Thursday, May 29, 2008

დღეს დაგვეწერა ეს განცხადება, გაადიდეთ და გაეცანით :)


The Man in the Panther's Skin (by Shot'ha Rust'haveli)


რომელმან შექმნა სამყარო ძალითა მით ძლიერითა,
ზეგარდმოთ არსნი სულითა ყვნა ზეცით მონაბერითა,
ჩვენ, კაცთა, მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავიფერითა,
მისგან არს ყოვლი ხელმწიფე სახითა მის მიერითა.


HE who created the firmament, by that mighty power made beings inspired from on high with souls celestial; to us men He has given the world, infinite in variety we possess it; from Him is every monarch in His likeness.

ძალიან მაინტერებდა, როგორ შეიძლება თარგმნილიყო „ვეფხისტყაოსნის“ ცნობილი „ფრაზები“... და აი რამდენიმე ოფიციალური თარგმანიდან:


1. in few words he utters a long discourse: herein lies the excellence of poetry.

2. The lion's whelps are equal (alike lions), be they male or female.
3. What thou givest away is thine; what thou keepest is lost.
4. It is a law with men that they should struggle and suffer woes, and no creature of flesh hath power to thwart Providence.
5. Better a glorious death than shameful life!
6. a hundred can overcome a thousand if they choose the best way.
7. Since the sun shines alike on roses and middens, be not thou weary of mercy to great and small.
8. when the lovely is cheapened it is no longer worth even dried fruit.
9. When a man is in trouble then needs he brother and kinsman.
10. Pitiful fainting and dying, what love dost thou think this! It is better to exhibit to the beloved deeds of heroism.
ორიგინალურ ენაზე თვითონ გადმოთარგმნეთ...

Wednesday, May 28, 2008

26 მაისის ჩემი მეგობრის პაემანი


წვიმს და მე სათვალეები დამისველდა... არ მიყვარს როცა წვიმს და ვიღაცას ელოდები... როცა მარტო არ ელოდები ამას კიდევ არაუშავს... ჩემი მეგობარი ღელავს... არააა, როგორ არ ხუმრობს... კი ხუმრობს, მაგრამ როცა იცინის მაშინაც ეტყობა, რომ ნერვიულობს თავისებურად... მგონი უკვე უყვარს, აქ მოწონებაზე აღარ არის საუბარი...

აი ამ ფრაზას ვერ ვიტან: „თორმეტზე სახლში უნდა ვიყო“, თუმცა კაი დღე იყო, დაქალსაც არაუშავდა... :)))

Counting

მოიცა დავითვალო...
აჰაა! 80 დღეში საქართველოს დავტოვებ. საგნები - მომენატრება:

1. ტელეფონი - ხდება ასე... დარეკავს... უხერხული სურათები ზოგიერთ თამამ ადამიანზე... წავშლი... ახსნა მეზარება... ვიდეობსაც წავშლი... არაფერს გადავიტან ახალში... მომენატრება...

2. ტამტამები - ყველა ტამტამს თავისი უნიკალური ისტორია... სხვადასხვა მარშრუტი... ბევრი მოგზაურობა... ბევრი ადამიანის ფეხებშუა (კომენტარი არ მინდა)... ბევრი ადამიანის ხელის ტყაპუნი... მომენატრება... ყველა მომენატრება...

3. Folder-ი Miro - 1gb flash ბევრს ვერ დაიტევს... მომენატრება... ყველა subfolder-ი მომენატრება... წავშლი... ბევრს წავშლი...

4. გიტარა - ვერ გადავიტან...

5. Samsung Gao 50 - ტელევიზორის ყურება არ მომენატრება... ტელევიზორი მომენატრება...

6. საწოლი სადაც მძინავს - ვერ წავიღებ... ახლიდან ალბათ გადმოვვარდები... ვერ შევეჩვევი... მომენატრება...

7. ქალები - არ მომენატრება... რადგან საგნებად აღვიქვი ისეთი კატეგორიის ქალები არიან, რომ არ მომენატრება...

Thursday, May 22, 2008

უკანასკნელი პოლიტიკური კომენტარი (ალბათ)

ჩემი აზრით როგორი რეაქცია ექნებოდათ ჩემს ვითომ აპოლიტიკურ მეგობრებს არჩევნების დღევანდელი შედეგებიდან გამომდინარე:


ჭუკი: მაგდა ანიკაშვილი უნდა იყოს პარლამენტში და დავით უსუფაშვილი საშვით შედიოდეს?

ნიკა: პოლიტიკაზე საუბარი არ მინდა, მაგრამ... (მერე დიდი პოლიტიკური „რეჩი“)

მახაშვილი: ხალხი ისევ გავა ქუჩაში და გაბედონ აბა მეორე 7 ნოემბერი!

