Wednesday, December 31, 2008

End of 2008

ჩემი ბლოგი არც ისეთი დიდი ხნისაა წლებს ითვლიდეს. წელს დავიბადეთ და მომავალ წელს იმედებით ვხვდებით. უფრო საინტერესო გავხდებით? მაგას ვნახავთ მალე. გადავხედე მეზობელ ბლოგებს და უმეტესობამ უკვე დაწერა წლის ბოლო პოსტი ან ზოგიც ახლა წერს. აქ სამი საათით უკან ვართ მე და ჩემი ბლოგი, მაგრამ ჯერ კიდევ 2008 წელია ამ დროითაც და თბილისის დროითაც. და ახალი წელი თბილისში როცა მოვა ჩვენ მაშინ დავიწყებთ წვეულებას სარასთან.
ხომ, დღეს სარასთან ვიკრიბებით ბავშვები და კარგი საახალწლო სუფრაც გვექნება. ბოლოს და ბოლოს იტალიელი კულინარი ამზადებს კერძებს საახალწლოდ, ჩემი მეგობარი ეტორე.
დღეს ელეგანტურად ვიქნებით ყველანი გამოწყობილი და პირველად მნახავენ მეგობრები შარვალ-კოსტუმ-ჰალსტუხში, მეც კი ვნერვიულობ იმდენად სიმპატიური ვიქნები:)

პირველი ახალი წელია ჩემთვის საზღვარგარეთ და საერთოდ წელს ბევრი რამე მოხდა ჩემს ცხოვრებაში პირველად. მომავალ წელსაც ასე იქნება, ჩემს დაბადების დღესაც პირველად აღვნიშნავ საზღვარგარეთ.
არ მინდა დიდი პოსტი! გილოცავთ ახალ წელს და წლევანდელი ბლოგის ბოლო სიტყვა მინდა იყოს: მარი:)

Tuesday, December 30, 2008

Prague - probably the best city in Europe!

...მანდვე ვიყავი და ჩავიარე პრაღაში ნიკუშასთან, მარიკასთან, ბექასთან და ნინოსთან. შუა ევროპაში რომ დაუთქვამ მეგობრებს შეხვედრას და ჩააკითხავ, მინდა გითხრა რომ გადასარევია!
ჯოკერიც კი ვითამაშე, მომენატრა და რა ვქნა!
ოოოო, პრაღა! საოცარი ქალაქია, ულამაზესი არქიტექტურა, დიდებული აშოტილი შენობები და თვალს რომ ვერ მოსწყვეტ ისეთი - ქალაქი საგანძური და იმდენი რამეა სანახავი არც ვიცოდი როგორც მომესწრო - საბოლოო ჯამში ვერც მოვასწარი ერთნახევარ დღეში...
თუმცა კმაყოფილი დავბრუნდი: ვნახე მონატრებული მეგობრები, ქართული კარგი დრო გავატარე, ვიბოდიალე ბევრ ზღაპრულ ადგილში და მიზნად დავისახე კვლავ მონახულება ამ ქალაქის. მინდა ჩემი ყველაზე საყვარელი ქალაქი გახდეს. ჯერჯერობით მესამე ადგილზეა ლონდონისა და სტრასბურგის შემდეგ, მაგრამ მალე მეოთხეზეც გადაინაცვლებს როცა ბარსლონაში წავალ სამ კვირაში... და ვინ იცის, იქნებ პირველი ადგილიც მოიპოვის შემდეგი ვიზიტისას, უბრალოდ დრო არ მეყო მაგისთვის, რომ ბოლომდე მეგრძნო რამდენად კარგ ადგილას ვიყავი.


ქალაქის ცენტრში, კარლოსის ხიდის დასაწყისში, საკმაოდ ლამაზ შენობაზე საქართველოს დროშაა გამოფენილი... ალბათ ჩვენი ელჩი ცხოვრობს? ძალიან პრესტიჟული ადგილია - მთელს ევროპაშიც კი, ანუ ის ადგილი სადაც საქართველოს დროშა ჰკიდია - მეამაყება!

How was Christmas in Poland? Wow!

ვროცლავი პოლონეთში სიდიდით მესამე ქალაქია, თუმცა ოლა (ვის ოჯახშიც ვიყავი საშობაოდ ჩასული) ქალაქ ოსტრეზშოუში ცხოვრობს (არ ვიცი სწორად გამოვთქვი თუ არა), რომელიც ვროცლავიდან 80 კილომეტრშია და მეც იქ გავატარე შობა.
ჩასვლით ქალაქ ვროცლავში ჩავფრინდი და პირველი დღეც იქ გავატარე, ოლამ დამათვალიერებინა ქალაქი და საღამოს წავედით უკვე სახლში - ოსტრეზშოუში, სადაც მომდევნო ოთხი დღე ვცხოვრობდი როგორც ოჯახის წევრი.
მოკლედ, ოლა აეროპორტში დამხვდა ვროცლავში (6 საათზე ადგა ბავშვი დილით) და კარგი ექსკურსიაც მოვაწყვეთ, მერე ქართულ (!) რესტორანში წავედით, სადაც ყველაზე არაქართული საჭმელები იყო, უგემური ხინკალი და ხაჭაპური, რომელიც თურმე ცალკე არ ცხვება და ან აჯფსანდალთან ერთად უნდა მოვიდეს, ან ღორის ან ქათმის ქორცთან და ეს ყველაფერი ზედ ადევს „ხაჭაპურს“ ანუ ერთ კერძად ითვლება და თვითონ „ხაჭაპური“ რას წარმოადგენს (რესტორანსაც ასე ჰქვია სხვათაშორის) - პური და ზემოდან (და არა შიგნით) ყველი, საბოლოო ჯამში უგემური...
სახლში წავედით და ჩემდა გასაოცრად ქართული ღვინო დამახვედრეს ორი ბოთლი, ორივე ერთი ერთმანეთზე უკეთესი (მეც გამიკვირდა), ოლას დედას ქართულ სამზარეულოზე წაკითხული ჰქონდა და ქართული სალათის გაკეთებას აპირებდა...
დამხვდა ძალიან კეთილი ოჯახი: დედა, მამა, დაიკო, ბებია და ძაღლი ბიგოსი.
კარგი ორ სართულიანი სახლი, ბუხარი, თბილი-რბილი სავარძლები, ლამაზი-მოვლილი ეზო, საკუთარი ოთახი და ადგილი მაგიდაზე სუფრის თავში (სუფრის მეორე თავში მამა იჯდა). ისე დამხვდნენ როგორც ოჯახის წევრს. არადა მეგობარია მხოლოდ ოლა, უფრო მეტი ურთიერთობა რომ მქონოდა ოლასთან, ან მთლად სასიძო რომ ვყოფილიყავი არც ვიცი როგორ დამხვდებოდნენ. თუმცა, ოლას დედამ ჩემს ჩასვლამდე ჰკითხა, ეს შენი სტუმარი ერთერთი იმ ბიჭებისგან არის რომელსაც უყვარხარო? და არა, მხოლოდ მეგობარიაო და მაშინ კარგიო და ასე გავხდი მეც ოჯახის მეგობარი.
რამდენიმე მაგალითი სტუმართმოყვარეობისა და მგონი საკმარისი იქნება (ყველაფერს ვერც გავიხსენებ):
1. პირსახოცები დამახვედრეს ოთახში. საკუთარი მაქვს თქო და არა, როგორ გეკადრება, შენ აქედან პრაღაში მიდიხარ და იქ ხომ სუფთა დაგჭირდება, ესენი იხმარეო;
2. სანამ არ გავიღვიძებდი თვითონაც არ საუზმობდნენ. მე კიდევ 11 საათამდე არ ვდგებოდი. დავწყვიტე მგონი შიმშილით ხალხი. ოლასაც უხაროდა, თვითონაც ეძინა, თორემ მე რომ ადრე ავმდგარიყავი, იმასაც ააგდებდნენ ლოგინიდან ჩემი გულისთვის;
3. ერთი თეთრი არ დამახარჯვინეს, მაჭმევდნენ მასმევდნენ. ერთი ეგ იყო, რომ პირველ დღეს ქართულ რესტორანში დავპატიჟე ოლა და მერე ბარში სასმელებიც მე ვიყიდე, ისიც ძალით და რა თქმა უნდა საჩუქრებით და კანფეტებით ჩავედი;
4. შობის დღეს ექსკურსია მომიწყვეს, ტბაზე წამიყვანეს, ქალაქიც დამათვალიერებინეს;
5. შობის ღამეს მეც მერგო საჩუქრები;
6. წამოსვლის დღეს, დილით 6 საათზე მოვდიოდი მატარებლით და:
ა. მამა 4-ის ნახევარზე ადგა, საუზმე მომიმზადა;
ბ. საგზალი ჩამილაგა: ბუტერბროდენი და ვაშლები გზაში რომ მოგშივდებაო;
გ. დედაც ადგა რომ დამმშვიდობებოდა;
დ. რომ მოვდიოდი დედამ ოლას ჰკითხა, მირომ პრაღიდან ამსტერდამში ავტობუსით 14 საათი უნდა იმგზავროს და რამე აქვს რომ წაიკითხოს, დრო გაატაროსო? მე ვუთხარი არ მაქვს, არ არის საჭირო თქო, მაგრამ ოლამ წიგნი გამომატანა მაინც ინგლისურ ენაზე, პატარა მოთხრობები;
ე. საგზალის ჩალაგება არ იკმარა მამამ და ცალკე თავისი დამზადებული ვიჩინები, პაშტეტი და სხვა ხორცეულობა ჩამილაგა, შენს მეგობრებსაც აჭამე პრაღაშიო;
ვ. თავისი მანქანით წამიყვანა ვაგზალზე (80 კილომეტრზე მეტია) და არა მარტო ვაგზალზე დამტოვა, ოლა და მამა ისე არ წავიდნენ, სანამ ვაგონში არ ჩამსვეს
7. დამშვიდობებისას, მატარებელთან მამამ მითხრა, სანამ ჰოლანდიაში ხარ ჩამოდი კიდევ რამდენიმე დღე დარჩი ჩვენთან, ძალიან გამიხარდება რომ გიმასპინძლოვო.
დასკვნა? არ მაქვს დასკვნა:
DIDI MADLOBA!;)


Monday, December 22, 2008

From Stroopwafels to Pierogi:) Didi madloba!:)


წავედი. ანუ ხვალ მივდივარ დილით: ადრე, ადრე. ჩავჯდები “შატლ-ტაქსში“ და ჰერი-ჰერი დიუსელდორფის აეროპორტისკენ. აეროპორტი - მხოლოდ 10 წუთი „ჩექ-ინ“-ისთვის და ვროცლავიც მელოდება და აეროპორტში მასპინძელი... ქართული რესტორანი ყოფილა ვროცლავში - ხაჭაპური ჰქვია, თან მინდა წასვლა და თან მეშინია. რატომ მეშინია? რამდენიმე წლის წინ ლონდონში ვიყავი ქართულ რესტორანში „თბილისი“ მსგავსი საზიზღრობა არაფერი მიჭამია, ახლაც ვფირქრობ, რომ ქართულ კერძებთან არაფერი ექნება საერთო პოლონეთში გაკეთებულ ხაჭაპურს, ხინკალსა თუ მწვადს... ჰოდა არ ვიცი ჯერ, ჩავალ და გადავწყვეტ.

