Thursday, July 31, 2008
1 დილით ადრე გაღვიძებაღა დამრჩა
Wednesday, July 30, 2008
Accommodation (not interesting post)
Dear Master’s student,You have recently applied for accommodation and the period you requested housing for starts before September 1st, 2008.
Unfortunately, due to the difficult housing situation in Nijmegen we will not be able to offer you a room that is already available in August. We do have a room for you as of September 1st. A specific room offer will be send to you via email in August. You will then receive detailed information about the room.
This means that you may need alternative housing for a short period if you arrive in Nijmegen before September 1st. Enclosed you will find a document with information on cheap hotels and Bed&Breakfast accommodation.

Dear Sir, Madam,
My name is Mirian Kululashvili. I am from Georgia. I am 26 years old, a student of Radboud University. I am planning to visit Nijmegen next month. So, I am interested if you could book for me one single room for 28 Euro from 16-th of August to 1-st September (16 days) 2008. From 1-st September I will move to student house.
Looking forward to hearing from you.
Kind regars,
(Mr.) Mirian Kululashvili

Tuesday, July 29, 2008
ლუდი, რომელმაც გერმანია გამახსენა

ყოველთვის მინდოდა ასეთი უდარდელი ცხოვრება:
1. გაქვს სამსახური - ხარ დაკავებული;
2. ფულის პრობლემა არ გაწუხებს - ანუ გაქვს სტაბილური შემოსავალი ხელფასის სახით და კიდევ პატარ-პატარა გარე შემოსავალი;
3. გყავს მანქანა;
4. არ გყავს ცოლშვილი და ცხოვრობ მარტო, არავინ ნერვიულობს შენს მისვლა-მოსვლაზე (სახლში);
5. გყავს სამეგობრო, რომელიც ასევე აკმაყოფილებენ მინიმუმ პირველ და მეორე პუნქტში აღნიშნულ მოთხოვნებს და შესაბამისად საღამოობით კვირაში ერთხელ, ორჯერ ან სამჯერ მიდიხართ სადმე ლუდის დასალევად, სალაპარაკოდ, საქეიფოდ, ან თუნდაც უიქენდზე ქალაქგარეთ;
6. გაქვს საშუალება გარდა სამსახურისა აკეთო ის რაც შენ გსურს (თუ გინდა ჰობი დაარქვი, თუ გინდა ცხოვრების მიზანი), ანუ ჩემს შემთხვევაში: გქონდეს მუსიკალური სტუდია მხოლოდ შენთვის და ჩაწერო რაღაც პროექტები, ზოგჯერ შენს მეგობარ მუსიკოსებთან ერთად;
7. გყავდეს მეგობარი გოგო, რომელიც არ გიძაბავს და არ უნდა გათხოვება (რაც ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე საქართველოში თითქმის შეუძლებელია) და პირველივე სექსის შემდეგ არ ჩაგეხუტოს და არ გითხრას: „დედაჩემს ძალიან უნდა შენი გაცნობა“... და დაგაცადოს, იქნებ და რაღაც პერიოდის შემდეგ ორმხრივად მოხდეს დაქორწინების სურვილამდე მისვლა და ამით თავი აირიდოს ნაადრევი განშორებისაგან;
შვიდი იღბლიანი ციფრია და ამ ციფრზე გავჩერდები, იქნებ და ყველაფერი ასე წარიმართოს ჩემს ცხოვრებაში... თუმცა, ეხლა დავფიქრდი და ამ პირობებიდან რამდენიმეს მეტ-ნაკლებად ვაკმაყოფილებ და ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე საკმაოდ კმაყოფილი ვარ ჩემი ცხოვრების... არადა ვიცი, რომ მოვა დრო და შვიდივე პირობა შესრულდება, თან მალეეე...
Monday, July 28, 2008
კვირა
5-ზე გამოვედით, 11-ზე თბილისში შემოვედით - ახალბედა მძღოლისთვის მგონი არ არის ცუდი ხომ?
შაბათი