ეკატერინა: მიხარია, რომ კიდევ ერთ სიბინძურეში მე მონაწილეობა არ მიმიღია!

შაკო: გაიმარჯვა ხალხის აზრმა!

რუსლანი: ვააა, ოპოზიციას (გაჩეჩილაძე) ამდენ ხმებს თუ დაუწერდნენ არ მეგონა!

Monday, May 19, 2008

ეს დღეები არ მცალია...


[12/8/2007 6:33:37 PM] Detka says: привет-привет
[12/8/2007 6:34:29 PM] Detka says: как жизнь?
[12/8/2007 6:34:51 PM] Detka says: думала, ты меня уже не помнишь...
[12/8/2007 6:36:16 PM] Detka says: не знаю... те, которые я хочу, чтоб помнили, помнят... рада, что ты тоже не отличился в обратную сторону :)
[12/8/2007 6:45:38 PM] Detka says: а как там твои девушки?
[12/8/2007 6:45:47 PM] Detka says: жениться все еще не собираешься?
[12/8/2007 6:51:02 PM] Detka says: а что придумывать?!
[12/8/2007 6:51:06 PM] Detka says: все по плану...
[12/8/2007 6:51:12 PM] Detka says: водка и девушки
[12/8/2007 6:51:45 PM] Detka says: одно другому не мешает, да?

კაია კაი ცხოვრება არაა?

ახლა რისი თქმაც თავში მინდოდა: ეს დღეები არ მცალია, რომ დავჯდე და რამე დავწერო, უამრავი საქმე მაქვს! აქედან გამომდინარე, ახალი პოსტებითაც ვერ გაგახარებთ ალბათ რამდენიმე დღე... და ეს ტექსტი ზემოთ ერთ კარგ გოგონას ეკუთვნის... მოკლეა, მაგრამ განწყობა ჩემებური:)))

Wednesday, May 14, 2008

შემოხაზე 5!

არჩევნები დღეს ალბათ ყველაზე ცხელი თემაა და მეც ამიტომ გადავწყვიტე ეს პოსტი დამეწერა.

მაშ ასე, დავიწყოთ!

სანამ არჩევნებზე წავსულვართ და ჩვენი არჩევანი გაგვიკეთებია კარგი იქნება თუ უფრო დარწმუნებულები ვიქნებით ჩვენს არჩევანში. მიუხედავად იმისა, რომ ეს სტატია წინასაარჩევნო აგიტაციას ჰგავს, მაინც ვეცდები ობიექტურად შევაფასო პრე-ელექტორული მარათონი (ბოდიში ბარბარიზმისთვის, უბრალოდ ტავტოლოგიას მოვერიდე), თუმცა ძალიან გამიჭირდება, იმიტომ რომ ერთი ადამიანის აზრი მაინც სუბიექტურია, თუ მას უმრავლესობა არ დაეთანხმა...

მანამდე მინდა ვნახოთ რა არჩევანი გვაქვს:

№1 – მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული პოლიტიკა“ (გოჩა ფიფია და არაყის „უშბა“ სხვა ჩამომსხმელები)

№2 – საქართველოს რესპუბლიკური პარტია (უსუფაშვილი, ხიდაშელი, ბერძენიშვილები, ბათიაშვილი...)

№3 – საარჩევნო ბლოკი „მემარჯვენე ალიანსი, თოფაძე – მრეწველები (მ.გ.ს., ერთობა, ე.დ.პ.)“ (ანუ თოფაძე და მისი ხალხი ედეპეშნიკებთან ერთად)

№4 – „შალვა ნათელაშვილი – საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ (აი, ბოლო შანსი რომ გვაქვს გადარჩენის ეგაა)

№5 – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გამარჯვებული საქართველოსათვის“ (მიშა...)

№6 – პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოს სპორტსმენთა კავშირი“ (ღმერთო ჩემო! ამათ ალბათ ჰგონიათ, რადგან მანამდე პარლამენტში 2-3 სპორტსმენი შეყარა სხვადასხვა რეიტინგულმა პარტიამ ეს ასე უნდა იყოს ყოველთვის და კიდევ ერთხელ: ღმერთო ჩემო!!!)