მე, ბებია, ოლა, აგატა და მშობლები და ძაღლი ბიგოსი. გადასარევი შობა იქნება. ანუ ჩემთვის პირველი შობა, ანუ ის შობა, რაც ფილმებში მინახავს და რაც ჩვენთვის ახალ წელთან ასოცირდება: ოჯახი, ვახშამი, ბუხარი, ღიმილი, თამაშები, სიმღერები და ვინ იცის კიდევ რამდენად საინტერესო პოლონური ტრადიციები. რა თქმა უნდა მიხარია და ქართულად არ ვიცი რა სიტყვა არის შესაბამისი, ინგლისურად არის „ექსაითედ“, ვითომ ქართულად - აღელვებული? მთლად ასეც არა, ანუ უფრო ინგლისური სიტყვა შეეფერება ჩემს განწყობას.

და მერე პრაღა...

დიახ, პრაღა. მე, ნიკუშა, მარიკა, ბექა და მისი მეუღლე - ნინო, სულ ორი დღეა რაც დაქორწინდნენ. ჰოდა ჩემს მეგობრებსაც ვნახავ, აი აქ კიდევ „ექსაითედ“ სულაც არ მჭირდება - ანუ მიხარია და ეგ არის, ძალიან. დღეს მარიკა მეუბნებოდა, წარმოგედგინა შენ უნივერსიტეტში რომ ვსწავლობდით, ლარი რომ გვქონდა ჯიბეში და ერთ დღეს ასე ევროპაში თუ შევიკრიბებოდითო? ხოო, ნამდვილად არ წარმომედგინა, ხოო გოგო, პოლონეთში ვიქნები მაგ დროს და გადმოვირბენ გინახულებთ, დავსხდეთ სადმე პრაღის ბარში, ვილაპარაკოთ... მაგარია ხომ? ჰოდა მაგარია.
...Merry Christmas to all!!!

Tuesday, December 16, 2008

Happy Birthday Datuna!:)))

ცოცხალი ვარ! კმაყოფილიც და ბედნიერიც! მოვრჩი გამოცდებს და იანვრამდე მეცადინეობა აღარ! ახლა დროა დასვენების და გართობის. ვეცდები ბლოგისთვისაც მოვიცალო, როგორც ჩემი ისე სხვისი ბლოგებისთვის. ყველას გილოცავთ ჩემი გამოცდების ჩაბარებას!

პატარა კორექტირება არის შესატანი. ჩაბარებით კი ჩავაბარე, მაგრამ ჩავაბარე რო? ანუ პასუხები იანვრის განმავლობაში იქნება, სამივე გამოცდა ხომ წერითი იყო და რა ვიცი მე აბა, ჩავიჭერი თუ არა. ჩემი აზრით არ ჩავჭრილვარ და ეს ჩემი აზრი საკმარისია იმისთვის რომ გავერთო, ვიმოგზაურო და მიხაროდეს. ნიშნებს არ აქვს მნიშვნელობა. ისეთი რთული იყო, რომ ჩაბარებაც დიდი საქმეა.

დავიძარიიით! დღეს „თრეფიქ ლაით ფართია“ და „ა'მ გონა ჰენგ აუთ Fორ რიალ მენ!“:)))

Wednesday, November 26, 2008

წარმატებები მისურვეთ

სწრაფად, სწრაფად, სწრაფად. მალე უნდა დავწერო პოსტი და დავწვე. ხვალ დილით ადრე მაქვს ლექცია. სამ დღეში კი სრულ იზოლაციას მივმართავ. განვერიდები ყოველგვარ საზოგადოებას. გამოცდები მეწყება და იმიტომ.
სამი გამოცდა მაქვს და ზუსტად სამ კვირაში მოვრჩები. ასე რომ 16 დეკემბრამდე არ მგონია ახალი პოსტი დავწერო. მხოლოდ და მხოლოდ სამეცადინოზე ვცდილობ გადავიტანო კონცეტრირება. ამ სამ გამოცდას რომ მოვიშორებ, მერე კი დავისვენებ, ვიმოგზაურებ კიდეც. ერთი გამოცდაც მრჩება 15 იანვარს, მაგრამ იქამდე ქვეყანა დროა, მთავარია ესენი ჩავაბარო ჯერ.
დროებით.


Saturday, November 22, 2008

პირველი თოვლი


ფიფქები ცვივა და
ფიფქები მღერიან,
გამოდით, გადოდით,
კვლავ ნოემბერია.

Thursday, November 20, 2008

სათაური კინაღამ დამავიწყდა

მოკლედ, ავდექი და მოვიმარაგე შემდეგი ინგრედიენტები: 400 გრამი სოკო, 300 გრამი კარტოფილი, 1 თავი ხახვი, 1 კვერცხი, სადილის ტომატი, მარილი და პილპილი. მოკლედ მზად ვარ. აბა ახლა გამოვაცხოთ ახალი პოსტი:

400 გრამი სოკო:
იეღოველები აქ იცი როგორები არიან? ანუ მე მეგონა რომ არ აირიან, მაგრამ არიან. უფრო სწორად არ არიან, მაგრამ სხვები ხომ არიან, ასევე სექტანტები, რომლებიც ჩემთვის იგივე იეღოველები არიან... ორი ამერიკელი ტიპი შემხვდა რამდენიმე დღის წინ იმის იმედით რომ „ჭეშმარიტ“ ღმერთს მაზიარებდა... ბროშურა და თავიანთ ეკლესიაში დაპატიჟება. ბლააჰ: მორმონები.
იცი, რომ მორმონები ის ხალხია რომლებიც თუ არ ვცდები მე-19 საუკუნეში მრავალცოლიანობის მომხრე იყო? ახლა არ ვიცი თუ შეიცვალეს აზრი. ბლააჰ: ამავდროულად მასონებიც.

300 გრამი კარტოფილი:
ოოოო დიდებულო მატრიცა! ასრულდა ჩემი ოცნება და გიხილე როგორც იქნა! არადა, იმის გამო რომ შენში შემოსვლა ფული ღირდა არავინ მომყვებოდა შენს დასაპყრობად. და დაგიპყარი(თ). 15 ევრო რა ამბავია, საერთოდ 10 ღირს, მაგრამ რადგან 7 წლის იუბილე გქონდა, არაუშავს. ნამდვილად საუკეთესო ღამის კლუბი ხარ რაც ამ ქალაქშია და თან ადგილი გაქვს საკმარისი ბოლოს და ბოლოს რომ კარგად დაიხარჯოს ადამიანი...

1 თავი ხახვი:
კარგი ბავშვები არიან, რომ აიტეხეს წამოსვლა. კარგი იყო. ბედად სახლის გზაზე ორმა აქაურმა კეთილმა ადამიანმა გამიყოლა, ველოსიპედით, უკანა სკამზე ვიჯექი და კი დავტანჯე ის საწყალი, თუმცა ჯარისკაცი ვარო ბლატაობდა და... საკმაოდ შორს კი წამოვსულვარ, ფეხით ნეტა როდის მივიდოდი სახლში...

1 კვერცხი:
კარგი ინგრედიენტი შევურჩიე. მირო ჯუნიორი (ჩემი ველოსიპედი) ცენტრალური სადგურის გაჩერებაზე დავტოვე და დამავიწყდა წამოყვანა. ორი დღე სახლში ვიჯექი, დანიელმა გამომიარა მესამე დღეს ლექციაზე რომ წავსულიყავით, ჩავედი ქვემოთ და სად არის ველოსიპედი. კვერცხი. სადგურზე მაქვს დატოვებული... გადავრჩი რომ არ მომპარეს...

სადილის ტომატი:
ღმერთო ჩემო! როდემდე შეიძლება საქართველოს ნაკრები სულ აგებდეს და მე კიდევ სულ უაზროდ ბევრი მქონდეს სამეცადინო?

მარილი:
მირო ჯუნიორი შევაკეთე: უკანა საბურავი გამოვცვალე და წინ ბორბალზეც ცხვირი გავუსწორე - კი არ დადის, დაფრინავს.

პილპილი:
ელემენტებში 5 ევრო გადავიხადე. ბლააჰ...

მნიამნიააა, იმედია გემრიელი პოსტი გამომივიდა.

პ.ს. მართლა მშია, წავალ კარტოფილს მაინც შევწვავ.

Thursday, November 13, 2008

ძაღლები, ველოსიპედისტები და სიდედრები არ დაიშვებიან ამ ბარშიო



ვიყავი სტოქჰოლმში და ჩამოვედი. სტოქჰოლმში რაა: 16 საათი გზაში აქეთ-იქიდან (ველოსიპედი-მატარებელი-მეორე მატარებელი-ავტობუსი-თვითმფრინავი-ავტობუსი/ავტობუსი-თვითმფრინავი-ავტობუსი-მატარებელი-მეორე მატარებელი-ველოსიპედი), 6 საათი 25 ევროიან ჰოსტელის 8 კაციან ოთახში და 7 საათი სტოქჰოლმში.

