Monday, July 28, 2008

ხუთშაბათი

24 ივლისი უკვე კარგად მოგეხსენებათ, რომ ბლოგერების დღედ არის წოდებული საქართველოში და ჩვენც, ქართველი ბლოგერები ამიტომ შევიკრიბეთ ასეთ საზეიმო დღეს, ასე ვთქვათ დავამთხივეთ. თუ აქამდე არ იცოდით, რომ ეს დღესასწაული არსებობდა, არ არის პრობლემა, რადგან მეც თვითონ 2 წუთის წინ მოვიფიქრე... ასე რომ, ბლოგერებო, მოგვიანებით გილოცავთ ბლოგერების დღეს! მრავალს დაესწარით! კომენტარები არ მოგკლებოდეთ! ჯანსაღი პოსტები გეწეროთ!

ამ დღის მოვლენების აღწერა „ვინ პირველი მოასწრებს“-ს პრინციპით იყო და მე, ზემორე და ქვემორე პოსტებში აღნიშნული მიზეზების გამო ძალიან დავიგვიანე. რაც შეეხება შთაბეჭდილებებს, ვეცდები მოკლედ დავწერო, ან თუნდაც ყველა ბლოგერთან მიმართებაში დავწერ (ბლოგერების თანმიმდევრობა აივერსონის პოსტიდან გადმოვიტანე):


1. აივერსონი (ჯენი) - საკმაოდ თბილი, კარგი და მხიარული გოგოა. ამასთან, როგორც ჩანს, მუსიკალური ნიჭით დაჯილდოვებული!
2. პიკო, იასამანი - ერთი შეხედვით მიამიტი და ძალიან სასიამოვნო ადამიანია. გიხდება ღიმილი პიკო;)
3. ნინო (უტვინო) - ეს გოგო ძალიან მიყვარს და გიგასთან ერთად ის იშვიათი გამონაკლისი გახლდათ, ვისაც მე ამ შეხვედრამდე ვიცნობდი.
4. პოლსკი - რამდენადაც ვიცი არ არის ბლოგერი და ყველამ აღნიშნა თბილი ადამიანიაო - ვეთანხმები, თუმცა კონტაქტი არ მქონია, მალე წამოვედი.
5. მარი, სვითი - ალბათ ყველაზე ეფექტური მარის ჩაცმულობა იყო, სხვებმაც დააფიქსირეს ეს აზრი - ძალიან ლააამაააზი, ლააამაააზიი კაბა იყო! მეუღლესთან ერთად იყო თუ არ ვცდები მოსული - პრიკრასნაია პარაჩკა;) და კიდევ ერთი: მარ, შენს ბლოგზე წავიკითხე, რომ კარგი დღე იყოვოო, თუმცა ორი საათი ნივიჟუს მირტყავდა ვიღაცაოოო. არ ვიცი რატომ ვიფიქრე, მაგრამ მგონია, რომ არის შანსი მე მგულისხმობდი. თუ ეს ასეა, ვაპროტესტებ! მაგრამ არ მქონდა საშუალება შენთან მესაუბრა, ალბათ ისედაც იცი, რომ გკითხულობ:) ძალიან გამიხარდა შენი გაცნობა - მაქვს სურვილი ვიმეგობრო შენთან და ყველა იმ ადამიანთან ვინც იმ დღეს მოვიდა, დაგვაფასა:)
6. ნატოშა, ჩორვენი - აი ლაიქ ზის გიორლ, უოთ ელს ქენ აი სეი?:)
7. დოდკა - მოდი რა თავი დამანებე:)))) რა უნდა ვთქვა, ხომ იცი, რომ შენ ხარ ბლგღმერთი, ან უფრო სწორად ქალღმერთი - ბლოგის მამაღმერთი ჩემს თვალში დვორსკია:)))) მიმაკომენტე აბა ერთი:)))
8. ქეით - გეეეენაცვალე შენ! ცხელიშოკოლადირომმათრევინაგიგასსახლიდანდაარდამიფასა გოგო:)
9. მეგუნა - უიი, როგორი ლამაზი ბლოგერი გვყოლია, არ ვიცოდი... უნდა შევიხედო ერთი შენთან მეგი;)
10. გეგა - უბლოგო, უცოლშვილო კი არა და - ჩელავეკ პაზიწივ;)
11. შოპენი - იხილეთ 10.
12. დვორსკი - კიდევ გავიმეორებ - ბლოგის მამაღმერთი:)
13. ჟაკო - უი, ეს მე ვარ:) მაგრამ მე ვიტყოდი, რომ არა ჟაკო, არამედ ჯაკო, არა ჯაკო, არამედ მირო, არა მირო არამედ მირიანი, არა მირიანი, არამედ რაც თქვენ გაგიხარდებათ (მორალის ფარგლებში:D).
14. ტოტო - კაცი შემომქმედი! პრიკოლნი ჩუვაკ!;)
15. ჯიბლა - მხიარული და სამწუხაროდ კარგად გაცნობა რომ ვერ მოვასწარი ისეთი ბლოგერი.
16. როკო - იხილეთ 15.
17. ინტერნეტკონტრაბანდა - იხილეთ 10.
18. შპილერი - იხილეთ 10.
19. დეკა - იფქლის ლობიანების მყიდველი ბანკის თანამშრომლებზე გაბრაზებული ხუჭუჭა ღადავიკი ტიპი.
გამომრჩა ვინმე?
გამომრჩა რამე?