№7 – საარჩევნო ბლოკი „გაერთიანებული ოპოზიცია (ეროვნული საბჭო, მემარჯვენეები)“ (გაჩეჩილაძე+გამყრელიძე=ბევრ ხაინდრავას და კოკო გამსახურდიასნაირ ხალხს: ერთი ნარკომანი ძველი ბიჭია, მეორე დებილი გიჟი... ეგრე მიშაც გიჟია, მაგრამ ის ჭკვიანი გიჟი მაინც არის და მე დებილ გიჟებს ძალიან ვერიდები, იმიტომ რომ გაცილებით ბევრი შეცდომა შეუძლიათ ჩაიდინონ, ვიდრე ჭკვიანმა გიჟებმა)

№8 – „სრულიად საქართველოს რადიკალურ-დემოკრატთა ნაციონალური პარტია“ (კუპრაშვილი შალვა, გვილავა გიორგი, მანაგაძე თამაზი – ეს ხალხი გეცნობათ? ჰოდა ესენი არიან ამ პარტიის სიაში პირველები)

№9 – პოლიტიკური გაერთიანება „ქრისტიანულ-დემოკრატიული ალიანსი (ქდა)“ (გია მაისაშვილი... თუმცა აქ სამი წერტილი რად უნდოდა არ ვიცი)

№10 – „გიორგი თარგამაძე – ქრისტიან-დემოკრატები“ (ე.წ. ჟურნალისტებ-პედაგოგები და სხვა განათლებული „არაპოლიტიზირებული“ ხალხი)

№11 – საარჩევნო ბლოკი „ტრადიციონალისტები – ჩვენი საქართველო და ქალთა პარტია“ (აკაკი ასათიანი გენდერული თანასწორობისთვის!)

№12 – საქართველოს პოლიტიკური პარტია „ჩვენი ქვეყანა“ (№8 პარტიის იყოს, არც ამ პარტიაში არიან ქართული პოლიტიკური „ისთაბლიშმენტის“ ცნობილი სახეები)


ჩემი არჩევანი ალბათ უკვე პოსტის სათაურიდან იკვეთება და ვეცდები ამ არჩევანის მიზეზებზე ვისაუბრო. პირველ რიგში, ნაციონალებისთვის ხმის მიცემა იმიტომ გადავწყვიტე, რომ რაც მე პოლიტიკას ვაკვირდები, ახალი ხელისუფლების მოსვლა ახალი ძალისთვის ძალაუფლების გადაცემას, ანუ ფულის თავიდან გადანაწილებას იწვევს და ეს ფინანსური „სახეცვლილება“ სამწუხაროდ ყოველთვის უბრალო ხალხის ხარჯზე ხდება ხოლმე, თან ამას ნებისმიერ შემთხვევაში მოსდევს გარდამავალი პერიოდი, რაც უარყოფით გავლენას ახდენს ქვეყნის ეკონომიკაზე. მეორე არგუმენტი ის არის, რომ მიუხედავად ბევრი ხარვეზისა, მაინც მიმაჩნია, რომ ეს 4 წელი უფრო დამაკმაყოფილებელი იყო, ვიდრე ისეთი, როგორსაც ოპოზიცია ამბობს. ქვეყანა რაღაც დონეზე ამოვიდა ჭაობიდან და სრული გაუკუღმართებული საქმის კეთების ჩვევიდან.

ასე ჰაერზე რატომ ვილაპარაკოთ, როდესაც შეგვიძლია ხელისუფლების კონკრეტული მონაპოვარი თუ შეცდომა ავწონ-დავწონოთ:


დადებითი:

1. ბიუჯეტი გაიზარდა რანდემჯერმე, რაც უდავოდ მიღწევაა;

2. გაიზარდა ხელფასები, პენსიები და სხვა სოციალური შეღავათები (თუმცა, ამან და არა მარტო ამან გავლენა იქონია ქვეყანაში ფასების გაზრდაზე, თუმცა პროპორციულად ხელფასის მატების ტემპი გაცილებით მაღალია, ვიდრე ფასების ზრდა);

3. ქვეყანაში შეიქმნა გარკვეული ინდუსტრიული ბუმი, ყველგან რაღაცა შენდება და საბედნიეროდ ბევრი უცხოური და საკმაოდ რეიტინგული ბრენდი შემოდის საქართველოში, თუნდაც სასტუმროების სახით (მე დაგებული გზების და შადრევნების თემას სპეციალურად არ ვეხები, მაგრამ სხვაც ბევრი აშენდა);

4. გაიზარდა ქვეყანაში უცხოური ინვესტიცია, რის გარეშეც ეკონომიკა ვერ წავა წინ და მნიშვნელოვანია, რომ ეს ხალხმა გაიგოს: უცხოური ინვესტიციის გარეშე იმ ფულით, რაც შენს ქვეყანაში ტრიალებს შორს ვერ წახვალ;