სიგიჟეა მარტო ერთი დღით წასვლა (შუადღის 4 საათზე რომ დაჯდება თვითმფრინავი და რომ ბნელა, ნისლია და ღამეა უკვე და თან წვიმს და წვიმს), მაგრამ ვინ თქვა რომ არ ვართ გიჟები? ვინ თქვა რომ ცუდი დრო ვატარეთ?


კარგი, დაუვიწყარი, სასაცილო, მხიარული...


ორი ბოთლი მარტინი და ბედნიერება იყო ახალგაზრდა...


...ჰოდა, სურათებს და ვიდეოებს იქით ბლოგზე ვგეგმავ რომ დავდო

Monday, November 10, 2008

რამდენი მაქვს მოსასწრები სამეცადინოო...

სასტუმრო ავიღოთ ჯობიაო. ღამე ძალიან შეგვცივდება, იმიტომ რომ სტოქჰოლმი ცივი ქალაქიაო, თან ამ დროს მით უმეტეს, ნოემბერშიო. არადა მანამდე იმ აზრზე ვიყავით რომ ერთმანეთს გავათბობდით როგორმე. და რომელი აზრი გაიმარჯვებს: სითბო თუ კომფორტი? ღამის კლუბებიც დილამდე არ მუშაობენ და რომ დაიხურებიან ღამე რა უნდა ვქნათ ათმა თავქარიანმა სტუდენტმა, სად ვიბოდიალოთო? გავიყინოთო?
ხვალ დილით ადრე ადგომა როგორ მეზარება. ჯერ ნაიმეგენიდან ეინდჰოვენში უნდა წავიდეთ და მერე იქიდან არის ფრენა სტოქჰოლმში, თან პლიუს, სტოქჰოლმის აეროპორტი ქალაქიდან მოშორებით ყოფილა და მოკლედ მაინც მიხარია რომ ასე დაულაგებლად და არაორგანიზებულად მივდივართ. მიყვარს ყველაფრის ორგანიზება, მაგრამ ამავდროულად მიყვარს მოულოდნელი თავგადასავლებიც.

მოკლედ ზეგ ჩამოვალ და თუ რამის თავი მექნება დავწერ ან სურათებს მაინც დავდებ მეორე ბლოგზე.

Saturday, November 8, 2008

ვიზა ბარათით ინტერნეტში პირველად რაღაც შევიძინე

ჰოდა აქ მივდივარ. შობას პოლონეთში შევხვდები. 4 დღე დავყოფ და მშობლიურ ქალაქ ნაიმეგენს დავუბრუნდები. ამ ქალაქს ვროცლავი ჰქვია და მეოთხეა სიდიდით პოლონეთში. ლამაზი და საინტერესო ქალაქია და ბევრ რამეს დავათვალიერებ დარწმუნებული ვარ.
ლამაზი არქიტექტურა და სიძველის და თანამედროვეობის ნაზავი. აი ქვემოთ სურათზე კიდევ ქალაქის ის ნაწილი, გარეუბანი თუ დასახლებაა სადაც მივდივარ. ჩემმა პოლონელმა მეგობარმა დამპატიჟა და რატომაც არ უნდა წავიდე. მსოფლიოს უდიდესი ნაწილი ოჯახთან ერთად ხვდება შობას (საქართველოს გარდა, ჩვენთვის ეს კათოლიკური შობაა, თუმცა არც მართლმადიდებულ შობას ვხვდებით ოჯახებით, რადგან ათეისტმა კომუნისტებმა ახალი წელი შემოგვტენეს საოჯახო "წმინდა" დღესასწაულად და მთელს პოსტ საბჭოურ სივრცეში ახალი წელია ოჯახთან ერთად ყოფნის დატკბობის პერიოდი). მოკლედ მაინტერესებს რა ხდება შობას ევროპაში, ევროპულ ოჯახში და დაპატიჟება მიღებულია!
ბილეთები ვიყიდე უკვე და ოცდასამში დილით დიუსელდორფიდან გავფრინდები, ოცდაშვიდში უკან დიუსელდორფში და ვინ იცის დავრჩე კიდეც ამ ქალაქში, გაგონილი მაქვს დიდი, არა, უზარმაზარი "შოფინგ მოლებიაო" და დავთვალიერდები, დავიხარჯები.

Wednesday, November 5, 2008

18:35-20:05

კარგი სურათია ხომ? აი მაგის გაკეთებაც შეიძლება მოგინდეს იმის კეთებას რასაც მე ახლა ვაკეთებ. და რას ვაკეთებ მე ახლა? ხოო, ხოო რას ვაკეთებ? უფრო გაბედულად! პასუხი იცი! თქვიი, ნუ გეშინია, გამოიცნობ. დიახ! მართალი ხარ! მე ახლა პოსტს ვწერ. უიი, გაგიკვირდა? ანუ ის კი არ გაგიკვირდა, რომ პოსტს ვწერ, არამედ ის რომ პოსტის წერას ვირის ტრ**ში თავის შეყოფა მირჩევნია. მმმმმ, საერთოდ არ მირჩევნია, ანუ ჩვეულებრივ სიტუაციაში, მაგრამ ახლა კი ნამდვილად მირჩევნია. და რატომ?
იმიტომ რომ ახლა იმ დროის მონაკვეთია ჩემთან რაც პოსტის სათაურში დავწერე და ამ დროს ინტერნეტი ისეთი გამაღიზიანებელია, რომ გირჩევნია ვირის ტრ**ში მოათავსო საკუთარი ღირებული აზრებით დატვირთული თავი... საერთოდ, ამ დროის მონაკვეთშიც კი უფრო სწრაფია ინტერენეტი ვიდრე უმეტესს შემთხვევაში საქართველოში ერთ სტატისტიკურ ინტერნეტის მომხმარებელს აქვს, მაგრამ ჭირს რაღაცეები. ანუ როგორ გითხრა რა ჭირს. მმმმმ, მიძაბავს! დიახ! ინტერნეტი მიძაბავს!
აი ახლა ყველაფერი დაიხურა და ვენაცვალე ბლოგსპოტს რომ დრაფტებში მინახავს პოსტებს... შესაბამისად პოსტის დაწერის განწყობაც ტრანსფორმირებულ იქნა ინტერნეტის დამარცხების სურვილის გამოხატვით.

წავედი. ამხელა საწოლი მეორე ოთახში მაქვს გასატანი. იცი რა მძიმეა?

Tuesday, November 4, 2008

ალანის მორისეტის ახალი ალბომის პირველი სიმღერა


ისე ვეღარ ვწერ და ისე აღარ ვწერ. ალბათ იმიტომ რომ ამ ეტაპზე არ მიმაჩნია სწორად ვწერო იმაზე რეებიც მიტრიალებს თავში. არადა რაღაც-რაღაცეები ტრიალებს. იტრიალოს აცადეთ.

იმაზე მეტი დრო გავიდა ვიდრე ბავშვობაში მივდიოდი ხოლმე სოფელში და დიდი ხნით ვწყდებოდი თბილისს. რას ვგრძნობ? საოცარია და არაფერს. ან შეიძლება და ყველაფერს, მაგრამ ცოტა-ცოტას. ცოტას მეგობრებს, ცოტას ოჯახს, ცოტას ადგილებს, ცოტას შეჩვეულ ადგილებს, ცოტას ისეთ რამეებს რასაც ვერ გადაადგილებ და შეიძლება რაღაცას მეტად და არ დავკონკრეტდები, მაცადეთ.

ბედნიერი ვარ! გიკვირთ? უფრო სწორად გიკვირს? ჰოდა მაცადე, დამაცადე მეც მიკვირს. ის მიკვირს, რომ უკვე წელიწადნახევარია რაც შევიცვალე (საბოლოოდ იმედია) იმ გაგებით რომ ყოველ დღე კარგად ვარ, ნეგატიური ისე მალე ქრება ჩემი განწყობიდან, ხასიათიდან, რომ უკვე მივეჩვიე ყოველი დღე კარგი რომ უნდა იყოს.

ჰოდა, აღარ ვწერ მართლაერთიამოსუნთქვითიკითხება პოსტებს.


გასკდა თავი. მუსიკას გამოვცვლი. მეზობლებიც წუხდებიან.


ჰოდა პოსტის სათაური ჩავრთე.

Sunday, November 2, 2008

Happy post!

ძალიან კარგ ხასიათზე ვარ! ძალიან გახარებული ვარ! და საერთოდ: ყველას გილოცავთ ახალ 2009 წელს! გისურვებთ ყველაზე კარგი ახალი წელი იყოს თქვენთვის. ეს ჩემი პირველი ახალი წელია საზღვარგარეთ და ასე მგონია საუკეთესო იქნება... თუმცა ვინ იცის.
ორი კითხვა რაც გაგიჩნდათ:
1. რა დროს ახალი წელია?
2. რატომ ვარ ასეთ კარგ ხასიათზე?
პასუხები:
1. იმ დროსია, რომ ალბათ დღეიდან ნელნელა დავიწყებ ჩემი ზამთრის სამოგზაურო გეგმების აწყობ-დაწყობას და ახალი წელი ამ ზამთრის გეგმის ერთ-ერთი საუკეთესო ნაწილი შეიძლება გამოდგეს. ამასთან, ვისარგებლე შემთხვევით და თქვენც მოგილოცეთ ახალი წელი!
2. იხ. პირველი პასუხი. თუ ვინმე რამე ისეთ კონკრეტულს ხვდება რატომ ვარ მაინცდამაინც ასეთი გახარებული (აჟიტირებული) არც იფიქროს დაკომენტება! წავშლი, დავბლოკავ, დავივიწყებ!:D:D:D ანუ ერთი ადამიანი ალბათ მიხვდება, მაქსიმუმ ორი...
თუმცა, მესამე მიზეზი ჩემი სიხარულის ისიც არის, რომ ახალი „პრივილიგირებული“ ბლოგი მაქვს და ცოტა, მაგრამ ნარჩევი მკითხველებით. ასე რომ ახლა თავისუფლად შემიძლია ვთქვა: ყველა, უკლებლივ ყველა ძალიან მიყვარხართ ვინც ამ ბლოგს კითხულობთ, მე თქვენი ყველას მეილები ვიცი!:D (მუქარას გავდა?:D)
ჰოდა, გილოცავთ!

