Tuesday, July 29, 2008

ლუდი, რომელმაც გერმანია გამახსენა



ყოველთვის მინდოდა ასეთი უდარდელი ცხოვრება:

1. გაქვს სამსახური - ხარ დაკავებული;
2. ფულის პრობლემა არ გაწუხებს - ანუ გაქვს სტაბილური შემოსავალი ხელფასის სახით და კიდევ პატარ-პატარა გარე შემოსავალი;
3. გყავს მანქანა;
4. არ გყავს ცოლშვილი და ცხოვრობ მარტო, არავინ ნერვიულობს შენს მისვლა-მოსვლაზე (სახლში);
5. გყავს სამეგობრო, რომელიც ასევე აკმაყოფილებენ მინიმუმ პირველ და მეორე პუნქტში აღნიშნულ მოთხოვნებს და შესაბამისად საღამოობით კვირაში ერთხელ, ორჯერ ან სამჯერ მიდიხართ სადმე ლუდის დასალევად, სალაპარაკოდ, საქეიფოდ, ან თუნდაც უიქენდზე ქალაქგარეთ;
6. გაქვს საშუალება გარდა სამსახურისა აკეთო ის რაც შენ გსურს (თუ გინდა ჰობი დაარქვი, თუ გინდა ცხოვრების მიზანი), ანუ ჩემს შემთხვევაში: გქონდეს მუსიკალური სტუდია მხოლოდ შენთვის და ჩაწერო რაღაც პროექტები, ზოგჯერ შენს მეგობარ მუსიკოსებთან ერთად;
7. გყავდეს მეგობარი გოგო, რომელიც არ გიძაბავს და არ უნდა გათხოვება (რაც ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე საქართველოში თითქმის შეუძლებელია) და პირველივე სექსის შემდეგ არ ჩაგეხუტოს და არ გითხრას: „დედაჩემს ძალიან უნდა შენი გაცნობა“... და დაგაცადოს, იქნებ და რაღაც პერიოდის შემდეგ ორმხრივად მოხდეს დაქორწინების სურვილამდე მისვლა და ამით თავი აირიდოს ნაადრევი განშორებისაგან;

შვიდი იღბლიანი ციფრია და ამ ციფრზე გავჩერდები, იქნებ და ყველაფერი ასე წარიმართოს ჩემს ცხოვრებაში... თუმცა, ეხლა დავფიქრდი და ამ პირობებიდან რამდენიმეს მეტ-ნაკლებად ვაკმაყოფილებ და ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე საკმაოდ კმაყოფილი ვარ ჩემი ცხოვრების... არადა ვიცი, რომ მოვა დრო და შვიდივე პირობა შესრულდება, თან მალეეე...

9 comments:

utvino said...

არადა ვიცი, რომ მოვა დრო და შვიდივე პირობა შესრულდება, თან მალეეე...
რა მაგარია რომ იცი
მე საერთოდ ვერ ვარ ასეთი დარწმუნებული ჩემ მომავალზე :((
ხოდა გისურვებ მალე შესრულდეს შენი შვიდივე პირობა : ))

dodka said...

თავისით არ შესრულდება, შენუნდა შეისრულო )))

არ გაჩნდება სანტა და არ მოგიტანს ლამაზ არატვინისმბურღველ გფ-ს, არც სტუდიას გაჩუქებს და კიდევ სხვა რამეებსაც არ მოაყოლებს ბონუსად :დ

არადა ხანდახან ასწორებს წაოცნებება :დ

jaco said...

რატო ნიიინ, რატო არ ხარ დარწმუნებული შენს მომავალში? ჭკვიანი გოგო ხარ და მიზანდასახული მგონიხარ! ასე რომ, მოინდომე და ყველაფერი იქნებააა!:)

დოდკა დოდკა, ნახე ჩემს ბლოგროლში როგორ ჩაგწერე? ასე გიხდება მგონი - დოდკას ლოდკა - ზიხარ და მიცურავ - მე ვზივარ ნავში და მივდივარ სადღაც სადმე...
მოკლედ, მე მიკვირს რომ შენ ჩემზე ასე იფიქრე! ანუ შენ გგონია, მე ამ ყველაფრის თავისით შესრულებას ველოდებიიიი?!?!?! აბა რას ამბობ!ჩემი თავის იმედი რომ მაქვს მაგიტომ ვარ დარწმუნებული რომ ყველაფერი შესრულდება;)

არადა მარტივია ეს ცხოვრება თუ მარტივად მიუდგები... მე ყოველთვის ასე ვფიქრობდი:)

Ekaterina Oniani said...

loool
მე7 პუნქტმა დაგლიჯა
ნეტარ არიან მორწმუნენი!
თუ იპოვი მასეთს, გამაგებინე :D:D:D

jaco said...

ვიპოვი, ვიპოვი და გაგაცნობ კიდეც:)))

ჩამოვიდე ჯერ:)

dodka said...

@ჟაკო

ვა მაგარია, ლოდკა ასწორებს

ჩემი ერთი ახლობელი ჩემს დანახვაზე "რეპავს" ხოლმე, თუმცა სადღაც წელიწადია დოდკა-ზე მხოლოდ ერთი რითმა ახსენდება და სულ:
"მოვიდა დოდკა
მოიტანა ვოდკა" - არის ხოლმე ))

jaco said...

მარტო ვოდკა? მეტი ვეერ?:) ისე, გარითმვა მეც ადვილად შემიძლია და კიდევ მოგიგონებ რამეებს:

ბანძი არის სხოდკა,
თუ არ ჩითავს დოდკა
ამიტომაც დოდი,
დაგირეკავ მოდი:D

Jenny said...

good luck!:))


ahahaha bolos leqsi magari iyo ggg :)))

jaco said...

ჩემს თავზე: ნიჭიერია ეს შობელძაღლი, ნეტა ასეთი ვის დაემსგავსა?:)))