5. საგრძნობლად იმატა ტურისტთა ნაკადმა და საერთოდ ეს სფერო მართლა წინ მიდის, რისთვისაც ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება აუცილებელი წინაპირობაა. თუმცა ჯერ შორს ვართ იმისგან, რომ სხვა თუნდაც საშუალო დონის ქვეყნებს შევედაროთ ტურისტების საოდენობაში, რაზეც უარყოფითი გავლენა რამდენიმე ფაქტმა იქონია: პრემიერ-მინისტრის და პრეზიდენტობის კანდიდატი ბიზნესმენის გარდაცვალება, რასაც ისიც ამძაფრებს, რომ ამ ყველაფერში გავრცელებული ვერსიით ხელისუფლბა არის ეჭვმიტანილი და ერთი რამე რასაც დღევანდელ ოპოზიციას ვერ ვპატიობ – კარვების გაშლა-გამოშლა, რასაც ხელისუფლებისგან რა თქმა უნდა უფრო ცუდი პასუხი მოჰყვა, მაგრამ ამაზე პასუხისმგებლობას მე მაინც ოპოზიციას ვაკისრებ, რადგან მე ყოველთვის უარყოფითად განმაწყობს ისეთი შემთხვევები, როცა რომელიმე პოლიტიკური ძალა სკამისთვის ხალხს ბოროტად იყენებს, მაგრამ რას იზამ, პოლიტიკაში სულ ასე ხდება... ამ ყველაფერს გაყინული კონფლიქტების თემაც მიუმატეთ და საქართველო არც თუ ისე კომფორტული ტურისტული ობიექტი ხდება მშვიდობის მოყვარული ტურისტებისთვის;

6. პატრული – უდაოდ პატრული! პატრული ნამდვილად ჯობია საგზაო პოლიციას და საერთოდ ამ სფეროში გატარებული რეფორმა ჩემი აზრით სამაგალითო უნდა იყოს სხვა ქვეყნებისთვისაც!

7. კორუფციის დონის მინიმუმამდე დაყვანა. ქვეყანაში, სადაც ყველა საქმეში ქრთამის გადახდა გარკვეულ ქცევის წესად იყო ქცეული, რასაც არც ქრთამის მიმცემი და არც ქრთამის მიმღები არ აპროტესტებდა, ნამდვილად რთულია შეცვალო ეს ხალხში და არც ის არის ცუდი, როცა გადასახადის გადახდის სავალდებულობაც შეახსენეს ხალხს, მაგრამ შეიძლება თვითონ საგადასახადო სისტემა გადასახედი. შევარდნაძის პერიოდში სულ იმას გაჰყვიროდნენ, კანონი, კანონიო, არავინ იცავს კანონსო, მერე მოსთხოვეს კანონის შესაბამისად გადასახადის გადახდა და ეგ უკვე აღარ მოეწონათ. მიუხედავად ამისა, რეალობისგან შორს არ უნდა წახვიდე და უკიდურეს რადიკალიზმში არ უნდა გადავრდე, რასაც ითხოვ რეალური უნდა იყოს და ყველაფერი ეტაპობრივად უნდა მოხდეს. ამიტომაც მიმაჩნია, რომ საგადასახადო სისტემა გადასახედია და ქართულ რეალობასთან არის მოსარგები...


უარყოფითი:

1. ქართული სასამართლოს საეჭვო „დამოუკიდებლობა“ (გვირგვლიანი, რობაქიძე);

2. 7 ნოემბერი;

3. სხვა გაუაზრებელი შეცდომები, რომელთა უმრავლესობა პირადი შურისძიების გამო მოხდა;

4. ქვეყანაში პროდუქტზე ფასების საგრძნობლად გაზრდა;

5. ზოგიერთი ისეთი პოლიტიკური ფიგურა და თანამდებობის პირი, რომელიც მხოლოდ იმიტომ მოხვდა სავარძელში, რომ დროშას უფრო ენერგიულად იქნევდა, რის შედეგადაც, ბევრი თავში ავარდნილი, გამოუცდელი და გაუნათლებელი ახალგზარდა არასწორ საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებებს იღებდა და ამ შეცდომების გამოსწორება შემდეგ რთული ხდებოდა. ხოლო ზოგიერთი პოლიტიკური თანამდებობის პირის ცინიზმმა თავიანთ კარიერასვე გადაუსვა ხაზი;

6. უმუშევრობა, ძველი კადრების სამსახურიდან გათავისუფლება და მზრინველობის გარეშე დატოვება და ისეთი ტენდეციის დამკვირდება, რომ 40 წლის ადამიანი თუ სამსახურს დაკარგავს, მისთვის კარიერული წინსვლა კი არა სხვა სამსახრუში მოხვედრაც შეუძლებელი ხდება...


ეს ყველაფერი რაც გამახსენდა ის ჩამოვთვალე და თუ ამას ხელისუფლების მომხრე წაიკითხავს რაღაცეების პლიუსებში დამატებას მომთხოვს, ხოლო თუ ოპოზიციის მომხრე, მაშინ ამ ხელისუფლების უარყოფითი მხარეების ჩამონათვალის გაზრდას უნდა ველოდოთ, მაგრამ ჩემი აზრით საკმარისია! ზოგადი სურათისთვის ესეც კმარა!