Saturday, November 1, 2008

Utvino's post!


ჩემი პირველი განახლებული, დახურული, მკაცრ რეჟიმში მომუშავე ბლოგის მკითხველი გახდაააა (ბარაბნების ხმაური): უტვინოოო, იგივე ნინიკოოოო:) და მან მოიგოოოო (გაგიკვირდებათ და) პოსტი! დიახაც პოსტი! აი ეს პოსტი. ცინცხალი, განახლებული და "სამსინგ დაუვიწყარი" პოსტი!


ავტორის ჩართვა, თუ მოკლე ჩართვა: მაპატიეთ ყველამ (ბლოგერებმა), რამდენი ხანია არავის ბლოგზე წესიერად არ შემიხედავს, ძალიან ვარ დროში შეზღუდული, თუ ნორმალურად ვერ ვანაწილებ დროს არ ვიცი...


ანუ როგორ გახდა ახლა ნინიკო პირველი მკითხველი? 35 ადამიანს შორის ვისაც ამ დახურული ბლოგის კითხვის მოსაწვევი გავუგზავნე, პირველმა ნინიკომ დაადასტურა. უახლოეს მომავალში მკითხველთა რიცხვი 50-60მდე გაიზრდება და საკმარისია მგონი.


ჰოდა დავიწყეთ, ბლოგი იშვა მეორედო:)

Monday, October 27, 2008

ძვირფასო ბლოგის მკითხველებო!!! მნიშვნელოვანია!

სხვადასხვა მიზეზის გამო ეს ბლოგი კვირის ბოლოდან გახდება დახურული და მხოლოდ და მხოლოდ ამ ბლოგის და ჩემი ძველი მეგობრებისთვის იქნება მისაღწევი. ასე რომ, ვისაც გსურთ გააგრძელოთ ამ ბლოგის შემდგომი ხილვა უმორჩილესად გთხოვთ ამ პოსტის კომენტარად მომწეროთ თქვენი მეილები, რომ დაშვება მივცე თქვენს მეილებს და მობრძანდეთ ჩემს ბლოგზე როცა მოგესურვებათ.

რა თქმა უნდა არანაირი შეზღუდვა არ იქნება (თავში კი არ ამვარდნია), უბრალოდ ისინი ვინც არ მინდა ნახოს ეს ბლოგი არც მომწერენ თავის მეილებს.

ბოდიშს ვიხდი ხმამაღლა და ველი თქვენს მეილებს (კომენტარების სახით) პარასკევს საღამომდე.

p.s. ჩემი მეორე ბლოგი არ დაიხურება.

ნაგავი გავიტანე, სამზარეულოს მაგიდაც გავწმინდე

მიყვარს ორშაბათი, რომელიც ჩემთვის კვირაა და ეს პოსტებიც შემიყვარდა ძალიან.

Sunday, October 26, 2008

ევროპა დაგშორდათ კიდევ ერთი საათით

მიროს მოენატრება ქართული ჭაჭის: არომატი, სურნელი, გემო, ხასიათი და არა მარტო მას.

Saturday, October 25, 2008

Muge-Miro party today!

დღეს დიდი წვეულებააა: ტამტამი, ჭაჭა(!) და თურქი და ქართველი მასპინძლები (მიუგე და მე) თურქულ კერძებთან ერთად და სურათებს ელოდეთ იქითა ბლოგზე ხვალიდან!

Friday, October 24, 2008

ხმვნბს გრშ დწრლ პსტ

ჩმს ბლგზ სრლ ბლგნ, რ შმჩნთ.

Thursday, October 23, 2008

One wise man (ok, it was me) said:

When you look into the mirror, you will not see you, because it is just a reflection.


...respect and/or disrespect what you get from the people around will be a mirror for you.

Wednesday, October 22, 2008

სათაური, რომელიც პოსტს გადაარჩენს


დღეს პახმელია ვერ მომერია, გუშინ ორი ამ სურათზე აღბეჭდილი „კათხის“ დალევის მიუხედავად.

Tuesday, October 21, 2008

ახალი სტილი, ახალი ბლოგი

მხოლოდ ერთი ფრაზა - ასე დავწერ ამიერიდან, მომწონს!

Sunday, October 19, 2008

الهجوم على قافلة الناتو بهرات

აი მაგრად მკიდია! არც სურათს დავდებ ამ პოსტზე და არც გასაგებ სათაურს გამოვიყენებ! იმიტომ რომ არც ვიცი რაზე ვწერ პოსტს და სათაური და სურათი საიდან მოვუძებნო? დღევანდელ დღესაც არ მოვყვები, არც გუშინდელს და საერთოდ, ჩემს ბლოგზე იმდენი რამე არ იწერება, რომ მაგაზე ცალკე ბლოგის გაკეთება შეიძლება. რას ვაკეთებ და რა მაწუხებს ის უნდა დავწერო? ახლა მაგალითად ბლოგს ვუღიმი და შესაბამისად არც არაფერი მაწუხებს.

გაუღიმეთ თქვენც ჩემს ბლოგს და დატოვეთ კომენტარი (დედა რა პიარ გამოსვლა იყო)

Thursday, October 16, 2008

Tuesday, October 14, 2008

Writing essay

ხოოო, კარგი! პატარა ქალაქია ნაიმეგენი სადაც მე ვცხოვრობ და აქ მოსახლეობა ათჯერ ნაკლებია ვიდრე თბილისში და მხოლოდ ორი უნივერსიტეტია თბილისისგან განსხვავებით, თუმცა მეორე უნივესიტეტს ძალიან დაბალი რეიტინგი აქვს აქაურებში და შენი ბიჭი თუ რადბაუდის უნივერსიტეტში (სადაც მე ვსწავლობ) არ ჩაირიცხა, ზნაჩეტ წიპა დაუნია და მეორეში, ანუ ჰანას უნივერსიტეტში უნდა ჩააბარებინო, გაუნათლებელი რომ არ დაგრჩეს და მენაგვედ არ იმუშავოს, რაც ძირითადად უცხოელების საქმეა (არახალია რასაც ვიტყვი, რომ ყველა ევროპის განვითარებულ ქვეყნებში ასეა, შავ სამუშაოზე უცხოელები მუშაობენ). ჩემი უნივერსიტეტის კიდევ ერთი დამახასიათებელი თვისება არის ის რომ კათოლიკური უნივერსიტეტია და წმინდანის (რადბაუდის) სახელი ჰქვია. მაგრამ იცით რას გეტყვით? თუნდაც ამ პატარა ქალაქის უნივერსიტეტი, რომელშიც 17 000-ზე მეტი სტუდენტი სწავლობს რომ შევადაროთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს (რატომ თსუ-ს? იმიტომ რომ ზესიამაყე უნივერსიტეტია თბილისის) ბევრ განსხვავებას ვიპოვით. მარტივად რომ ვთქვათ: აქაური უნივერსიტეტის უზარმაზარი კომპლექსის მხოლოდ 10 პროცენტი თუ უკავია აუდიტორიებს (ავტორის შენიშვნა: აუდიტორია ის ადგილია სადაც ლექცია ტარდება:D) და დანარჩენ ტერიტორიაზე რას აღარ იხილავ სტუდენტის აქტიური ცხოვრების ხელშესაწყობად და სწავლის უკეთესი პირობების შესაქმნელად. წავედით თბილისში. თსუ-ს "კომპლექსის" 90 პროცენტი უკავია აუდიტორიებს, ხოლო დანარჩენი 10 ადმინისტრაციას და სტუდენტს რა? სტუდენტს იაფი არაყი და მოუვლელი ეზო.
ახლა ესეის ვწერ (ავტორის შენიშვნა: ესეი/essay თემა რომელიც დასაწერი გაქვს, რომ კრედიტების რაღაც ნაწილი მიიღო) და ლექტორმა გვითხრა, რომ ამობეჭდილის გარდა ელექტრონული ვერსიაც უნდა გამომიგზავნოთო და იცით რატომ? იმიტომ რომ უნვერსიტეტს რაღაც google-ის პროგრამა, სისტემა თუ რა ჯანდაბა აქვს, რომელიც ინტერნეტით გიმოწმებს საიდანმე ხომ არ გადმოწერე თემა და რამდენად ემთხვევა შენი თემა სხვის ძველ ნაშრომებს...

OMG!

Saturday, October 11, 2008

Amsterdam - city of sex

წავედი ქართველ მეგობართან და კარგი რუსული ლაპარაკის პრაქტიკაც გავიარე. კარგი საღამო იყო: მე, გიო, ანდრეი და იურა (გიოს უკრაინელი მეგობრები) ამსტერდამის ხმაურიან კლუბებში გავერთეთ და სახლში რომ მივედით დილის 6 საათზე გადავწყვიტე, რომ ჯობდა აღარ დამეძინა და ჩემს „მშობლიურ“ ქალაქ ნაიმეგენში დავბრუნებულიყავი და დილის 9 საათი იყო დაწყებული სახლში რომ მოვედი და ლოგინში შევგორდი...
მანამდე.
ქართული ლაპარაკით გული ვიჯერე, კიდევ ერთი ქართველიც გავიცანი გიოსთან, კაცი ქიმიკოსი, კაცი ტუჩის გარმონი, კაცი ბევრი თმები. მოკლედ, ასე ვითარდებოდა მოვლენები: ბაზარ-მაღაზიები, ტამტამი (ჯემბე) შევიძინე (ბედნიერი ვარ!!!), სახლი, ჰაინეკენი, დუხოვკა, პიცები, კოკა კოლა, უფასო თევზი (ძალიან გემრიელი), ჰაინეკენი, გიტარა, ტამტამი, ღორის ნენკები (მმმმმმ, სამსინგ დაუვიწყარი) და ქიმიის პატარა კოლბებში ჩასხმული რაღაც გემრიელი ალკოჰოლი, ამსტერდამის ქუჩები, მუსიკა, ცეკვა, სახლი...

