Thursday, July 24, 2008

რატომ არის დღეს კარგი დღე

1. სამსახურში პირველად მოვედი არაოფიციალურ ტანსაცმელში, იმიტომ რომ საღამოს დიდი თავყრილობაა (უმეტესობამ იცით ალბათ რაზე მაქვს საუბარი) და ჯინსი და ბოტასები თუ არ მაცვია, ვერ ვგრძნობ თავს კომფორტულად (ქალი რომ ვიყო უფრო დამაჯერებელი იქნებოდა და კაცი ვარ და რა არგუმენტები მოვიყვანო არ ვიცი - მოკლედ, არ მიყვარს ტუფლები!) და რადგან სახლში გასვლას და გამოცვლას ვერ ვასწრებ დაე ვიყო ასე ჩაცმული, 1 კვირაში მაინც 13 თვიან შვებულებაში გავდივარ და იმედია ამის გამო არ გამაგდებენ სამსახურიდან.

2. დღეს რომ დიდი თავყრილობაა ესეც ცალკე უნდა ვთქვა - ჰოდა სასიამოვნოა ბევრი ნაცნობი ადამიანის გაცნობა (It sounds strange, but you know what I mean).


3. ხვალ დილით ბათუმში მივდივარ და წელს შავ ზღვას (და საერთოდ ზღვას) მეტჯერ ვეღარ ვნახავ. ასე რომ, უზომოდ მიხარია ზღვაზე წასვლა - მით უმეტეს ამ შემადგენლობით.


ამ ყველაფერს თავისი უარყოფითი მხარეებიც აქვს: ორშაბათამდე ინტერნეტთან შეხება აღარ მექნება და ახალ პოსტებს ვერ დავდებ (ნეტა ამის მეტი პრობლემა არ მქონდეს:D) და დღევანდელი საღამოს შთაბეჭდილებების აღწერას (სხვადასხვა ბლოგებზე განთავსებას) და მის საჯარო განხილვას მე გამოვაკლდები.

ეეჰ:)))

21 comments:

dodka said...

13-თვიანი შვებულება რა არის, darlin, დეკრეტულს იღებ? ))))

Dv0rsky said...

მირო, მსმენია შენს თეორიაზე ”ზღვის მეტი ვეღარ ნახვის შესახებ” და მინდა გახარო, რომ თუ ეგ გეგმები/თეორიები მართლაც ეგრე წავა, მინიმუმ 4-5 წელიწადში ყველა ვარიანტში მოხვდები მაინც ზღვაზე ;)

ხოოდა, რაც შეეხება სახლში გავლას, ერთ ბლოგერ გოგოს ძველი ”ცხელი შოკოლადები” დავპირდი, წამომყვები სამსახურის მერე?

iron butterfly said...

mec mainteresebs 13 tviani shvebuleba rogoria :D
principshi mec uvado shvebulebas vigeb anu samsaxuridan movdivar da azrze ar var rodis davicyeb axals :)
ho, chems blogroll-shi gamateb :)

jaco said...

დოოდ, iron butterfly, დეკრეტული შვებულება ღმერთმა არ დამაჭირვოს:))) სასწვალო შევულებაა ამხელა, უხელფასო:)

დვოსრკი, ვერ გავიგე ზუსტად სად უნდა წამოგყვე:
1. შოკოლადების საყიდლად;
2. სახლში შოკოლადების წამოსაღებად;
3. პროსტა სახლში:D;
4. ჩემთან სახლში (სახლიდან აღარაფერი მაქვს ასაღები და გამოცვლაც აღარ მჭირდება:D);
5. ბლოგერთან შესახვედრად;
6. ბლოგერთან შესახვედრად ბლოგერების შეხვედრის შემდეგ:D;

მოკლედ, როგორ გითხრა აბა, ყველგან წამოგყვები არ არის პრობლემა;) უბრალოდ, ორი პირობა მაქვს:
ა) 7-ის ნახევრამდე არ მცალია და მერე უკვე პრობლემა არ არის, 18:30 რომ შესრულდება ეგრევე გავიდეთ სადაც გინდა:);
ბ) სახლში ადრე უნდა მივიდე და ფხიზელი!!! ჩასაბარგებელი მაქვს და ხვალ დილით ადრე ვდგები, ვერ მოვასწრებ და მერე მგზავრობა - თან სახლში არავინ არის რომ მომეხმაროს...

P.S. iron butterfly დიდი მადლობა, მეც დაგამატებ ბლოგროლში, ისედაც განსაახლებელი მაქვს და რომ მოვიცლი მაგისთვის - ეგრევეეე!:)

Dv0rsky said...

სახლში გავიაროთ, ჩამოვიტანოთ ჟურნალები და წავიდეეეეთ!!!

jaco said...

ეგრე გეთქვა მერე კაცო:)))
არ არის პრობლემა, დაგირეკავ 7-ის ნახევარზე და მაროსთან ამოვალ, ნინოც გავიყოლოთ თუ იქნება...

ally said...

დეკრეტული კაი იყო :)))))))))))))))))))))))))))))

უკვე დაგეტყო მუცელი?! :))))))

marika said...