ჩემი არჩევანის გამართლებას კიდევ აღარ დავიწყებ და მოგიწოდებთ ისევ იგივეს: შემოხაზეთ 5! მაგრამ ყველამ არა, თორემ აი მაშინ წავა ჩვენი საქმეები უკან-უკან. ფაქტია, რომ არც ერთი ხელისუფლება არ არის კარგი, თუ მას ქმედითი ოპოზიცია არ ჰყავს. მე რასაც ვაკვირდები, დღეს ჩვენს ქვეყანაში ქმედითი ოპოზიცია არ არსებობს. მოდით გადავხედოთ რას ითხოვდა ოპოზიცია ნოემბერში: 1. ამის გადადგომა, იმის გადადგომა; 2. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის შეცვლა; 3. საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანა; 4. საზოგადოებრივი მაუწყებლობის ხელმძღვანელის მოხსნა და მეტი საეთერო დრო... ეს ყველაფერი კარგი და ხალხს რა? ყველა მოთხოვნა აღარ მახსოვს, მაგრამ ის ზუსტად ვიცი, რომ არც ერთი არ იყო მიმართული ქვეყნისთვის, თუ მისი ხალხის მდგომარეობის სასიკეთოდ შეცვლისთვის და ყველა მოთხოვნა იყო ისეთი, რაც მათთვის სკამების მოტანას ემსახურებოდა.

მე მარტო ნოემბერს არ ვგულიხმობ! ამ 4 წლის განმავლობაში არც ერთი ოპოზიციის მიერ წარმოდგენილი წინადადება არ მახსენდება, რაც ხალხის ყოფას შეცვლიდა თუ ქვეყნის განვითარებისკენ იყო მიმართული. ამ მიზეზების გამო არ მიმაჩნია დღევანდელი ოპოზიცია იმ ძალად, რაც ჩვენ გვჭირდება! მაშინ რა ვქნათ? ყველამ 5 შემოვხაზოთ? პრინციპში, ეგრეც რომ ვცადოთ და პარლამენტში ყველა ნაციონალური პარტიის წარმომადგენელი მოხვდეს (რაც ვერ მოხდება), სულ 2-3 თვე დასჭირდება იმას, რომ ამავე პარლამენტში გაჩნდეს ოპოზიცია. ეს ხომ ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთ აზრზე როგორ დავრჩებით და რაღა თქმა უნდა ერთმანეთს დავჭამთ. ქართული ხასიათის უარყოფითი გამოვლენის თემას აღარ გავაგრძელებ და ისევ ჩვენი არჩევანის თემას დავუბრუნდები! ასეთი გზა არ მომწონს! რამდენიმე ოპოზიციური პარტია მაინც უნდა ავარჩიოთ, რომ ხელისუფლებას თავში არ აუვარდეს და ის გააკეთოს და ისე ცვალოს კანონები, როგორც მას სურს!

თუ ისევ იმ კუთხით მივუდგებით, რომ ყველა ოპოზიციური პარტიის გამორჩევა ხელისუფლების მძაფრი გინებით შეიძლება, ეს ცოტა დაგვაბნევს! არადა, ყველა ცდილობს, რაც შეიძლება მეტი შემართებით გაანადგუროს ხელისუფლება ინფორმაციულ ომში და წარმოაჩინოს, როგორც საქართველოს მტერთა გაერთიანება! ამაზე მხოლოდ ერთი რამე მახსენდება. ჭკვიანი კაცი იყო ნიცშე, როდესაც ასეთი სიტყვები დაწერა: „მეგობრად ის მიიჩნიე, ვისაც იგივე ადამიანები სძულს, ვინც შენ.“ სწორედ ეს არის ოპოზიციის დღევანდელი კრედო და ეს სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ ამართლებს. ხალხის არჩევანი მეტწილად განპირობებულია იმით, რომ „ეს“ რაც არის აღარ უნდათ და უნდათ „სხვა“ და რადგან იმ „სხვასაც“ „ეს“ არ უნდა და მკაფიოდ ეწინააღმდეგება, ესე იგი ის „სხვა“ უკეთესი გამოდის. ნუთუ ამაში დევს რაიმე ლოგიკა?

საკმარისია! დროა ავირჩიოთ ოპოზიციურ ძალთაგან ღირსეული და ნომრების მიხედვით მივყვეთ:

№1. ვინმეს გოჩა ფიფიას არაყი მოგწონთ? მე არა! ალბათ ისიც გაგიგონიათ რითი მზადდება ეგ არაყი და ალბათ ეს ინგრედიენტი მის პიროვნულ თვისებებშიც ჭარბობს;

№2. ჭკვიანი ხალხია ვერაფერს იტყვი, მაგრამ არ ვენდობი ბათიაშვილს და ძალიან მაღიზიანებს თინა ხიდაშელი!