Thursday, October 9, 2008

Max, I'll kick your ass some day!

იქიდან გამომდინარე, რომ არამარტო საუბრით, არამედ ფიქრითაც სამწუხაროდ უკვე ინგლისურად ვფიქრობ, ასე გადმოგცემთ ჩემს ახლანდელ ფიქრებს ამ სურათებს როცა ვუყურებ: „ოჰ, აი ჰეით იუ, იუ თრიქი ბასთარდ! იუ არ გადდემ სთრონგ ენდ ქუიქ სან ოვ ე ბიჩ!“
ქართულად გავაგრძელებ: იქიდან გამომდინარე რომ სურათებზე აღბეჭდილი ყაზილარი პირველი გუნდში თამაშობს (რამდენიმე წელია) და მისი ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშეა და მე კიდევ მეორე გუნდში ვვარჯიშობ (თამაშითაც არ ვთამაშობ ჯერ ჩემპიონატში, მაგრამ მალე ვითამაშებ) და მეორე გუნდის წევრად ვითვლები, გასაგებია, რომ ჩვენს კლასში საკმაო განსხვავებაა. ვარჯიშებზე კი ერთმანეთის წინააღმდეგ გვიწევს თამაში და რა ჯადაბად დავდექი მაგის ფლანგზე გუშინწინ! ბოლო კაცი ვიყავი ფლანგზე და გამაწამა, რამდენჯერაც შეუტია იმდენჯერ გამექცა. „ჰი ოლვეის დაზ ზეთ, ჯასთ თექლ ჰიმ, გეთ ჰიზ ეს დაუნ“ შემომძახა გუნდელმა როდესაც მაქსმა მორიგი ლელო დადო ჩემი შეცდომის წყალობით...
ვგდივარ ძირს და ეს ცხოველი ზედ მაწევს, როგორც იქნა წავაქციე, მაგრამ რის ფასად: ფეხი გადამიბრუნდა და ამ გადაბრუნებულ ფეხზე მთელი სხეულით წამოკოტრიალებულა მაქსი. სათამაშო ეპიზოდის მერე თამაშის გაგრძელება ვცადე, მაგრამ ვერ შევძელი. რა აღარ გააკეთა გუნდის ექიმმა, მაგრამ ვერაფრით ჩავერთე თამაშში და ბოლო ოცი წუთი არც ვიცი რა სიტყვა ვიხმარო (აი ბოღმას რომ სიბრაზეს დაუმატებ, მერე მინუსში რომ ხარ და მერე თავს რომ ვერ იკავებ ისე რომ გინდა თამაში) იმნაირად ვიდექი და ვუყურებდი თამაშს. თან მტკივან ფეხს ვამოძრავებდი და ორ სამ წუთში ერთხელ სირბილსაც ვცდიდი, მაგრამ უშედეგოდ...
შენი დედაც ჯეკ კი არა და მაქს! დღესაც ვერ მოვდივარ ვარჯიშზე ფეხის გამო, დღეს სახლში ვივარჯიშებ, ტრენაჟორებზეც ვერ მივდივარ, კვირას წავალ ტრენაჟორებზე და სამშაბათს მიფრთხილდი!

Wednesday, October 8, 2008

ZERO Cola


მარიამს დღეს ლექცია აქვს და ასე რომ შემიძლია ვიმეცადინო ერთი ორი საათი ხვალინდელი ლექციისთვის, მაგრამ "ცოდნის დედას" არ გავკარი! ანუ გამეორებას (გამეორება რომ ცოდნის დედაა იმაზე ვამბობ), მაინც ნასწავლი მაქვს და მეზარება კიდევ გადახედვა.

ჰოდა არ შევდივარ სკაიპიში, მეზარება.

გადავწყვიტე დღეს ჩინელი ვარ! ავდგები ბრინჯს მოვხარშავ, მერე ქათმის ფილეს შევწვავ და ეგეც ჩემი ვახშამი.


ჰოდა სურათს რაც შეეხება. გამოვიდა ახალი კოკაკოლა სახელად ზერო და აქ უკვე ფართო მასშტაბით იყიდება, იმედია თქვენთანაც ჩამოაღწევს, ჯერ აქაც ახალია და ამ სურათზე აქციის სახით უფასოდ დავაგემოვნე და იმიტომაა ასეთ პატარა ბოთლში (უფასო ყველაფერი პატარაა (c) Jaco). მაღაზებში კიდევ ჩვეულებრივი ზომის იყიდება ბანკებში და საერთოდ მაცივარში მაქვს, წავალ გავგრილდები!


P.S. ჩემი გუშინდელი და დღევანდელი დღის სიმღერაა John Frusciante - The Will To Death, წადით, იშოვეთ, გადმოწერეთ, რედ ჰოთ ჩილი პეპერსის გიტარისტია ეს კაცი და თუ არ ვცდები ეს სიმღერა (ბალადა) კურტ კობეინს მიუძღვნა...

Tuesday, October 7, 2008

I am a terrorist!


It's seems that I don't deal with mornings. 5 days without alcohol and there will be 3 more. Well hello sober life! Care for a beer?

I am different today. I told you I would change some day, as it happens every year. So screw you blog! I disguise you for being my mirror but you didn't notice that you have dust on you, so not everything is reflected on your face!

I am confident but I am furious! I am a terrorist! I'll blow you up!

Enough! I am changed! Glad to see me changed! Be afraid of my smile...


P.S. What a wonderful morning! I'll go prepare breakfast!

Sunday, October 5, 2008

ირაკლი ოქრუაშვილი ვნახე



არ მიყვარს პოლიტიკა და არც პოლიტიკოსებზე ვაფანატებ, მაგრამ სხვებთან შედარებით ირაკლი ოქრუაშვილი იმსახურებდა ჩემს სიმპატიებს და პრინციპში ახლაც იმსახურებს. დღეს ექსკურსია გვქონდა, არ ვიტყვი რომელ ქვეყანაში და ქალაქში, რატომღაც არ მინდა გამჟღავნება, თუმცა არავის გავუფრთხილებივარ რომ არ მეთქვა. და მოკლედ ირაკლი ოქრუაშვილი ვნახე (ფოტოზე).

ძალიან დამწუხრებული და ძალიან სევდიანი ჩანდა, თუმცა საკმაოდ თბილად მელაპარაკა, გამომკითხა რას ვაკეთებ, რას ვსაქმიანობ და ასე შემდეგ, თუმცა ჯერ მე გამოვიკითხე მისი ამბები, კარგად ვარ, გუშინ ჩამოვედი პარიზიდანო. ვიღაც ჩემთვის უცნობი წარმომავლობის მამაკაცთან იყო (არაქართველი, იმიტომ რომ საუბარში არ ჩართულა), ორჯერ მოვუბოდიშე, რომ საუბარში ჩავეჭერი, თუმცა ირაკლის როგორც ჩანს ეკიდა და არც იმჩნევდა. მიუხედავად იმისა, რომ თითქმის იმ დასკვნამდე მივედით რომ არაფერი გვეშველება (დაახლოებით ისე გამოუვიდა, რომ რა აზრი აქვს ეხლა შენს სწავლას დღევანდელ ქვეყანაშიო და მე ვუთხარი, კი ვარ გამოუსწორებელი ოპტიმისტი მეთქი, მაგრამ მაინც იმ დასკვნამდე მივდივარ რომ, საქართველო...) მაინც მიყვარს საქართველო, ქართველები. ორი წუთის მისული ვიყავი, რომ რას მიირთმევო და გამიხარდა რომ შემომთავაზა, თუმცა რა თქმა უნდა უარი ვუთხარი, იმიტომ რომ მეგობრებთან ერთად ვიყავი მეორე სართულზე. ერთმანეთს წარმატებები ვუსურვეთ და დავემშვიდობეთ.

P.S. უცნაურია, მაგრამ თბილისიდან აქეთ რომ მოვფრინავდი მეტიუ ბრაიზასთან ერთად ვიფრინე (მეც ბიზნეს კლასის ბილეთი მქონდა ახლოს ვისხედით ერთმანეთთან. სნობი არ ვარ, უბრალოდ ეკონომ კლასის ბილეთი არ იყო დარჩენილი) და მგონი ცნობილ ხალხს ვიზიდავ:D

Tuesday, September 30, 2008

From University to home

ჩშშშშშშშ!

(სურათზე მარჯვენა მე ვარ:D)
არავის უთხრათ! საერთოდ არავის! ხუთშაბათს ჩვენი რვიანის, ანუ "eight is great"-ის ღრეობა იმართება! ოღონდ მხოლოდ კაცები! რვა საათზე, ხუთშაბათს, კაცები რვიანიდან მაგრად დავთვრებით! ძირს ქალები! (ეს ერთი დღე მხოლოდ)
არ იქნება ოლა, არ იქნება სარა, არ იქნება ტერეზა, არ იქნება ვალერია, არ იქნება ინეზი, არ იქნება ლიზა, არ იქნება ბრიგიტა... არც ერთი ქალი არ იქნება ხუთშაბათს!
მაგრამ ჩუუუ! ეს საიდუმლოა! გოგოებს არ ვაგებინებთ და პატარა სამაგიეროს ვუხდით (თუმცა მსგავსი მათ არ უკადრებით).
წავიდა ევროპული "გამოშითფეისებაა!". სურათებს იხილავთ ალბათ პარასკევს ჩემს მეორე ბლოგზე, ოღონდ ისეთი სათაურით, რომ ვითომ ადრე მოხდა ეს ამბავი (თარიღს სხვას დავწერ) და ვითომ არ გვინდა რომ გოგოები მიხვდნენ რომ მაგათ გარეშე გამოვძეხით!
პირველი მხოლოდ მამაკაცური სასმელარეულობა ჰოლანდიაში!
იხილეთ მალე ჩემს მეორე ბლოგზედ!
p.s. ამ პოსტზე ინგლისური კომენტარები არ მიიღება!!!:D

Friday, September 26, 2008

being ქართველი



ხედავთ ხომ ამდენ ველოსიპედს? ისიც ხომ შეამჩნიეთ, რომ ერთი ცალი ყველასგან განცალკევებით არის, კარებზე მიბმული. აბა ამას ვინ გააკეთებდა თუ არა ქართველი? ჰოდა, ვინ არის ერთადერთი ქართველი ამ საყვარელ ქალაქში? რა თქმა უნდა მეეე.

