Wednesday, December 31, 2008

End of 2008

ჩემი ბლოგი არც ისეთი დიდი ხნისაა წლებს ითვლიდეს. წელს დავიბადეთ და მომავალ წელს იმედებით ვხვდებით. უფრო საინტერესო გავხდებით? მაგას ვნახავთ მალე. გადავხედე მეზობელ ბლოგებს და უმეტესობამ უკვე დაწერა წლის ბოლო პოსტი ან ზოგიც ახლა წერს. აქ სამი საათით უკან ვართ მე და ჩემი ბლოგი, მაგრამ ჯერ კიდევ 2008 წელია ამ დროითაც და თბილისის დროითაც. და ახალი წელი თბილისში როცა მოვა ჩვენ მაშინ დავიწყებთ წვეულებას სარასთან.
ხომ, დღეს სარასთან ვიკრიბებით ბავშვები და კარგი საახალწლო სუფრაც გვექნება. ბოლოს და ბოლოს იტალიელი კულინარი ამზადებს კერძებს საახალწლოდ, ჩემი მეგობარი ეტორე.
დღეს ელეგანტურად ვიქნებით ყველანი გამოწყობილი და პირველად მნახავენ მეგობრები შარვალ-კოსტუმ-ჰალსტუხში, მეც კი ვნერვიულობ იმდენად სიმპატიური ვიქნები:)

პირველი ახალი წელია ჩემთვის საზღვარგარეთ და საერთოდ წელს ბევრი რამე მოხდა ჩემს ცხოვრებაში პირველად. მომავალ წელსაც ასე იქნება, ჩემს დაბადების დღესაც პირველად აღვნიშნავ საზღვარგარეთ.
არ მინდა დიდი პოსტი! გილოცავთ ახალ წელს და წლევანდელი ბლოგის ბოლო სიტყვა მინდა იყოს: მარი:)

3 comments:

Lalena said...

მიროოოო გილოცავ ახალ წელს, და ყველაზე ლამაზ, ყველაზე ნაყოფიერ, ყველაზე სიყვარულ-სითბო-სიტკბოთი და საერთოდ ყველაზე ყველაზე წელს გისურვებ
:* :)

jaco said...

რა კარგი მილოცვა იყოოო! დიდი მადლობა სალი! მეც გულით გისურვებ ყველაფერს საუკეთესოს!

nati kuda said...

"მეც კი ვნერვიულობ იმდენად სიმპატიური ვიქნები:)" :D:D:D ჩაგეთვალა :)))))