ბერეგზე ორი ხულოელი ძუკნა პომადას ანათებს და შენ მაინც გემრიელად ჭამ აჭარაში-ხარ-ჩამოსული-და-რომ-არ-ჭამო-არ-გამოდის აჭარულ ხაჭაპურს. მარის ღიმილი უხდება და დათოს ანა უხდება და ანას დაქალია მარი და მე მივდივარ ჰოლანდიაში და რა კარგია ღიმილი, უგემური ცეზარი და გემრიელი ღიმილი.
პარასკევი
ხუთშაბათი
ამ დღის მოვლენების აღწერა „ვინ პირველი მოასწრებს“-ს პრინციპით იყო და მე, ზემორე და ქვემორე პოსტებში აღნიშნული მიზეზების გამო ძალიან დავიგვიანე. რაც შეეხება შთაბეჭდილებებს, ვეცდები მოკლედ დავწერო, ან თუნდაც ყველა ბლოგერთან მიმართებაში დავწერ (ბლოგერების თანმიმდევრობა აივერსონის პოსტიდან გადმოვიტანე):
1. აივერსონი (ჯენი) - საკმაოდ თბილი, კარგი და მხიარული გოგოა. ამასთან, როგორც ჩანს, მუსიკალური ნიჭით დაჯილდოვებული!
2. პიკო, იასამანი - ერთი შეხედვით მიამიტი და ძალიან სასიამოვნო ადამიანია. გიხდება ღიმილი პიკო;)
3. ნინო (უტვინო) - ეს გოგო ძალიან მიყვარს და გიგასთან ერთად ის იშვიათი გამონაკლისი გახლდათ, ვისაც მე ამ შეხვედრამდე ვიცნობდი.
4. პოლსკი - რამდენადაც ვიცი არ არის ბლოგერი და ყველამ აღნიშნა თბილი ადამიანიაო - ვეთანხმები, თუმცა კონტაქტი არ მქონია, მალე წამოვედი.
5. მარი, სვითი - ალბათ ყველაზე ეფექტური მარის ჩაცმულობა იყო, სხვებმაც დააფიქსირეს ეს აზრი - ძალიან ლააამაააზი, ლააამაააზიი კაბა იყო! მეუღლესთან ერთად იყო თუ არ ვცდები მოსული - პრიკრასნაია პარაჩკა;) და კიდევ ერთი: მარ, შენს ბლოგზე წავიკითხე, რომ კარგი დღე იყოვოო, თუმცა ორი საათი ნივიჟუს მირტყავდა ვიღაცაოოო. არ ვიცი რატომ ვიფიქრე, მაგრამ მგონია, რომ არის შანსი მე მგულისხმობდი. თუ ეს ასეა, ვაპროტესტებ! მაგრამ არ მქონდა საშუალება შენთან მესაუბრა, ალბათ ისედაც იცი, რომ გკითხულობ:) ძალიან გამიხარდა შენი გაცნობა - მაქვს სურვილი ვიმეგობრო შენთან და ყველა იმ ადამიანთან ვინც იმ დღეს მოვიდა, დაგვაფასა:)
6. ნატოშა, ჩორვენი - აი ლაიქ ზის გიორლ, უოთ ელს ქენ აი სეი?:)
7. დოდკა - მოდი რა თავი დამანებე:)))) რა უნდა ვთქვა, ხომ იცი, რომ შენ ხარ ბლგღმერთი, ან უფრო სწორად ქალღმერთი - ბლოგის მამაღმერთი ჩემს თვალში დვორსკია:)))) მიმაკომენტე აბა ერთი:)))
8. ქეით - გეეეენაცვალე შენ! ცხელიშოკოლადირომმათრევინაგიგასსახლიდანდაარდამიფასა გოგო:)
9. მეგუნა - უიი, როგორი ლამაზი ბლოგერი გვყოლია, არ ვიცოდი... უნდა შევიხედო ერთი შენთან მეგი;)
10. გეგა - უბლოგო, უცოლშვილო კი არა და - ჩელავეკ პაზიწივ;)
11. შოპენი - იხილეთ 10.
12. დვორსკი - კიდევ გავიმეორებ - ბლოგის მამაღმერთი:)
13. ჟაკო - უი, ეს მე ვარ:) მაგრამ მე ვიტყოდი, რომ არა ჟაკო, არამედ ჯაკო, არა ჯაკო, არამედ მირო, არა მირო არამედ მირიანი, არა მირიანი, არამედ რაც თქვენ გაგიხარდებათ (მორალის ფარგლებში:D).
14. ტოტო - კაცი შემომქმედი! პრიკოლნი ჩუვაკ!;)
15. ჯიბლა - მხიარული და სამწუხაროდ კარგად გაცნობა რომ ვერ მოვასწარი ისეთი ბლოგერი.
16. როკო - იხილეთ 15.
17. ინტერნეტკონტრაბანდა - იხილეთ 10.
18. შპილერი - იხილეთ 10.
19. დეკა - იფქლის ლობიანების მყიდველი ბანკის თანამშრომლებზე გაბრაზებული ხუჭუჭა ღადავიკი ტიპი.
გამომრჩა ვინმე?
გამომრჩა რამე?
თუ გამომრჩა, მაშინ აჰა თქვენ ამ დღის ამსახველი ლინკების სიის ლინკები:
http://www.dgiuri.com/2008/07/blog-post_25.html
http://dodka.wordpress.com/2008/07/25/%e1%83%93%e1%83%98%e1%83%93%e1%83%98-%e1%83%9d%e1%83%a0%e1%83%92%e1%83%98%e1%83%90-%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%99%e1%83%a8%e1%83%98/
უბლოგოდ

Thursday, July 24, 2008
რატომ არის დღეს კარგი დღე
Wednesday, July 23, 2008
ბარი ეშმაკის ბორბალი