საერთოდ არ მიყვარს უწესრიგობა და საქართველოში ასეთ რამეს არ გავაკეთებდი (არადა საქართველოში ვერც გავაკეთებდი, სხვა მომასწრებდა), მაგრამ აქ ასე ვაყენებ ხოლმე ჩემს ველოსიპედს სპორტდარბაზის "ველო-სტაიანკაზე".

რატომ? იმიტომ რომ ბევრი სხვა მიზეზის გარდა, ძალიან მოსახერხებელია. შემოდიხარ, იქვე აყენებ (იცი სად გყავს და აღარ ეძებ ვარჯიშის მერე, არც სხვა ველოსიპედი გიდგას გვერდით, რომ გამოყვანაში ხელი შეგიშალოს, ცარიელ ადგილს არ ეძებ დაყენებისას იცი რომ შენი ადგილი თავისუფალია, ქვეყანა რომ დაიქცეს და დაკეტვა მოუნდეთ "სტაიანკის", ვერ დაკეტავენ, იმიტომ რომ შენი ველოსიპედია კარებზე მიბმული და ბოლოს, არავინ მოიპარავს, იმიტომ რომ შენი ველოსიპედის წაღებისთვის მთლიანი კარების ჩამოღებას არავინ დაიწყებს და თან გამოსასვლელთან არის და უფრო ხილვადია) და საკმაო დროსაც იგებ...

მაპატიეთ, ქართველი ვარ...

Monday, September 22, 2008

Davide Vieni movie

Video: Miro, Konrad
Music: Miro
Acting: Eight is great

Saturday, September 20, 2008

Thursday, September 18, 2008

Postola


Oto jedyna i niepowtarzalna notka w języku polskim na blogu gruzińskim:
Miro poprosił mnie, bym coś od siebie dodała. Zdaje mi się, że to w zamian za to, że nie umieszcza moich zdjęć na swoim drugim blogu. Najwyraźniej bardzo potrzebuje polskich akcentów na swoich stronach (z czego oczywiście bardzo się cieszę). Tak naprawdę, to Miro jest świetnym człowiekiem, czasem myślę, że mógłby być moim starszym bratem. No, ale przecież nie będę o nim pisać, bo wszyscy go znacie, więc ode mnie niczego nowego się nie dowiecie (chyba, że przeszedł nieoczekiwaną transformację spowodowaną nadmierną ilością stroopwafli, interesujących obiadów przygotowanych przez niego samego, a złożonych głównie z chleba tostowego; gry w rugby i przebywania z 8 is gr8).
Do tej pory nauczyłam się paru sformułowań w języku gruzińskim i muszę przyznać, że najbardziej podoba mi się wasze 'dziękuję' ('didi madloba' jakby ktoś zapomniał). Znam też 'na zdrowie', ale nie mam pojęcia jak to się pisze (po mojemu byłoby to 'gaumardżios'). Umiałam też powiedzieć coś o żabie, która siedzi w wodzie i rechocze, ale już zapomniałam. Jedno jest pewne - wymowa gruzińska jest znacznie trudniejsza od polskiej. Obiecuję nauczyć się czegoś więcej! A myślałam, że to polski jest najtrudniejszy dla obcokrajowców...
Na koniec (bo przecież ile można czytać jakieś cudze znaczki), dodam tylko, że to zaszczyt dla mnie, aby napisać coś dla Miro i robię to z wielką przyjemnością. Pozdrawiam wszystkich czytelników (zwłaszcza Utvino, bo zawsze dużo komentuje, a nasz kochany Miro wszystko tłumaczy) i żegnam dziecięcym: "cześć czołem, kluski z rosołem!".
AnonymousOla

Wednesday, September 17, 2008

მხეცები


ეგეც შენი რაგბი! გახეთქილი ტუჩი, დაწითლებული ხელები და დასინიაკებული ფეხები... მაგრამ კარგად ვარ! არაფერს ვუჩივი, წვრილმანია ყველაფერი! გუნდი? ჰმ! ორი საათი ერთ ტემპში ივარჯიშე: დარბიხარ, უცბად დაიყვირებს ტრენერი: 10 push ups! გააკეთებ - run!

თამაშობ: Look where you through the ball Miro! მიყვირის ისევ! ვერ გავაგებინე კაცო ამ ტრენერს, რომ 6 წელი კალათბურთს ვთამაშობდი და ყოველთვის საწინააღმდეგო მიმართულებით ვიყურები ვიდრე პასს ვიძლევი. ხრიკიც იმაშია, რომ გრძნობ შენს თანაგუნდელებს მოედანზე და ისე იძლევი პასს რომ არც იყურები, ასე უფრო ლამაზია და ასე უფრო დამაბნეველია, მაგრამ როგორც ჩანს ეს არ ჭრის რაგბიში. თუმცა იმაში შევცდი, რომ ჰოლანდიელები სამყაროსგან გარიყული და უყურადღებო ხალხი მეგონა. ძალიან მეგობრულები არიან. ყველა მოდის, გაგეცნობა და მოედანზეც გამხნევებს, რადგაც იცის, რომ ახალი ხარ და გუნდს უნდა შეეწყო - თან ერთადერთი უცხოელი აღმოვჩნდი ამდენ ჰოლანდიელს შორის - არც ფერნანდო მოვიდა და არც სტივი...

საბოლოო ჯამში კმაყოფილი ვარ! მეტს ვერც მოვითხოვ ჩემი თავისგან პირველ ვარჯიშზე... ზეგ ვნახოთ.


მთელი დღე ვმეცადინეობდი, მერე რაგბი, მერე სახლი და მერე ღამის 12 საათზე წავედი ყოველკვირეულ „ფართიზე პიკენ პაბში“, მერე სახლი და ძილი...
ეხლა სადღაც დილის 8 საათია და სადღაც 40 წუთში ლექცია მაქვს. მეძინება საშინლად, ყავა მიცივდება და განადგურებული ვარ. ლექციაზე წავალ, მოვალ, ცოტას დავიძინებ ალბათ და მერე ტრენაჟორები, ხვალ ისევ რაგბი და

Tuesday, September 16, 2008

ყველა მივაძინე პოსტი




აი როგორ გინდა ეს საღეჭი რეზინი ჯიბეში მოათავსო? არადა სხვაგან სად წაიღებ? ისედაც, საღეჭი რეზინის შემნახველი ადგილი ხომ ყოველთვის ჯიბე იყო მამაკაცისთვის და ქალისთვის ჩანთა. ეს კიდევ მხოლოდ ჩანთაში თუ მოთავსდება და ესე იგი ქალმა უნდა ატაროს და ესე იგი ქალის საღეჭ რეზინს ვღეჭავ მეე?

საწყალი ჩემი ჯიბეები და უფრო საწყალი ჩემი პასპორტი, რომელიც რამდენიმე თვის წინ ავიღე და ახალია იდეაში (ერთადერთი ვიზით ჯერჯერობით) მაგრამ ახლის კი არაფერი უგავს და მარტო სამი ასოღა ეტყობა ზედ ჩემი ქვეყნის დასახელებიდან და ესე იგი მე გიადან ვარ და არა გეორგიადან (შესაბამისად ჯორჯია). გაიცრიც-გაიღუნ-გაუბედურდა ჩემი პასპორტი ჯიბეში დებით. არადა სახლშიც ვერ დატოვებ, თან უნდა ატარო, რომ შეგამოწმონ?..

არა მაინც საღეჭ რეზინს უნდა მივუბრუნდე, რომელიც მარიმ სკაიპის ერთ-ერთ სმაილიკს მიამსგავსა რატომღაც? ნეტა რატომ არ იცით?

(smirk)

Sunday, September 14, 2008

Nijmegen me honey!

Who's scent it is? Am I tired or are you the one called weather? It's raining again. It'll be raining till It will start to snow and it'll be raining again between and after snow and before snow as it has been raining for centuries here.
Who's gonna push the button to let us smile when we see a green light on the traffic light and move our bikes to the wet road waiting someone to look at you with a strict face, like it is your fault that it has been raining whole day.
Who will show us when we are right and when we are wrong though we feel that they are wrong while they are behaving right.
Why I write in a negative way about the thing I feel positive? Why I like being here? Why are you me with you wishing me not to think about you which is me and why it is clear to me and sounds strange to you?
I don't care! Silly post!

Friday, September 12, 2008

რატომ უნდა დავიძინო 2 საათზე?!


მარტო ცხოვრების უარყოფითი მხარე იცი რა არის? აი დაღლილი მოდიხარ სახლში, სავარაუდოდ ვარჯიშიდან (ჩემს შემთხვევაში რაგბიდან) და ძალიან გშია. უცბად კვერცხს შეწვავ და რაც მზა საჭმელები გაქვს თეფშზე მიაყრ-მოაყრი და ერთი მაგრად ჩაიყრი და კმაყოფილი სახე გაქვს, ბედნიერი. ახლა უფრო დაღლილად გრძნობ თავს და სასწაულად გეძინება, მაგრამ...

1. მაგიდა უნდა აალაგო; 2. ჭურჭელი უნდა გარეცხო; 3. თავი უნდა გადაიპარსო (წვერთან ერთად) თორემ ხვალ უკვე შენი ბრიტვა ვეღარ დაგეხმარება ოთხი დღის თმის და წვერის გაპარსვაში; 4. სპორტულები უნდა გარეცხო, არადა შენ ჩანთაც კი არ ამოგილაგებია და ასე ოფლიან ტანსაცმელს მეორე დღემდე ვერ შეინახავ: მაისური, შორტი, ნასკი, მაჯსაკეთი (მაჯაზე რომ გიკეთია და ოფლს რომ იწმენდ), პირსახოცი...


