა მეგობარმა დღეს მითხრა, ქართველი არ ხარ, რამეს მოახერხებო.

და იმის თქმა მინდოდა, რომ სამწუხაროდ აღარ მაქვს დრო გავეცნო ჩემთვის საინტერესო ბლოგებს, ან თუ ვეცნობი, იშვიათად მრჩება დრო რომ ჩემი კომენტარი დავტოვო. გთხოვთ მაპატიოთ! წერის დროც არ მაქვს...

Friday, September 5, 2008

MEFE?



ჩემი მეგობრების ნამაიმუნებია

აბა ვის მამსგავსებთ?

Thursday, September 4, 2008

საინტერესო პოსტია! დავიგინო?

ვარჯიშიდან მოვდივარ (რა თქმა უნდა ველოსიპედით) და ვიღაც კაცი მორბის (ალბათ ვარჯიშობს) და გაოგნებული სახით ხმამაღლა მეუბნება (მიყვირის): „FონდოხუალებოხენგუღათეFებუღო ქონთღოლე!“ და მეც ინერციით გავჩერდი. კაცმა „წყნარად“ გარიბინა და მე რა თქმა უნდა მისი ფრაზიდან მარტო ბოლო სიტყვა გავიგე. მერე ასევე ინერციით აქეთ-იქით მივიხედ-მოვიხედე, „პროწივზე“ ხომ არ მივდივარ მეთქი (აქ როგორც მანქანის ტრასებს აქვს მიმართულება, ასევე ველოსიპედებსაც თავისი ზოლი აქვთ გზის ორივე მხარეს და წესით „პროწივზე„ არ უნდა იარო, ყოველ შემთხვევაში ჩემსავით ხშირად მაინც). ყველაფერი კარგად იყო და უცბად დამარტყა! შუქები! და წინა და უკანა ფარები ჩავრთე! ანუ უშუქოდ სიარული აქ აკრძალულია!
გავაგრძელე გზა და ორი გოგო მიდის ფეხით და ველოსიპედები ხელით მიაქვთ. წინა გოგო მომიტრიალდა და მეუბნება: „FონდოხუალებოხენგუღათეFებუღო ქონთღოლე!“
მე: I'm sorry, I speak only English!
ის: Ah ok, the police is checking if the bikes have lights (თვითონ არ ჰქონდა და იმიტომ მიათრევდა ველოსიპედს ფეხით)
მე: But I have ones!
ის: Oh, sorry, I haven't seen them! (ისეთი ბანძი ბატარეები მიყენია მე ძლივს ვხედავ ფარებს რომ ვუკვირდები)
მე: Ok, thank U

არადა იცი რა ძვირია ეს ფარები? თან წინაც უნდა გეყენოს და უკანაც, თორემ პოლიცია დაგაჯარიმებს. პირველი დღეები არ მქონდა და ბედი მაქვს რომ არსად გადვყრივარ.

მოკლედ ესეც შენი ევროპა!

ვოუ, ვოუ, ვოუ! რა დროს ევროპაა! რაგბის ვარჯიშზე არ უნდა მომეყოლა?
ჩემი სართულის მეზობელიც (ანუ ის ადამიანი ვისთანაც ვიყოფ მაცივარს, სამზარეულოს და სარეცხ მანქანას) დადის თურმე რაგბიზე, მაგრამ საინტერესო ის არის, რომ ის გოგოა, დიახ გოგო და რამ გააგიჟა არ ვიცი, თან როკერობს და თან ჩემს გვერდით აქვს ოთახი და თან წინასწარ მომიბოდიშა თუ მუსიკა ხელს შეგიშლისო. მე მაგარი მკიდია, იმიტომ რომ არანაკლებ დავაყრუებ ჩემი მუსიკით და როკი მეც საკმაოდ მიყვარს (და არც როკერების საწინააღმდეგო მაქვს არაფერი). მოკლედ ამ სართულზე ექვსნი ვართ (ანუ ვინც ზემოხსენებულ კომფორტით ერთობლივად ვსარგებლობთ). ორი ბიჭი და ოთხი გოგო. აქედან ორი გოგო დაკავებულია და დანარჩენი ორი არ უქნია ღმერთს (ეს ყველაფერი რა თქმა უნდა ბიჭმა მეზობელმა მაცნობა). ჯერ სამ მეზობელს ვიცნობ მარტო და დარჩენილ მეზობლებსაც (ორ გოგოს) მალე გავიცნობ (თუნდაც ამ პოსტის დაწერის შემდეგ, რაგდან ხმები მესმის სამზარეულოდან და მეც მშია ცოტა არ იყოს). ყველა ჩემი მეზობელი რა თქმა უნდა აქაურია, ჰოლანდიელი, მაგრამ ეს ბიჭი კაი ტიპი ჩანს და ვიცი, რომ დავუმეგობრდები. თუმცა ვერც ერთი მეზობლის სახელი ვერ დავიმახსოვრე ჯერ.

