Monday, July 28, 2008

პარასკევი

08:50 - მატარებელი (მე და დათო)

უარყოფითი:
1) 8 საათი მგზავრობა (უფრო მეტი, ვიდრე გათვალისწინებული იყო);
2) გაფუჭებული კონდიციონერი;
3) ვაგონში შემოტანილი გაზის ბალონი, რომელსაც გასდიოდა;
4) 52 წლის დისკოთეკების მოყვარული ქალი, რომელიც მაბავდა და კიდევ კარგი ნომერბი არ გავცვალეთ;
5) 52 წლის დისკოთეკების მოყვარული ქალის დისშვილი, რომელსაც ისე ეცვა, რომ ბავშვს როცა იჭერდა და წინ დამიჯდებოდან... ღმერთო ჩემო! ჩაიცვი რა რამე დახურული!
6) ჩემს ფეხებთან მდებარე „კალიასკა“;
7) მშიერი...

დადებითი: იხილეთ სურათი...

საღამო: ზღვის ნაპირას დალევის მსურველებს, გზად სუპერმარკეტში ნაყიდი ბარგით დატვირთულებს, კარგად რომ ვერ დავგეგმეთ საღამო, წყალი რომ დაუწყდათ გოგოებს, ჩვენთან სასტუმროში ასვლა რომ დაგვეზარა და მანქანის დატოვება რომ გვეზარებოდა მანქანაზე ნასვამი დაჯდომის გამორიცხვის იდეით - გაწვიმდა და 4-ზე დავიშალეთ.


და კიდევ, ბუსტერი, თავისუფალი ვარდნა და ჭირი მაგათ - ჩოლოქზე განცდილი ექსტრემალური, ადრენალინური, შიშით შებყრობილის სიყვარულში გამოტყდომა: „სანამ მოვკვდები, მინდა გითხრა, რომ მე შენ მომწონხარ, კარგი გოგო ხაააააააააააააააააა“ (ვარდნა)

...„მადლობა“...

12 comments:

dodka said...

შეყვარებული ჩამოხვედი, ჟაკ? :D

utvino said...

ბუსტერზე იჯექი?


ვაიმე

ally said...

მიყვარს ასეთი პოსტები! დაასეთი დადებითი განწყობა!
სამივეზე ნუ გადამაკოპირებინებ ამ კომენტს, იგულისხმება

jaco said...

ჟაკი ყოველთვის შეყვარებულია! ბლაბლაბლა... დოდ, შეყვარებული ცოტა ისეთი ნათქვგამია, მე მხოლოდ მაშინ მიყვარდება გოგო, როცა უკვე ერთად ვართ. ასე რომ...:)

ნინო, ბუსტრზე ვიჯექი და მომეწონა ძალიან, შენ ვერ გარისკე?:)

მადლობა ცის, ასეთი განწყობა შენარჩუნებული იქნება!:)

nati kuda said...

აუუ,მაგ ბუსტერზე მეც ვიჯექი. ჩემ დას საშინლად ეშინოდა და ზემოთ რომ ავედით, მეთქი გავამხნევეეებ.. მაგრამ როგორც კი წარმოვიდგინე, რომ წამებში ძირს დაეშვებოდა, პირის გაღება ვერ გავბედე, თორემ დამრჩებოდა მთელი ყბის აპარატი ზევით :)))

ketketa said...

სანამ მოვკვდები...:)))))
how charming:)

utvino said...

არა რას ამბობ
მაგაზე რა დამსვამს :ამერიკანსკიე გორკიზეც ვერ დავჯექი :((
ნახევარი საათი რიგში ვიდექი და მერე უკან გამოვტრიალდი
მეგობარი 2დღე არ მელაპარაკებოდა :))
სულ მიკვირდა მაგ ბუსტერზე ამხელა რიგები რატოათქო :((
მე ვარდნა მომეწონა ძალიან, ბევრჯერ ვიჯექი მანდ
ნუ ძირითადად მაგ ვარდის და კარტინგის გამო დავდიოდი, უბრალოდ ვარნა დაბალია ძალიან, კარტინგის წრეები კიდე პატარა :((

jaco said...

კუდა, ბუსტერი იყო რაღაც ენით აღუწერელი კაიფი - კიდევ დავჯდებოდი!!! მაგრამ ეს თავისუფალი ვარდნა არის რაღაც იდიოტობა და ნერვების წყვეტა. დიდი არაფერია, მაგრამ რომ იცი წამებში მოწყდები ჰაერიდან და რო ელოდები 30 წამი (დავთვალე) და თან ისეთი ხმებია, თითქოს რაღაცა ძვრება...

ქეთ, რომანტიულად გამომივიდა ხო?:)))

ნინო, თავისუფალი ვარდნა თუ მოგწონს (რანაირად მოგწონს კაცო! მე და მარი ძალით დავჯექით მგონი, მარიმ, მოდი ბავშვებს ვუთხრათ ვითომ ვიჯექითო, მაგრამ მაინც გავრისკეთ) აი ამ ბუსტერზე რატომ ვეღარ გაბედე?:)))

Jenny said...

eem es busteri ar vici ra aris..


da es kondincioneris gafuchebuloba dzirdzveli tradiciaa matareblebshi..

jaco said...

უიიი, ბუსტერი რა არი თუ არ იცი, მაშინ არც გაიკითხო:))) ანუ დაიკიდე, ეგრე ჯობია:)

(c) Anika said...

რატომღაც ვერც ბუსტერზე ვიკაიფე და ვერც თავისუფალ ვარდნაზე :(
ვერც კამიკაძესა და მიქსერზე :(
ხალხი ყვიროდა, მე კიდე გიჟივით ვიცინოდი და ხელებგაშლილი ვფრინავდი :P

jaco said...

უიი, რა საყვარელი ხარ! მაგარი გული კი გქონია :)))