და ამ დროს შენ რას შვები? მიდიხარ საწოლთან და...


მკაცრი ტონით ეუბნები: მე შენზე ძლიერი ვარ და ყველაფერს პუნქტებად ასრულებ, თუმცა სარეცხის მანქანასთან რომ მიდიხარ ხედავ რომ ლუსიმ დაგასწრო თავისი (ასევე რაგბის თამაშით) გაოფლილი სპორტულების რეცხვის დაწყება და ელოდები...


სულ აღარ გეძინება! მალე ორი საათი შესრულდება და შენი სარეცხიც მზად არის: შემოიტან ოთახში, გაფენ და ეგაა...


ლოგინისკეეენ!


ორის თხუთმეტი წუთია ჯერ:(

Thursday, September 11, 2008

I AM IN THE TEAM!!!


მწვრთნელმა მითხრა სამშაბათს მოდიო. ეს კიდევ იმას ნიშნავს, რომ მე მეორე გუნდთან ერთად ვივარჯიშებ, რომელიც მესამე დივიზიონში თამაშობს უნივერსიტეტის ლიგის. ანუ ეს იმასაც ნიშნავს, რომ მე ამათთან აღარ ვითამაშებ, რადგან მწვრთნელის თქმით კლასში აშკარა სხვაობაა. ეს მაშინ, როცა რაგბის ბურთი სულ ოთხჯერ მაქვს ხელში დაჭერილი და აქედან სამჯერ აქ, ჰოლანდიაში. ეს მარტო მე არ მეხებოდა. სამს გვითხრა: მე, სტივს (ავსტრალიელი) და ფერნანდოს (ესპანელი). თუმცა ალბათ ჯეისონიც (ამერიკელი) შემოგვიერთდება თუ გაქაჩავს და უცხოელი სტუდენტები კარგად მოვერგებით ჰოლანდიელების გუნდს.
გუნდში ვარ გუნდში!!! მართალია მეორე გუნდში, მაგრამ ესეც ხომ სასწაულია? ალბათ ის მეხმარება, რომ ბევრისგან განსხვავებით წესები ვიცი და ოფსაიდს და წინ პასს გავკივივარ ხშირად.
ვნახოთ აბა თუ დამიტოვებენ გუნდში და უკან თუ არ დამაბრუნეს კურსებზე, დამწყებებისთვის.

Tuesday, September 9, 2008

ბოდიში ბლოგერებს, მეგობრებს

ველომანია
(უნივერსიტეტის ერთ-ერთი შენობის ველოსიპედების უსასრულო სადგომი)

ველო-სეირნობა ან ველო-სიყვარული




ეხლა 5 საათი დაიწყო თქვენთან, თბილ თბილისში. მე 10 წუთია რაც კითხვას მოვრჩი, ეგრეთ წოდებულ სწავლას, თუ მცდელობას. რთულია! და ამას მოველოდი, თუმცა როგორც ერთმა ჩემმა ჩვენებურმა მეგობარმა დღეს მითხრა, ქართველი არ ხარ, რამეს მოახერხებო.

და იმის თქმა მინდოდა, რომ სამწუხაროდ აღარ მაქვს დრო გავეცნო ჩემთვის საინტერესო ბლოგებს, ან თუ ვეცნობი, იშვიათად მრჩება დრო რომ ჩემი კომენტარი დავტოვო. გთხოვთ მაპატიოთ! წერის დროც არ მაქვს...

Friday, September 5, 2008

MEFE?



ჩემი მეგობრების ნამაიმუნებია

აბა ვის მამსგავსებთ?

Thursday, September 4, 2008

საინტერესო პოსტია! დავიგინო?

ვარჯიშიდან მოვდივარ (რა თქმა უნდა ველოსიპედით) და ვიღაც კაცი მორბის (ალბათ ვარჯიშობს) და გაოგნებული სახით ხმამაღლა მეუბნება (მიყვირის): „FონდოხუალებოხენგუღათეFებუღო ქონთღოლე!“ და მეც ინერციით გავჩერდი. კაცმა „წყნარად“ გარიბინა და მე რა თქმა უნდა მისი ფრაზიდან მარტო ბოლო სიტყვა გავიგე. მერე ასევე ინერციით აქეთ-იქით მივიხედ-მოვიხედე, „პროწივზე“ ხომ არ მივდივარ მეთქი (აქ როგორც მანქანის ტრასებს აქვს მიმართულება, ასევე ველოსიპედებსაც თავისი ზოლი აქვთ გზის ორივე მხარეს და წესით „პროწივზე„ არ უნდა იარო, ყოველ შემთხვევაში ჩემსავით ხშირად მაინც). ყველაფერი კარგად იყო და უცბად დამარტყა! შუქები! და წინა და უკანა ფარები ჩავრთე! ანუ უშუქოდ სიარული აქ აკრძალულია!
გავაგრძელე გზა და ორი გოგო მიდის ფეხით და ველოსიპედები ხელით მიაქვთ. წინა გოგო მომიტრიალდა და მეუბნება: „FონდოხუალებოხენგუღათეFებუღო ქონთღოლე!“
მე: I'm sorry, I speak only English!
ის: Ah ok, the police is checking if the bikes have lights (თვითონ არ ჰქონდა და იმიტომ მიათრევდა ველოსიპედს ფეხით)
მე: But I have ones!
ის: Oh, sorry, I haven't seen them! (ისეთი ბანძი ბატარეები მიყენია მე ძლივს ვხედავ ფარებს რომ ვუკვირდები)
მე: Ok, thank U

არადა იცი რა ძვირია ეს ფარები? თან წინაც უნდა გეყენოს და უკანაც, თორემ პოლიცია დაგაჯარიმებს. პირველი დღეები არ მქონდა და ბედი მაქვს რომ არსად გადვყრივარ.

მოკლედ ესეც შენი ევროპა!

ვოუ, ვოუ, ვოუ! რა დროს ევროპაა! რაგბის ვარჯიშზე არ უნდა მომეყოლა?
ჩემი სართულის მეზობელიც (ანუ ის ადამიანი ვისთანაც ვიყოფ მაცივარს, სამზარეულოს და სარეცხ მანქანას) დადის თურმე რაგბიზე, მაგრამ საინტერესო ის არის, რომ ის გოგოა, დიახ გოგო და რამ გააგიჟა არ ვიცი, თან როკერობს და თან ჩემს გვერდით აქვს ოთახი და თან წინასწარ მომიბოდიშა თუ მუსიკა ხელს შეგიშლისო. მე მაგარი მკიდია, იმიტომ რომ არანაკლებ დავაყრუებ ჩემი მუსიკით და როკი მეც საკმაოდ მიყვარს (და არც როკერების საწინააღმდეგო მაქვს არაფერი). მოკლედ ამ სართულზე ექვსნი ვართ (ანუ ვინც ზემოხსენებულ კომფორტით ერთობლივად ვსარგებლობთ). ორი ბიჭი და ოთხი გოგო. აქედან ორი გოგო დაკავებულია და დანარჩენი ორი არ უქნია ღმერთს (ეს ყველაფერი რა თქმა უნდა ბიჭმა მეზობელმა მაცნობა). ჯერ სამ მეზობელს ვიცნობ მარტო და დარჩენილ მეზობლებსაც (ორ გოგოს) მალე გავიცნობ (თუნდაც ამ პოსტის დაწერის შემდეგ, რაგდან ხმები მესმის სამზარეულოდან და მეც მშია ცოტა არ იყოს). ყველა ჩემი მეზობელი რა თქმა უნდა აქაურია, ჰოლანდიელი, მაგრამ ეს ბიჭი კაი ტიპი ჩანს და ვიცი, რომ დავუმეგობრდები. თუმცა ვერც ერთი მეზობლის სახელი ვერ დავიმახსოვრე ჯერ.

ოოოო! რაგბი მეთქი და არა მეზობლები!
ვარჯიშმა კარგად ჩაიარა და გამოცდილ მოთამაშეებთან ერთად ვივარჯიშეთ, რომლებიც წესებს გვიხსნიდნენ. ტრენერი ქალი გვყავს! ვაი მის ქალობას! ან კიდე ეს ამდენი გოგო (ჩემი მეზობლის ჩათვლით) რამ გააგიჟა რაგბი რომ აირჩია, ეთამაშათ ტენისი, ფრენბურთი, ან თუნდაც ფეხბურთი.
თამაშამდე რომ მივიდა საქმე, ბიჭები და გოგოები ცალკე ვთამაშობდით. თუმცა მე სულ უკან ვრჩებოდი თამაშის დროს და იქიდან ამომქონდა ბურთი, იმიტომ რომ დეგენერატულად ვთამაშობდით! წინ პასიც შეიძლებოდა და ვიღაც სულელი რომ გამოქცეულიყო და ვიღაცას წინ გადმოეგდო პასი, ადგებოდა ესეც და დადებდა ლელოს! ჯერ პირველი ვარჯიშიაო და წესებზე თავს არ მოვიკლავთო: არც ოფსაიდი, არც დერეფანი, არც შერკინება (გარდასახვა-არეკნი-ჯარიმაზე ხომ არც მაქვს საუბარი), ერთადერთი, ბურთის ჩახურვა არ შეგეძლო. დებილებივით დავრბოდით... თუმცა, არ მინდა ვიამაყო, მაგრამ ჩემი შეჩერება გამოცდილებსაც უჭირდათ (მაინც ვიმარიაჟე!). პასის მიცემის მაგივრად „მანიოვრს“ ვაკეთები და წინ მივდიოდი, ხან მარცხნიდან, ხან მარჯვნიდან.
ამ მანიოვრმა მიყო რაც მიყო. პირველად იყო მგონი, რომ ჩვეულებრივ სიტუაციაში თავი აღარ მოვიკალი და უკეთეს პოზიციაში მდგარ ჯეისონს პასი მივეცი და ბრახ!
ანუ, ერთმა ჰოლანდიელმა ტიპმა, მიყურა-მიყურა, შეატყო, რომ პასებს არ ვიძლეოდი და ადვილად ვიგერიებდი მოწინააღმდეგეს და გაიფიქრა, ეხლა ამას ვუჩვენებ სეირსო! თან ალბათ გუნდის მოთამაშე იყო, იმიტომ რომ ისეთი „ზახვატი“ გამიკეთა, არაფერი მტკენია, პროსტა ძირს დამაგდო, „აკურატნა“, თუმცა ძლიერად! მისდა სამწუხაროდ, პასის მიცემა უკვე მოვასწარი. თამაშის ბოლოს მადლობა გადავუხადე კარგი თამაშისთვის. მაინც კარგია, რომ გამოცდილ მოთამაშეებს შეუძვრები, ცოტა პადლიზობაც საჭიროა. თვითონაც, საღოლ ძმაო მაგარი ითამაშეო.
ტრავმა? კიიი, ერთი პატარა ტრავმა მივიღე! ცუდად დავეცი და ხელი ვიღრძე ცოტათი. ეხლა არაფერი, მაგრამ ვიცი ხვალ შემაწუხებს. მაგრამ არაუშავს! ჩემი ძმაკაცი გერმანიაში რომ წავიდა სასწავლებლად, ჩემი არ იყოს ისიც რაგბის გუნდში ჩაეწერა (და ფეხბურთისაშიც) და მგონი ერთ-ერთ პირველ ვარჯიშზე ფეხი მოიტეხა. ამას რომ დედაჩემი კითხულობდეს, ალბათ ვიზაზე დაიწყებდა ჩალიჩს, რომ ჩამოსულიყო და რაგბის ბაზა დაეხურა. აბა იცის, რომ იქიდან მე ვერაფერს შემაგნებინებს და რა ქნას, ნერვიულობს: შვილო, 6 წელი კალათბურთელი იყავი და რაგბისტობს რამ გადაგაწყვეტინაო!