ოოოო! რაგბი მეთქი და არა მეზობლები!
ვარჯიშმა კარგად ჩაიარა და გამოცდილ მოთამაშეებთან ერთად ვივარჯიშეთ, რომლებიც წესებს გვიხსნიდნენ. ტრენერი ქალი გვყავს! ვაი მის ქალობას! ან კიდე ეს ამდენი გოგო (ჩემი მეზობლის ჩათვლით) რამ გააგიჟა რაგბი რომ აირჩია, ეთამაშათ ტენისი, ფრენბურთი, ან თუნდაც ფეხბურთი.
თამაშამდე რომ მივიდა საქმე, ბიჭები და გოგოები ცალკე ვთამაშობდით. თუმცა მე სულ უკან ვრჩებოდი თამაშის დროს და იქიდან ამომქონდა ბურთი, იმიტომ რომ დეგენერატულად ვთამაშობდით! წინ პასიც შეიძლებოდა და ვიღაც სულელი რომ გამოქცეულიყო და ვიღაცას წინ გადმოეგდო პასი, ადგებოდა ესეც და დადებდა ლელოს! ჯერ პირველი ვარჯიშიაო და წესებზე თავს არ მოვიკლავთო: არც ოფსაიდი, არც დერეფანი, არც შერკინება (გარდასახვა-არეკნი-ჯარიმაზე ხომ არც მაქვს საუბარი), ერთადერთი, ბურთის ჩახურვა არ შეგეძლო. დებილებივით დავრბოდით... თუმცა, არ მინდა ვიამაყო, მაგრამ ჩემი შეჩერება გამოცდილებსაც უჭირდათ (მაინც ვიმარიაჟე!). პასის მიცემის მაგივრად „მანიოვრს“ ვაკეთები და წინ მივდიოდი, ხან მარცხნიდან, ხან მარჯვნიდან.
ამ მანიოვრმა მიყო რაც მიყო. პირველად იყო მგონი, რომ ჩვეულებრივ სიტუაციაში თავი აღარ მოვიკალი და უკეთეს პოზიციაში მდგარ ჯეისონს პასი მივეცი და ბრახ!
ანუ, ერთმა ჰოლანდიელმა ტიპმა, მიყურა-მიყურა, შეატყო, რომ პასებს არ ვიძლეოდი და ადვილად ვიგერიებდი მოწინააღმდეგეს და გაიფიქრა, ეხლა ამას ვუჩვენებ სეირსო! თან ალბათ გუნდის მოთამაშე იყო, იმიტომ რომ ისეთი „ზახვატი“ გამიკეთა, არაფერი მტკენია, პროსტა ძირს დამაგდო, „აკურატნა“, თუმცა ძლიერად! მისდა სამწუხაროდ, პასის მიცემა უკვე მოვასწარი. თამაშის ბოლოს მადლობა გადავუხადე კარგი თამაშისთვის. მაინც კარგია, რომ გამოცდილ მოთამაშეებს შეუძვრები, ცოტა პადლიზობაც საჭიროა. თვითონაც, საღოლ ძმაო მაგარი ითამაშეო.
ტრავმა? კიიი, ერთი პატარა ტრავმა მივიღე! ცუდად დავეცი და ხელი ვიღრძე ცოტათი. ეხლა არაფერი, მაგრამ ვიცი ხვალ შემაწუხებს. მაგრამ არაუშავს! ჩემი ძმაკაცი გერმანიაში რომ წავიდა სასწავლებლად, ჩემი არ იყოს ისიც რაგბის გუნდში ჩაეწერა (და ფეხბურთისაშიც) და მგონი ერთ-ერთ პირველ ვარჯიშზე ფეხი მოიტეხა. ამას რომ დედაჩემი კითხულობდეს, ალბათ ვიზაზე დაიწყებდა ჩალიჩს, რომ ჩამოსულიყო და რაგბის ბაზა დაეხურა. აბა იცის, რომ იქიდან მე ვერაფერს შემაგნებინებს და რა ქნას, ნერვიულობს: შვილო, 6 წელი კალათბურთელი იყავი და რაგბისტობს რამ გადაგაწყვეტინაო!