ისე ბლოგერების შეკრებაზე მე არ წამიყვააანთ? როგორც აქტიურ ”კომმენტატორს”???
:)))))))))))

jaco said...

კიი, დამეტყო, ახლახანს მარიკამ და ბაკომ ჩინურში დამპატიჟეს და დამეტყობოდა აბა რა იქნებოდა:D (ჩემს ფეხმძიმობის თემას ნუღარ გავაგრძელებთ - უხერხულია:))

მარიკა, შენი წამოსვლა ჩემი აზრით უფრო გაუხარდება ყველას ვიდრე ეწყინება, ასე რომ...

ისე, გაპარვითაც ვერ გავიპარებით, მე და გიგა მაინც შენთან ვიკრიბებით ნინო რომ გავიყვანოთ და გიგას მანქანაში ერთი ადგილი კი ექნება ალბათ შენთვის:)))

p.s. რა ვიცი, თუ გინდა დოდკასთან შეათანხმე მაინც, ეგ არის ივენთის მთავარი ორგანიზატორი:)))

marika said...

აჰა. ე.ი. იპარებოდით შენ და გიგა; ისე უხერხულია, არააა (2 ბიჭის გაპარვა) ?:))))))))
არა მირ, მე ვერ წამოვალ რაღაც საქმეები მაქვს , მაგრამ მერე დეტალებში მომიყევი შთაბეჭდილებები

jaco said...

ცუდია თუ ვერ მოდიხარ... აუცილებლად მოგიყვები დეტალურად - თან ფოტოაპარატიც მაქვს თან და თუ არ დამეზარა სურათებსაც გადავიღებ:)))

dodka said...

ჩემი აზრით, 'კომენტატორები' არანაკლები ბლოგერები არიან, იმიტომრომ ზოგ შემთხვევაში მათი კომენტები უფრო საკაიფოა, ვიდრე პოსტები :D

ასე რომ, მარიკა, თუ მოახერხე - დაგვადექი მაკში )))

marika said...

გაიხარე დოდ, მართლა ძალიან მინდა ბევრი თქვენთაგანის გაცნობა. ნუუუუუ, ჟაკო, დვორსკი და უტვინო (ნინო) :)ჩემი ახლო მეგობრები არიან და კიდევ რამდენიმე ბლოგერს ვიცნობ, მაგრამ დანარჩენებსაც გავიცნობდი დიდი სიამოვნებით.
პ.ს. ისე ამ ბოლო დროს შენ ბლოგზეც შემოვიხედე და მაგარი ვიხალისე. ოჯახურ ცხოვრებაზე- ნაცნობი სიტუაციები აღმოვაჩინე :))))
სექტემბრის ბლოგ-შეკრებაზე ადგილი დამიბრონეთ რაააა :))))

jaco said...

დოდკა, გეთანხმები, მე ჩემი ბლოგით მხოლოდ მკითხველების გამო ვამაყობ - ანუ ძალაინ კარგი და ერუდირებული (პლიუს იუმორის გრძნობით) მკითხველები მყავს (ამ დროს შენ უნდა გაწითლდე და მადლობა მითხრა:D)

მარიკა, შენი ოჯახური სიტუაციები ლაივში ვიცი და შენც თუ „გააბლოგებდი“ მაგ ამბებს ძალიან საინტერესო იქნებოდა:) არადა, ვიცი შორს არ ხარ ბლოგერად გახდომის სურვილისგან:) რაც შეეხება სექტემბერს, შენ კი დაგიბრონავენ ადგილს, მაგრამ მე ვეღარ ვიქნები და მერე შენ მომიყევი ეგ ამბები:)))

marika said...

აუუუუ, მირო მაგას ნუ მახსენებ, მოდი არ წახვიდეეე ;) (სკაიპის პირზე ხელ აფარებული სიცილი) :)))))
აუ ეგ იდეაა ხო იცი, და ბლოგს დაექმევა ” შუა ქალაქში” ან ”
----ძეების ოჯახი”
მაგაზე დავფიქრდები :))))

jaco said...

ა-ნა-ნოოო (ჭუკი რო იძახის ისეთი ინტონაციით):D

რა შუა ქალაქში! მეორე ვარიანტი მომწონს უფრო! ასე რომ მალე ქენი ეხლა!:)))

e.k.a.t.e.r.i.n.a said...

მშურს
მეც მინდა ზღვაზე
მარა შენ რა გაწუწუნებს, ჰოლანდიაში ვინ მოგატყუა რომ წყლის და ზღვის ნაკლებობაა? :D

(c) Anika said...

გილოცავ, რომ კარგი დღე გაქვს ;)

Jenny said...

კეთილი მგზავრობა და კარგად დაისვენე!!!:))
ა და კიდე კარგი ამინდები!!! :)

nati kuda said...

მგონი ვერ მივდივარ წელს ზღვაზე..
პირველად ცხოვრებაში
მაგრამ არც მიყვარს : ))

აბა, შენ იცი : )
ზღვას არ გაუთამამდე.

jaco said...

კატუშ, შავი ზღვა ხომ იცი რომ მაინც სულ სხვაა;)
ანიკა, ჯენი, კუდა - დიდი მადლობა:)