მორჩა ვარჯიში და რა თქმა უნდა ჩვენი ტრენერი ისევ ჰოლანდიურად გვიხსნიდა რაღაცეებს, რაც მე, ჯეისონს და კიდევ რამდენიმე არააქაურს არ გვესმოდა და სხვა ბიჭებს ვათარგმნინებდით. ხოოო! კიდე ერთი! ჩემმა ტრენერმა რატომღაც გადაწყვიტა, რომ მე ფრანგი ვიყავი და მე ცალკე ფრანგულად მიხსნიდა. ნეტა რატომ?
ჰოდა, მხარზე დატყაპუნებები, მადლობა და კარგი ვარჯიში იყო, შენ საღოლ და არა შენ საღოლ და პირველად თამაშობ? და თითქმის პირველად, მაგრამ ჩემს ქვეყანაში რაგბი საკმაოდ პოპულარულია (ვინც არ იცის, რეიტინგით მე-14 ვართ მსოფლიოში და ჰოლანდია 48-ე) და სადიან ხარ და საქართველოდან და ხოო, კარგი გუნდი გყავთ და თურმე უფასო ცივი წყალია და დავლიდე და ლუდი? ხოო, ლუდი! ერთი ტიპი (გუნდის წევრი ალბათ) მაწვდის ლუდს, არ გინდა ძმაოო? რა თქმა უნდა გამოვართვი და ენერგიისთვის არის მეთქი ხო რა თქმა უნდა? ხოო, ენერგიისთვისო და მეც დავლიე და როგორც ჩანს უფასო იყო.
არა, თქვენ ალბათ ვერ ამუღამებთ ალბათ! ჰოლანდია, ევროპა, უნივერსიტეტის სპორტული ცენტრი, სადაც წელიწადში ამ ცენტრის საწევროს იხდი, რაც იმაზე ნაკლებია, რაც რაგბის ყოველ ვარჯიშზე რომ ლუდით გაგიმასპინძლდნენ და თან პირველი მისულიხარ, თან ჰოლანდიელი არ ხარ (ამას ხაზგასმით ვამბობ, იმიტომ რომ უცხოელები ჰოლანდიელებს, რბილად რომ ვთქვათ ჰკიდიათ და ამიტომაც მყავს ბევრი უცხოელი მეგობარი და ამიტომაც შევედი რაგბიზე, რომ ჩემი არაჰოლანდიელი მეგობრები შედიოდნენ და ამიტომაც ვდგავართ ყველა არაჰოლანდიელი ერთმანეთის გვერდზე - განა რამე პრობლემაა, უბრალოდ არ გეკონტაქტებიან მაინცდამაინც), თან არც იცნობ ადამიანს და უცბად - ლუდი!
იცი რისი ბრალია? რაგბის! რაგბი მართლა სხვანაირი სპორტია და რაგბის მართლა სხვანაირი ხალხი თამაშობს! ეს ყველას ემჩნეოდა (ანუ გუნდის წევრებს). მერე ლუდი რომ გამოვართვი, ამ ტიპმა, ეხლა დუშს რომ მივიღებთ, გამოვიცვლით, ზემოთ უნივერსიტეტის ბარში ვიკრიბებით და ყველანი ერთად მივდივართ რაღაც პაბშიო (ერთი ადგილი აქვთ ამ რაგბისტებს, სადაც ხშირად იკრიბებიან და ერთობიან, ამათ საიტზეც მქონდა ეგ ადრე წაკითხული) და წამოდი შენც თუ გინდაო. კარგი, რა თქმა უნდა მეთქი...
გასახდელში ვიღაც ტიპს ვკითხე და ეგენი არ ვიცი სად მიდიანო, მგონი ჩვენთვის პირველ წლიანებისთვის არ არის ეგო და მე სახლში უნდა წავიდეო. მერე მეც რომ დავფიქრდი, ასე შეტენვა არ მინდოდა პირველ ვარჯიშზე და წამოვედი სახლში. მეორე ვარჯიშიდან, პაბშიც წავალ რა თქმა უნდა და უკეთ გავიცნობ „ასნავნოი სასტავს“:)))
ტეხავს, რომ მარტო კვირაში ერთხელ არის...

პ.ს. დღეს სარეცხი მანქანის ხმარება ვისწავლეე! ბავშვებს ვთხოვე და ამოვიდნენ (სარა და ოლა) და დამეხმარნენ, მე კიდე კარტოფილი შევუწვი და ვაცეცხლე!:)
მორჩა! დავამუღამე სარეცხი მანქანა!

Lent

ცოტა ხანში სარა და ოლა მოვლენ! რა მაგარია! არ მომიწევს სარეცხ მანქანასთან წვალებააა! ჯერ იშოპინგებენ გოგჩოურად, ევროპულად და მერე ამოვლენ და სარეცხს დამირეცხავეეენ! მეც ვისწავლი სარეცხ მანქანასთან მოპყრობას და აღარ შევაწუხებ არავის. ყავა-სარა; კოკაკოლა-ოლა; ასე გაიყვეს სასმელი; ნამცხვარი ორივეს... თან სარას ცოტა ჰოლანდიური ესმის და არ გაუჭირდება სარეცხ მანქანაზე ჰოლანდიური წარწერების გარჩევა...


რაზე გავჩერდი? ანიტამ მომწერა, სლოვაკი გოგოა ერთი და სულ კარგი ინფორმაციები აქვს ხოლმე. ეხლა მითხრა შაბათს რაღაც სამბა ფესტივალის პონტია და ჩვენები წავალთ ალბათ ყველანიო და შენებსაც უთხარი და წამოდიო.


დღეს არ იცით რა ხდება? „პიჟამა ფართია“! და ვისი იდეაა? რა თქმა უნდა ესპანელების (რომლებიც აქ ძალიან ბევრნი არიან!) ხალხი საღამოს 8 საათზე იკრიბება ლენთში (ლენთი ჩემი ქალაქის მოსაზღვრე სოფელია და ქვემოთ მოგიყვებით ლენთზე) და ყველას პიჟამა უნდა ეცვას, დალევენ, ბარბექიუს მოაწყობენ და მერე აპირებენ ასე პიჟამოებში (დაახლოებით ასი სტუდენტი) ქალაქის ცენტრში წასვლას, ხალხის გაოცებას. მერე, როგორც მე ვიცი ერთობლივად უნდა დაწვნენ და დაიძინონ დემონსტრაციულად თუ რაღაც ეგეთი.

მე ვერ მივდივარ, იმიტომ რომ დღეს რაგბის პირველი ვარჯიში მაქვს მაგ დროს და ვარჯიშის დროს არ მგონია მაგათი თავი მქონდეს, თუმცა სურათებს ვნახავ მერე...


Lent! - ლენთი ის ადგილია სადაც ჩემი მეგობრების უმრავლესობა ცხოვრობს. სოფელია პატარა როგორცვე გაცდები ნაიმეგენს (ქალაქს სადაც მე ვცხოვრობ და ვსწავლობ). ქალაქს გაცდები თუ არა დიდი ხიდი უნდა გადაიარო, დიიიდიიი და მერე ლენთში შედიხარ და მართალი გითხრათ ლენთსაც უნდა გასცდე და 20-30 მეტრში მარჯვნივ რომ ჩაუხვევ უცხოელ (არაჰოლანდიელ) სტუდენტთა დიდი საცხოვრებელი ბანაკია და იქ ცხოვრობს ბევრი ჩემი მეგობარი და ხომ წარმოგიდგენიათ რამდენჯერ მიწევს იქ წასვლა და მერე უკან სახლში ნასვამს დაბრუნება? ველოსიპედით ნახევარი საათია ჩემი სახლიდან (ცენტრში ვცხოვრობ მაინც) და ერთი მომენტი ძალიან მეწყინა მეც იქ რომ არ შემხვდა ბინა, მაგრამ ეხლა კმაყოფილი ვარ, იმიტომ რომ ჩემს სამეგობროში ყველაზე კარგი და ყველაფრით უზრუნველყოფილი ბინა (პლიუს ადგილმდებარეობა) მე მაქვს!


კარგი, დროა ხილი გავრეცხო:)