Tuesday, September 16, 2008

ყველა მივაძინე პოსტი




აი როგორ გინდა ეს საღეჭი რეზინი ჯიბეში მოათავსო? არადა სხვაგან სად წაიღებ? ისედაც, საღეჭი რეზინის შემნახველი ადგილი ხომ ყოველთვის ჯიბე იყო მამაკაცისთვის და ქალისთვის ჩანთა. ეს კიდევ მხოლოდ ჩანთაში თუ მოთავსდება და ესე იგი ქალმა უნდა ატაროს და ესე იგი ქალის საღეჭ რეზინს ვღეჭავ მეე?

საწყალი ჩემი ჯიბეები და უფრო საწყალი ჩემი პასპორტი, რომელიც რამდენიმე თვის წინ ავიღე და ახალია იდეაში (ერთადერთი ვიზით ჯერჯერობით) მაგრამ ახლის კი არაფერი უგავს და მარტო სამი ასოღა ეტყობა ზედ ჩემი ქვეყნის დასახელებიდან და ესე იგი მე გიადან ვარ და არა გეორგიადან (შესაბამისად ჯორჯია). გაიცრიც-გაიღუნ-გაუბედურდა ჩემი პასპორტი ჯიბეში დებით. არადა სახლშიც ვერ დატოვებ, თან უნდა ატარო, რომ შეგამოწმონ?..

არა მაინც საღეჭ რეზინს უნდა მივუბრუნდე, რომელიც მარიმ სკაიპის ერთ-ერთ სმაილიკს მიამსგავსა რატომღაც? ნეტა რატომ არ იცით?

(smirk)

12 comments:

AnonimousOla said...

what the hell is that?! An enormous strip of chewing gums? Looks like the stock for the rest of your erasmus... ;)

jaco said...

This is a chewing-gum which I bought in Texel my dear:)

very much!:) But remember what we have decided about your name in comments?:)))

Katiee... said...

ნუ გადამრიე, პასპორტი რატომ დაგაქვს თან, ვინ უნდა შეგამოწმოს და რატომ ?:OOO პირველად გავიგე ეგეთი რამ.

საღეჭ რეზინს რაც შეეხება, მე უფრო გირჩევ გაევროპელდე და ჩანთით იარო, ტყავის სიმპოტიური ჩანთა იყიდე და გადაიკიდე :)) ჯაან შექშუალურია ;-)

ვგიჟდები ბიჭის ჩანთებზე, მე რომ ვატარო ნეტა არ შეიძლება? :D შენ თუ ქალის კევს ღეჭავ დიდი ამბავი რა, მე ბიჭის ჩანთით ვიარო :D

Tiko said...

ვეთანხმები ჩემს მაღლა დაწერილ პოსტს :)) ატარე ჩანთა და ამ პრობლემასაც მოაგვარებ :)))

მარი said...

დაჭერი მაკრატლით (^)__(^)

თუ ჩანთის ტარება არ გინდა...
არადა ძაან მაგარია ჩანთა... მი ლაიკიი!

ქართველი მეტროსექსუალი იქნები ევროპაში ^_^

jaco said...

საქმე იმაში არ არის რომ მიტყდება ჩანთის ტარება და ვატარებ კიდეც რუგზაკს ან მხარზე გადასაკიდ ჩანთას საჭიორებისამებრ - ანუ საჭიროებისამებრ!!! და ყოველ დღე რატო ვატარო კაცო, მარტო საღეჭი რეზინის და პასპორტის ჩასადებად?:)))

ჰოდა პასპორტი საჭიროა ალბათ, პოლიციამ რომ გაგაჩეროს, გაუგებრობის თავის ასაცილებლად... შეიძლება სახლში დავტოვო კიდეც და ყოველ დღე არ ვატარო, მაგრამ ღამე რომ დავდივარ ქალაქში, პოლიცია ხშირად მხვდება, თუმცა კონტაქტი ჯერ არ მქონია საბედნიეროდ... თუ არადა ჩემი იუსტიციის ქსივას გავუშლი!:D:D:D

Lalena said...

რა ძაააან მაგარი კევიაააა, აი ახლა ძაააან ძააააან მომინდა, გავციქეცი მაღაზიაში სასწრაფოოოდ, მიროოო მე მარის ვეთანხმები ამ შემთხვევაში მაკრატელი იდელური გამოსავალია, კრიჭი კრიჭი და ვსიო :P

jaco said...

პრობლემა მოგვარებულია! ეს საღეჭი რეზინი უკვე წარმოადგენს საშინაო საღეჭ რეზინს და საგარეო (ანუ რასაც თან ვატარებ) საღეჭი რეზინები საკმაოდ კომპაქტურად ეტევა ჩემს ჯიბეებში:)))

Kate said...

aaaaaaaaaaaaa, Miro, where did you buy this gum....

I wish I had it....:cry: :cry: :cry: :cry:

Kate said...

ვაიმე, ინგლისურად რატომ დავპოსტე, აზრზე არ ვარ...:D :D

ხოდა, ააუუუუ, რა მაგარი საღეჭი რეზინიააა....
აუ, ამ თბილისში ხო ეგეც არ იყიდება რა....:cry:

jaco said...

აქ კიდე ბევრია ეგეთი უცნაური და უცხო გემრიელობები და რა ვიყიდო, რა გავსინჯო ვეღარ ვარჩევ ხოლმე:))) ოოოო, განსაკუთრებით ერთი ქოქოს-შოკოლადის ნამცხვარია რაღაც ზღაპარი!:)))

U can write in English, my blog is becoming popular in international level as well:)

Kate said...

აუ რა მაგარი იქნება წარმომიდგენია, ვაფრენ ქოქოსზე....

იყიდე, იყიდე ბევრი რამე...