მორჩა ვარჯიში და რა თქმა უნდა ჩვენი ტრენერი ისევ ჰოლანდიურად გვიხსნიდა რაღაცეებს, რაც მე, ჯეისონს და კიდევ რამდენიმე არააქაურს არ გვესმოდა და სხვა ბიჭებს ვათარგმნინებდით. ხოოო! კიდე ერთი! ჩემმა ტრენერმა რატომღაც გადაწყვიტა, რომ მე ფრანგი ვიყავი და მე ცალკე ფრანგულად მიხსნიდა. ნეტა რატომ?
ჰოდა, მხარზე დატყაპუნებები, მადლობა და კარგი ვარჯიში იყო, შენ საღოლ და არა შენ საღოლ და პირველად თამაშობ? და თითქმის პირველად, მაგრამ ჩემს ქვეყანაში რაგბი საკმაოდ პოპულარულია (ვინც არ იცის, რეიტინგით მე-14 ვართ მსოფლიოში და ჰოლანდია 48-ე) და სადიან ხარ და საქართველოდან და ხოო, კარგი გუნდი გყავთ და თურმე უფასო ცივი წყალია და დავლიდე და ლუდი? ხოო, ლუდი! ერთი ტიპი (გუნდის წევრი ალბათ) მაწვდის ლუდს, არ გინდა ძმაოო? რა თქმა უნდა გამოვართვი და ენერგიისთვის არის მეთქი ხო რა თქმა უნდა? ხოო, ენერგიისთვისო და მეც დავლიე და როგორც ჩანს უფასო იყო.
არა, თქვენ ალბათ ვერ ამუღამებთ ალბათ! ჰოლანდია, ევროპა, უნივერსიტეტის სპორტული ცენტრი, სადაც წელიწადში ამ ცენტრის საწევროს იხდი, რაც იმაზე ნაკლებია, რაც რაგბის ყოველ ვარჯიშზე რომ ლუდით გაგიმასპინძლდნენ და თან პირველი მისულიხარ, თან ჰოლანდიელი არ ხარ (ამას ხაზგასმით ვამბობ, იმიტომ რომ უცხოელები ჰოლანდიელებს, რბილად რომ ვთქვათ ჰკიდიათ და ამიტომაც მყავს ბევრი უცხოელი მეგობარი და ამიტომაც შევედი რაგბიზე, რომ ჩემი არაჰოლანდიელი მეგობრები შედიოდნენ და ამიტომაც ვდგავართ ყველა არაჰოლანდიელი ერთმანეთის გვერდზე - განა რამე პრობლემაა, უბრალოდ არ გეკონტაქტებიან მაინცდამაინც), თან არც იცნობ ადამიანს და უცბად - ლუდი!
იცი რისი ბრალია? რაგბის! რაგბი მართლა სხვანაირი სპორტია და რაგბის მართლა სხვანაირი ხალხი თამაშობს! ეს ყველას ემჩნეოდა (ანუ გუნდის წევრებს). მერე ლუდი რომ გამოვართვი, ამ ტიპმა, ეხლა დუშს რომ მივიღებთ, გამოვიცვლით, ზემოთ უნივერსიტეტის ბარში ვიკრიბებით და ყველანი ერთად მივდივართ რაღაც პაბშიო (ერთი ადგილი აქვთ ამ რაგბისტებს, სადაც ხშირად იკრიბებიან და ერთობიან, ამათ საიტზეც მქონდა ეგ ადრე წაკითხული) და წამოდი შენც თუ გინდაო. კარგი, რა თქმა უნდა მეთქი...
გასახდელში ვიღაც ტიპს ვკითხე და ეგენი არ ვიცი სად მიდიანო, მგონი ჩვენთვის პირველ წლიანებისთვის არ არის ეგო და მე სახლში უნდა წავიდეო. მერე მეც რომ დავფიქრდი, ასე შეტენვა არ მინდოდა პირველ ვარჯიშზე და წამოვედი სახლში. მეორე ვარჯიშიდან, პაბშიც წავალ რა თქმა უნდა და უკეთ გავიცნობ „ასნავნოი სასტავს“:)))
ტეხავს, რომ მარტო კვირაში ერთხელ არის...

