Tuesday, September 30, 2008

ჩშშშშშშშ!

(სურათზე მარჯვენა მე ვარ:D)
არავის უთხრათ! საერთოდ არავის! ხუთშაბათს ჩვენი რვიანის, ანუ "eight is great"-ის ღრეობა იმართება! ოღონდ მხოლოდ კაცები! რვა საათზე, ხუთშაბათს, კაცები რვიანიდან მაგრად დავთვრებით! ძირს ქალები! (ეს ერთი დღე მხოლოდ)
არ იქნება ოლა, არ იქნება სარა, არ იქნება ტერეზა, არ იქნება ვალერია, არ იქნება ინეზი, არ იქნება ლიზა, არ იქნება ბრიგიტა... არც ერთი ქალი არ იქნება ხუთშაბათს!
მაგრამ ჩუუუ! ეს საიდუმლოა! გოგოებს არ ვაგებინებთ და პატარა სამაგიეროს ვუხდით (თუმცა მსგავსი მათ არ უკადრებით).
წავიდა ევროპული "გამოშითფეისებაა!". სურათებს იხილავთ ალბათ პარასკევს ჩემს მეორე ბლოგზე, ოღონდ ისეთი სათაურით, რომ ვითომ ადრე მოხდა ეს ამბავი (თარიღს სხვას დავწერ) და ვითომ არ გვინდა რომ გოგოები მიხვდნენ რომ მაგათ გარეშე გამოვძეხით!
პირველი მხოლოდ მამაკაცური სასმელარეულობა ჰოლანდიაში!
იხილეთ მალე ჩემს მეორე ბლოგზედ!
p.s. ამ პოსტზე ინგლისური კომენტარები არ მიიღება!!!:D

11 comments:

Katiee... said...

აბა თქვენ იცით, ჩასკდით.
და გააოცე ეგენი ქართული სმის უნარით და გამძლეობით :D
ხო, ტუალეტში არ უნდა გახვიდე სუფრის ბოლომდე, ხო იცი :D:D:D

Dv0rsky said...

მოიცა:

8-იანიდან თუ არ იქნებიან ოლა, სარა, ტერეზა, ვალერია, ინეზი, ლიზა და ბრიგიტა (ანუ სულ 6 ქალი), გამოდის რომ 2 მამაკაცი ხართ დარჩენილი...

ხოოდა, 2 კაცის შეკრება და დალევა რა დიდი განსაკუთრებული ამბავია, ჰა? :)

;)

ინჯოი (ვინაიდან ინგლ. კომენტები არ მიიღება, დავწერე ქართული ასოებით)

m i r a m a x said...

აბა შენ იცი გისურვებთ კაი გართობას და გატყვრომას :))))

გოგოებს არაფერს არ ვეტყვი! :ნო:

nati kuda said...

ოოღრაში კაცები ჰოლანდიაში! : ))))

jaco said...

ეკუშ გეკადრება?!:D თუმცა სასმელი ოხრად გვაქვს 7 კაცს (მაქსიმუმ 8): ღვინო, ვოდკა, რაღაც 80 გრადუსიანი ჩამოვიტანეო შტეფანმა (ალბათ შტრო), სანგრიას მოამზადებს ალბათ სერხიო, მე მარტინი მიმაქვს და შეიძლება ლუდებიც გავაყოლო ხელთ, დანარჩენებს ლუდი ექნებათ წამოღებული და დევიდე სპაგეტის და პასტას მოაყრის ოხრად და რა ვიცი სხვა რამე იტალიურსაც მოამზადებს...

დვორსკ, რვიანი ჩვენი ჯგუფის რიგითი სახელია, თორემ წევრები დაახლოებით 25მდე ვართ (გოგოების საგრძნობი მეტობით), ანუ რიგირთ მერვე ჯგუფი ვართ (და ისე არაა როგორც იმ რვიანში:D) და სულ მგონი 12 ჯგუფია (უცხოელი სტუდენტების)

მირამაქს! ანუ მირო (ჩემი არ იყოს), დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის!;)

კუდა, ოოოოო, არ გვიცნობ შენ ჩვენ აქაურ კაცებს! ისეთები ვააააართ!:D

Tiko said...

აბა თქვენ იცით :)))))

ჰეფი დრინქინგ : ))))))))

jaco said...

Thnx Tiko;)

ally said...

ფოტო მომეწონა, ნუ იდეაც, მაგრამ ფოტოა საკაიფო :D და რაღაც კადრი მომაგონა, მგონი რონინიდან?! არა?! ნუთუ შევცდი?! :)))))))))
ნანახი არ მაქვს ოღონდ :))) მხოლოდ კადრებად და ეს ჩამრჩა

:)

მოკლედ, დარწმუნებული ვარ მაგარ დროს გაატარებთ ”ვიზ ორ ვიზაუთ გ(ირლ)ს :)))))))))))))))) ;)

Kate said...

დედააა...
გამოტყვრება ეხა ეს მანდ და გააპათოლოგებს...
ბიჭო, მაგისთვის გაგიშვი ასეთი წიწია ბავშვი მანდ...

jaco said...

არა ეს ფოტო რონინიდან არააა, ეს ჩვენ ვართ ბიჭები, ვინც ხვალ ვიკრიბებით: მე, სტეფანი, დავიდე, სერხიო, ვანი და კონრადი:))) რა ვიცი, შეიძლება წააგავს რონინს რაღაც მუხტით:D

ქეით, მე და გაპათოლოგება? ყველაზე საყვარელი მთვრალი ადამიანი ვარ რაც შეგიძლია წარმოიდგინო:p

Kate said...

რავიცი, რავიცი...
ბევრი არ დალიო.
და თავს მიხედე.