№3. ხოო, „ყაზბეგი“ აშკარად ჯობია „უშბას“! ალბათ ამათი გასვლა მეწარმეობას განვითარებას წაადგება, მაგრამ აქ არის „ედეპე“, რაც ახლოს არის სარიშვილთან, რაც თავის მხრივს ახლოს არის გიორგაძესთან – რუსეთთან – აფხაზეთის დაკარგვასთან;

№4. შალვა ნათელაშვილი...

№6. კუნთმაგარი სპორტსმენები...

№7. არც ერთი მიზეზი არ ვიცი, რატომ უნდა მივცეთ ამათ ხმა! არ მინდა გრეჩიხა! არ მინდა კოკო! არ მინდა კობა! არ მინდა ბესელია! არ მინდა გაბლატავებული კუკავა! არ მინდა ნარკომანი ხაინდრავა! არ მინდა პოლიტიკური „პრასტიტუტკა“ ჯონდი! არ მინდა მტირალა ცაგარეიშვილი! არ მინდა ფიქრია და არც არავის უნდა ეს ქალი! და ბოლოს – არ მინდა გამყრელიძე, რომელიც ჭკვიანი ადამიანი ჩანდა, მაგრამ ხანდახან ნათელაშვილის გაუარესებული ვერსიაა!.. მაგრამ იცი კიდევ ვინ არ მინდა? აი ესენი: ბოკერია, ნადირაძე, ლომაია, კირკიტაძე... მიუხედავად იმისა, რომ მათი გვარები ვერ ამოვიკითხე საარჩევნო სიებში, თუმცა მათნაირები კიდევ გამოჩნდებიან... ასე რომ გავაგრძელოთ ღირსეული ოპოზიციის ძიება!

№8 უცხო ხალხია და თუ იმ პრინციპით ხართ განწყობილი ამ არჩევნებზე, რომ სხვა ნებისმიერი გაამართლებს ვიდრე ეს ხელისუფლება, მაშინ მოდით ამათ მივცეთ შანსი;

№9 აი ამას შეიძლება კაცმა მართლა მისცე ხმა! მე მაგალითად ნაციონალებს რომ არ ვაძლევდე ხმას, ნამდვილად ცხრას შემოვხაზავდი! მიმაჩნია, რომ მაისაშვილისნაირი გამოცდილების მქონე და პროგრესულად მოაზროვნე ხალხის დრო მოვიდა ქართული ეკონომიკისთვის და ასე მგონია შესანიშნავად შეეწყობა გურგენიძეს, რომელიც ასევე იმსახურებს ჩემს სიმპატიებს;

№10 ცუდი ხალხი არ ჰყავს თარგამაძეს და შეიძლებოდა ამათთვისაც ხმის მიცემა, მაგრამ ჩემთვის ეს გარკვეული რისკია! არა იმიტომ, რომ პოლიტიკაში გამოუცდელი ხალხია, არამედ იმიტომ, რომ მეშინია ასლან აბაშიძის ხელი არ ტრიალებდეს ამ პარტიაში და შესაბამისად ისევ და ისევ რუსეთის;

№11 აკაკი ასათიანი მე პირადად მომწონს და ამ პარტიასაც დადებით რეკომენდაციას გავუწევდი!

№12 პარტია „ჩვენი ქვეყანა“ – არ მგონია თქვენი გახდეს ეს ქვეყანა...


არჩევანი თქვენზეა! არ შეცდეთ!

Tuesday, May 13, 2008

You are something nothing

So many faces, names that name the games we're playing, one game we end and it starts the same, may be I'm the one to blame, and may be I must feel the shame, rules are the same so is a an aim, it won't stop till someone reaches the fame...
But, I will probably loose - you make me lame!

უცნაური დარაჯი

არა, ალბათ მართლა ყველას იცნობს ვინც კი აივლის და ჩაივლის! ყველა ამვლელ-ჩამვლელ მანქანას ხელს უწევს და ისინიც პასუხად უსიგნალებენ. ტიპიური ქართველია: დაბალი, ღიპიანი, მელოტი, ღაჟღაჟა მომღიმარი სახით და რაც ყველაზე მთავარია, რამდენიც გვერდზე ჩავუარე, იმდენი მღერის. იმღეროს, ვინ უშლის, არც არავის აწუხებს, მაგრამ საქმე იმაშია, რომ გადასარევი ხმა აქვს და ქართული სიმღერის მრავალხმიანი ბუნებიდან გამომდინარე საცოდაობაა მისი მარტო სიმღერა.

ამ კაცის ნახვა თითქმის ყოველ დილით მაქვს გამოწერილი და ამიტომაც არის, რომ ყოველი ჩემი დღე პატრიოტული შემართებით და ამაღლებული განწყობით იწყება! მარტო ჩემი? ჩემს გარდა, ალბათ ორასზე მეტ კაცს უხდება ალბათ მისი ჰაერში ტალღებად გაფანტული ღიღინის მოსმენა.