თუ გამომრჩა, მაშინ აჰა თქვენ ამ დღის ამსახველი ლინკების სიის ლინკები:

http://www.dgiuri.com/2008/07/blog-post_25.html

http://dodka.wordpress.com/2008/07/25/%e1%83%93%e1%83%98%e1%83%93%e1%83%98-%e1%83%9d%e1%83%a0%e1%83%92%e1%83%98%e1%83%90-%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%99%e1%83%a8%e1%83%98/
მომავალ შეხვედრამდე!:)

14 comments:

dodka said...

აუ ჩამოხვედი ძლივს რა :D

utvino said...

რა სასიამოვნო შეფასება იყო მე-3 და არამხოლოდ :))) (აგრეთვე)
კარგად დაგიხასიათებია ყველა :))

deka136 said...

არ ვარ მე ღადავიკი :user:

jaco said...

დოდ, ჩამოვედი, მაგრამ იქ ვარ ისევ:) 3 დღე დასვენებაა ცოტაა ძალიან:)

ნინ, კარგია, რომ "აგრეთვე", ჩვენ ერთმანეთს გავუგეთ:)

დეკა, რავიცი ეგრე თქვეს ეგ და გეგა მაგარს ღადაობდნენო დაა... მე კი ვერ მოვისმინე, ტაჩნეე არ მესმოდა:)

მარი said...

"მარ, შენს ბლოგზე წავიკითხე, რომ კარგი დღე იყოვოო, თუმცა ორი საათი ნივიჟუს მირტყავდა ვიღაცაოოო. არ ვიცი რატომ ვიფიქრე, მაგრამ მგონია, რომ არის შანსი მე მგულისხმობდი." ~ არავითარ შემთხვევაში შენ არ გგულისხმოდი :) ძალიან დიდი მადლობა კაბაზე ^^ :2კისს:

”მაგრამ არ მქონდა საშუალება შენთან მესაუბრა, ალბათ ისედაც იცი, რომ გკითხულობ:) ძალიან გამიხარდა შენი გაცნობა - მაქვს სურვილი ვიმეგობრო შენთან და ყველა იმ ადამიანთან ვინც იმ დღეს მოვიდა, დაგვაფასა:)” ~ გეენაცვალე!!! არ ინაღვლო. შენ არ მიგულისხმიხააარ!!!


”ნატოშა, ჩორვენი - აი ლაიქ ზის გიორლ, უოთ ელს ქენ აი სეი?:)” ~ ნატოშა და ჩორვენი სხვადასხვა გოგოებია. ნატოშა არის Cheshire Cat და ჩორვენი - http://busuna.blogspot.com

"შპილერი - იხილეთ 10." ~ ცოლი ყავს მაგაააას!!!! :D ^_^

მარი said...

ჟაკ, კომენტარები პოპაპში ჩართე რა თორე დავიტანჯე...

nati kuda said...

ჰო.. არ წამოვედი და დახასიათებაც ვერ მივიღე შენგან :მო:




























:))

ketketa said...

:) მეც ისე დავრჩი, განზე, როგორც გავიჩალიჩე პრინციპში:))

Kate said...

"ქეით - გეეეენაცვალე შენ! ცხელიშოკოლადირომმათრევინაგიგასსახლიდანდაარდამიფასა გოგო:)" უიიიიიი, არ ვიცოდი, თორემ აუცილებლად გეტყოდი მადლობას...
მე არ მავიწყდება ხოლმე ეგეთი რაღაცეები..

გაიხარე...

jaco said...

მარი, ახალი ვარ სასტავში და რადგან უმეტესობა პირველად ვნახე და გავიცანი, ამერია ვიღაც-ვიღაცეები და მადლობა, რომ ამიხსენი;) და კომენტებს რაც შეეხება, ჩავრთე პოპ აპი:)

კუდა, ჰოდა რომ არ წამოხვედი ისე ვერ დაგახასიათებ შანსი არ არი!:) ვოტ ტაკ! მაგრამ კარგი გოგო უნდა იყო შენ:)))

ქეთ, შენ რაც შეგეხება, შენზე ბევრი მსმენია და ყველაფერი კარგი, ასე რომ იდევ ზედმეტად გარეკლამებას ჩემგან მგონი არ საჭიროებ:)))

ქეით, კარგია ეხლა უკვე რომ დამიფასე - შენც იხარე და იბედნიერე:)

dodka said...

პოპაპი უჟასია!!!

მარი, შენ ხარ ქართული ბლოგოსფეროს პარაზიტი!

jaco said...

რა ვქნა ვეღარ გავიგე, გამოვრთო კაცო ისევ პოპაპიი? მერე ისევ მარის ეწყინება. ასე რომ თქვენ მოილაპარაკეთ და მერე როგორც გადაწყვეტთ ისე მოვიქცევი!

კლიენტ ვსეგდა პრავ!:)))

Jenny said...

:jump: :jump:

araferi musikaluri nichit dajildovebuli ar var me :user:

Moon Riveris dakvra vici marto :user:

ui :user: - es ar ici albaT Sen ra smailia radgan forumze ar xar xo?
mmm... msni xo gaqvs? iq aris es - :$

:user:

jaco said...

ნელნელა ვამუღამებ ფორუმის სმაილებს:) ან ინტუიცით ვხვდები:) ანუ ეს :user: იგივეა რაც skype-ში (blush) ხო?:)

რავიცი, ემესენში ეგრე გამოჩნდა და:)))