პ.ს. დღეს სარეცხი მანქანის ხმარება ვისწავლეე! ბავშვებს ვთხოვე და ამოვიდნენ (სარა და ოლა) და დამეხმარნენ, მე კიდე კარტოფილი შევუწვი და ვაცეცხლე!:)
მორჩა! დავამუღამე სარეცხი მანქანა!

Lent

ცოტა ხანში სარა და ოლა მოვლენ! რა მაგარია! არ მომიწევს სარეცხ მანქანასთან წვალებააა! ჯერ იშოპინგებენ გოგჩოურად, ევროპულად და მერე ამოვლენ და სარეცხს დამირეცხავეეენ! მეც ვისწავლი სარეცხ მანქანასთან მოპყრობას და აღარ შევაწუხებ არავის. ყავა-სარა; კოკაკოლა-ოლა; ასე გაიყვეს სასმელი; ნამცხვარი ორივეს... თან სარას ცოტა ჰოლანდიური ესმის და არ გაუჭირდება სარეცხ მანქანაზე ჰოლანდიური წარწერების გარჩევა...


რაზე გავჩერდი? ანიტამ მომწერა, სლოვაკი გოგოა ერთი და სულ კარგი ინფორმაციები აქვს ხოლმე. ეხლა მითხრა შაბათს რაღაც სამბა ფესტივალის პონტია და ჩვენები წავალთ ალბათ ყველანიო და შენებსაც უთხარი და წამოდიო.


დღეს არ იცით რა ხდება? „პიჟამა ფართია“! და ვისი იდეაა? რა თქმა უნდა ესპანელების (რომლებიც აქ ძალიან ბევრნი არიან!) ხალხი საღამოს 8 საათზე იკრიბება ლენთში (ლენთი ჩემი ქალაქის მოსაზღვრე სოფელია და ქვემოთ მოგიყვებით ლენთზე) და ყველას პიჟამა უნდა ეცვას, დალევენ, ბარბექიუს მოაწყობენ და მერე აპირებენ ასე პიჟამოებში (დაახლოებით ასი სტუდენტი) ქალაქის ცენტრში წასვლას, ხალხის გაოცებას. მერე, როგორც მე ვიცი ერთობლივად უნდა დაწვნენ და დაიძინონ დემონსტრაციულად თუ რაღაც ეგეთი.

მე ვერ მივდივარ, იმიტომ რომ დღეს რაგბის პირველი ვარჯიში მაქვს მაგ დროს და ვარჯიშის დროს არ მგონია მაგათი თავი მქონდეს, თუმცა სურათებს ვნახავ მერე...


Lent! - ლენთი ის ადგილია სადაც ჩემი მეგობრების უმრავლესობა ცხოვრობს. სოფელია პატარა როგორცვე გაცდები ნაიმეგენს (ქალაქს სადაც მე ვცხოვრობ და ვსწავლობ). ქალაქს გაცდები თუ არა დიდი ხიდი უნდა გადაიარო, დიიიდიიი და მერე ლენთში შედიხარ და მართალი გითხრათ ლენთსაც უნდა გასცდე და 20-30 მეტრში მარჯვნივ რომ ჩაუხვევ უცხოელ (არაჰოლანდიელ) სტუდენტთა დიდი საცხოვრებელი ბანაკია და იქ ცხოვრობს ბევრი ჩემი მეგობარი და ხომ წარმოგიდგენიათ რამდენჯერ მიწევს იქ წასვლა და მერე უკან სახლში ნასვამს დაბრუნება? ველოსიპედით ნახევარი საათია ჩემი სახლიდან (ცენტრში ვცხოვრობ მაინც) და ერთი მომენტი ძალიან მეწყინა მეც იქ რომ არ შემხვდა ბინა, მაგრამ ეხლა კმაყოფილი ვარ, იმიტომ რომ ჩემს სამეგობროში ყველაზე კარგი და ყველაფრით უზრუნველყოფილი ბინა (პლიუს ადგილმდებარეობა) მე მაქვს!


კარგი, დროა ხილი გავრეცხო:)