ისე, ნამდვილად ვერ დავითვლი რამდენჯერ ჩამივლია გვერდით და ერთხელაც არ შევჩერებულვარ, თუნდაც ერთი წუთით, თუმცა ყოველთვის მაქვს სურვილი. არადა მე მხოლოდ ადგილზე გაჩერების და მოსმენის სურვილი არ მაქვს, ასე მგონია, რომ გავჩერდე, მეც ვერ მოვითმენ და სიმღერაში „შევეშვლები“. აი, ამის მეშინია და იმიტომაც ვკრეფ მხოლოდ რამდენიმე ბგერას მისი საგალობლებიდან და ამით ვკმაყოფილდები...

Wednesday, May 7, 2008

Goodbye is not the end (part 2)

You see, when you say goodbye it gives you a feeling that it’s not over yet, even if you intend to finish this sh!t up. Relationship ends when you say nothing! When you just leave! But if you said a goodbye by mistake, then you should wait for something in the future.
So, when you say goodbye you mean let’s start all over. It’s like a hope that everything will be way different next time. But if you need to take it to the end, you must do something really bad! It’s always easy! Because, we make too many mistakes and it happens too often. However, paradoxically, when you try to do things that are wrong, sometimes it occurs that you have done something right.
As a result, when you say goodbye you ruin it all! You must never say goodbye!

Monday, May 5, 2008

სპორტული მიმოხილვა

ორი დღის წინ სპორტული ტრავმა მივიღე...

სახლიდან გამოვედი და სატრენაჟორო დარბაზისკენ დიდი სპორტული ჩანთით და არანაკლები სპორტული შემართებით დავადექი გზას. გზაზე ნარეკლიშვილების მაღაზიაში შევიარე და გაზეთი ვიყიდე (რაღა თქმა უნდა სპორტული გაზეთი „სარბიელი!“) იქიდან გამოსულმა გაზეთის კითხვა დავიწყე და თან გზის ერთი მხრიდან მეორე მხარეზე გადასვლა დავიწყე. ალბათ ჯობია, მაშინ გაეცნო პრესას, როცა მოკალათებული ზიხარ სავარძელში, ან თუნდაც მაშინ, როდესაც ფეხზე დგახარ, მაგრამ ერთ ადგილზე მაინც ხარ გაჩერებული. არადა კრწანისის ქუჩაზე ყოველთვის კარგი გზაა დაგებული, მაგრამ ის ერთი თხრილი იმისთვის საკმარისი იყო, რომ სპორტულ დარბაზში სარბენად გამზადებული ჩემი მარჯვენა ფეხი არასწორი ტრაექტორიით იმ თხრილში აღმოჩენილიყო...
ვერ გეტყვით რაზე უფრო ვნერვიულობდი: ის, რომ იმ დღეს ვერ ვივარჯიშებდი (უფრო სწორად ვერ ვირბენდი, თორემ სავარჯიშოდ მაინც წავედი, უბრალოდ ფეხები არ „დავტვირთე“), თუ იმაზე რომ საღამოს ღამის კლუბში წასვლა მქონდა მკაცრად ამოჭრილი გულში და ცალ ფეხზე ცეკვა ცოტა რთული იქნებოდა (თუმცა ჩემი უცნაური ხასიათიდან გამომდინარე არც ეს ვარიანტი იყო გამორიცხული). ალბათ, ორივეზე თანაბრად ვწუხდი, მაგრამ შედეგი მაინც ის გახდა, რომ ჩემი „ვიქენდი“ ვერ გამოდგა ისეთი, როგორსაც ცაგარელი მპირდებოდა და როგორიც მე დავგეგმე...
პრინციპში ცაგარელს ვერაფერს დავაბრალებ, იმიტომ რომ მაგ კაცის მაინც არასოდეს მჯეროდა და არც მაგის ვარსკვლავები მწყალობდნენ განსაკუთრებულად...
ვარჯიშმა ნორმალურად ჩაიარა, თუმცა ჩემმა ფეხმა საკმაო დეფორმაცია განიცადა და მარცხენა ფეხისაგან ზომით მკვეთრად განსხვავდებოდა. კარგი ის იყო, რომ „თანამეტრენაჟორეებმა“ მირჩიეს მაზი ბენგეი მეყიდა და ის მომირჩენდა ფეხს ერთ დღეში. მეც, ვარჯიშიდან გამოსული აფთიაქში შევედი და ვიკითხე ეგეთი დასახელების მაზი ხომ არ ჰქონდათ. გამიყიდველმა ამომხედა, შემდეგ ჩემს სპორტულ ჩანთას დააკვირდა და საკმაოდ სერიოზული სახით მიპასუხა:
– დიახ გვაქვს! ორნაირია: ერთი ჩვეულებრივი და მეორე სპორტული ტრავმებისთვის...

