Tuesday, September 9, 2008

ბოდიში ბლოგერებს, მეგობრებს

ველომანია
(უნივერსიტეტის ერთ-ერთი შენობის ველოსიპედების უსასრულო სადგომი)

ველო-სეირნობა ან ველო-სიყვარული




ეხლა 5 საათი დაიწყო თქვენთან, თბილ თბილისში. მე 10 წუთია რაც კითხვას მოვრჩი, ეგრეთ წოდებულ სწავლას, თუ მცდელობას. რთულია! და ამას მოველოდი, თუმცა როგორც ერთმა ჩემმა ჩვენებურმა მეგობარმა დღეს მითხრა, ქართველი არ ხარ, რამეს მოახერხებო.

და იმის თქმა მინდოდა, რომ სამწუხაროდ აღარ მაქვს დრო გავეცნო ჩემთვის საინტერესო ბლოგებს, ან თუ ვეცნობი, იშვიათად მრჩება დრო რომ ჩემი კომენტარი დავტოვო. გთხოვთ მაპატიოთ! წერის დროც არ მაქვს...

14 comments:

ally said...

ქართველი ხარ და როგორმე მაგასაც მოახერხებ ;) :) დროთა განმავლობაში შეათავსებ ყველაფერს

Tiko said...

იმიტომაა გუშინ ეკო რო არ გამოჩენილა არსად :( ისიც მეცადინეობდა ალბათ...

გაუძელი, გაუძელი ! :)

jaco said...

ცის, რა თქმა უნდა ეგრე იქნება, მივეჩვევი, დავამუღამებ და შენ მეორე სემესტრიდან მნახე რა ვიქნები:D

თიკო, სასწავლი ეკოსაც ნამდვილად ბევრი ექნება, სანამ ამ პოსტს დავწერდი ვეკუას ვეკაპარაკე სკაიპით და ის უფრო შარშია, სკაიპიში ეწერა, ბაწარი არ გაქვთო? თავის ჩამოხრჩობაზე ფიქრობს კაცი, იმდენი აქვს სასწავლი... მოკლედ ასე ვწვალობთ ჰოლანდიაში უკეთესი მომავლისთვის... ის კი არა, დღეს სარამ დაგვპატიჟა ბავშვები ბლინებზე თავისთან და მე უარი ვუთხარი სამწუხაროდ:( ეხლა უნდა წავიდე წიგნი ვიყიდო და რომ მოვალ ჩავუჯდები, ვიმეცადინებ ხვალინდელი ლექციისთვის, თუმცა საღამოს ბავშვებს მაინც ვნახავ, პაბში მიდიან, უფრო სწორად მოდიან, იმიტომ რომ ჩემთან ახლოა ეს პაბი და მეცადინეობას რომ მოვრჩები შევუერთდები:)))

Tiko said...

არაუშავს მირო, სამაგიეროდ რომ ჩამოხვალთ რა ხალხი იქნებით : )))) მანდ სწავლის გამო ხართ ბოლო ბოლო : )

nati kuda said...

რომელი რომლისაა როგორ არჩევთ?? Oo

AnnA said...

gauZeli, gauZeli :) Zalian sasiamovno sazogadoeba xarT Sekrebili, rogorc vxedav :) suraTebis blogic magaria. Sergios da Lisas Cemgan salami SeuTvale aucileblad :P (sxvebsac, mara maT gansakuTrebiT :-))

jaco said...

ხოო თიკო, არ ვნერვიულობ ბევრს, სწავლით რა თქმა უნდა ვისწავლით და განსწავლულები ჩამოვალთ:)

კუდა, აი ეგ კი ნამდვილად პრობლემაა! იცი რამდენი ხანი მიწევს ხოლმე ჩემი ველოსიპედის პოვნა? არასოდეს არ მახსოვს სად დავაყენე:) მინდოდა რომ მირო დავაწერო თქო, მაგრამ საღებავის ყიდვა ვერ მოვახერხე ჯერ:) თან ქართულად დავაწერ ალბათ:)

ანა, ნამდვილად სასიამოვნო საზოგადოება ვართ და მიხარია, რომ სურათების ბლოგსაც ადევნებ თვალს. ლისას და სერხიოს მოგიკითხავ. თუმცა მათ გარდა საკმაოდ ბევრი ესპანელია აქ! უბრალოდ ყველაზე ახლოს ამათთან ვარ:)

Katiee... said...

drosha miakari veliks, an kvavilebi :D ui kai gamaxsenda, mivakrav, chutkvavilas kvavilebi romaa xo ici, flowers for freedom :)))

p.s. scavlas rac sheexeba - jer sad xar :PPP

jaco said...

დროშა ოთახში მიკიდია და ველოსიპედისთვის ვერ გავწირავ:)))

Kate said...

აუ, მირ......
აუუუუუუუუუ, რამდენი ველიკაააააააა...
ეხა ვიტირებ....
აუუუუუუ...
მეც მინდაააა...

კიარადა ისა...
ჩემს მაგივრადაც იკატავე ხოლმე...
ბაღებში ან სკვერებში...
იყიდე ჩემი საყვარელი სასმელი ანუ Pepsi
იყიდე ჩემი საყვარელი შოკოლადი ანუ Bounty...
ჰაერი მოიმარაგე...
რომ მერე დაიმახსოვრო მაქაური ჰაერი...
შეხედე მზეს, ცას, ღამეს, ხეებს, ბალახს, ყველაფერს და ისეირნე...

ხოდა ეგ არაფერი.
მე ვიცი, რომ შენ ჩემს ბლოგს მაინც ადევნებ ხოლმე თვალყურს. :*

jaco said...

ძალიან საყვარელი ხარ ქეით! ეგრე ვიზამ რა თქმა უნდა:)))

(c) Anika said...

Wow.
ჰოლანდიაში წასულხარ.
კარგ პონტში ყოფილხარ.
მე კიდევ ეს ყველაფერი ეხლა გავიგე.
ძალიან გამეხარდა. გგულშემატკივრობ ყველაფერში.

კიდევ იცი რა?
სია მაქვს, 18 ოცნება - რაც უნდა გავაკეთო.
და მათ შორის შედის სწორედ ჰოლანდიის ბილიკებზე ველოსიპედით კატაობა.

jaco said...

სად დაიკარგე ანიკა? მეთქი შეეშვი ბლოგერობას თქო სუულ:) დიდება შენს გამოჩენას;) და წარმატებები 18-ვე ოცნებაში:)

Khatia said...

ვუერთდები ბოდიშს :))