ორი დღის წინ სპორტული ტრავმა მივიღე...

Friday, May 2, 2008

აი, როგორები ვართ ქართველები...

გუშინ სამარშუტო ტაქსით ვმგზავრობდი და ასეთ დიალოგს შევესწარი:მგზავრი: უი, თქვენ ნუცუბიძის ქუჩით მიდიხართ?მძღოლი: დიახ ქალბატონო, ასე ავდივარ და მერე ასათიანის ქუჩით ჩამოვალ.მგზავრი: გამიჩერეთ მაშინ აქ სადმე თუ შეგიძლიათ? ნამდვილად არ ვიცოდი ასე თუ ადიოდით (მძღოლი აჩერებს და მგზავრი საფულიდან უცბად ლარიანს იღებს და მძღოლს აწოდებს).მძღოლი: რას ბრძანებთ ქალბატონო! ჩაბრძანდით, არ არის საჭირო! ჩაბრძანდით, ჩაბრძანდით.მგზავრი: მაპატიეთ, არ ვიცოდი, დიდი მადლობა!მძღოლი: როგორ გეკადრებათ!მგზავრი ჩადის. მძღოლი მანქანას ძრავს და გაბრაზებული სახით იძახის – შენი დედის ტრ... მოვ... არ უნდა უყურო რა აწერია ამხელა ტრაფარეტს, სანამ ამოხვალ?..
ახლა საჭიროა პაუზა, რომ მეც და თქვენც გავაანალიზოთ რა მოხდა (და მე კიდე ეს ყველაფერი აქ შევაფასო)...
ბევრი ნაკლი გვაქვს ქართველებს! მთავარი ის არის, რომ ჩვენთვის შუალედური არ არსებობს:1. რაღაცა ან მოგვწონს (რბილად რომ ვთქვათ) ანუ აღფთოვანებული ვართ ან ძალიან, ძალიან არ მოვწონთ და ვიგინებით ან სხვაგვარად (რაც მთავარია ხმამაღლა და სხვების გასაგონად) გამოვხატავთ ჩვენს უარყოფით ემოციას. ვიღაცა კიდევ მეტყვის, რომ ეს სულ იმის ბრალია, რომ ხალხი განერვიულებულია, უჭირს, პურის ფული არ აქვს და დაძაბულია, მაგრამ მე ვეჭვობ მარტო ეს იყოს ამის მიზეზი.2. ან ძალიან თავაზიანები ვართ, ან ძალიან უზრდელები.3. რაღაცას ან ვაქებთ ან ვლანძღავთ.4. ვიღაცა ჩვენთვის ან წმინდანია ან სატანა. შუალედური არ არსებობს ჩვენთვის!!!5. ჩვენი არაფერი გაგვეგება და სხვისი ყველაფერი ხუთიანზე ვიცით და რაც მთავარია ვმსჯელობთ და ვეხებით ისეთ საკითხებს, რაშიც წესით და რიგით არც უნდა ვერკვეოდეთ (და ხშირ შემთხვევაში ვერც ვერკვევით).6. ვაკეთებთ იმას, რის არ გაკეთებასაც სხვებისგან ვითხოვთ! და ამას მარტივი პრინციპით ვხსნით: მაინც ყველა აკეთებს და... ყველაფრის თავი და ბოლო ის არის, რომ არ გაგვაჩნია წესრიგი...კარგი, საკმარისია!
მიუხედავად ყველაფრისა:რაც მაგრები ვართ, ქართველები ვართ!

My birthday party will B outside TB.

In a modern world you can not loose a desire of getting knowing to everything new. Are you interested in when thoughts like that are coming? It’s just one of there days… You know, when you are fed up with this shit, the same every day… But, my situation is different!
I have a birth day soon. So, I’m thinking of something new. I mean I wanna experience something unexplored!
So, catch me if you can! I will be way out on my birth day…

Internet addicted ppl

chat - ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ინტერნეტ-სენი. თუ ზოგადად დავაკვირდებით, ადვილად მივალთ იმ აზრამდე, რომ აქ ყველაზე აქტიური ფენაა ხალხის ის კატეგორია, რომელიც რეალურ ცხოვრებაში ნაკლებ წარმატებას აღწევს საპირისპირო სქესის მიზიდვის ამბავში, ან უბრალოდ ძალიან ვიწრო და მწირი კოტაქტი აქვს გარესამყაროსთან. საქმეც იმაშია, რომ ამ მოვლენის ლოგიკური და ყველაზე სასურველი დასასრული უნდა იყოს ურთიერთობის (და გამოვლენილი გამბედაობის) რეალურ ცხოვრებაში გადატანა, მაგრამ სამწუხაროდ ან არ ხდება ასე, ან უფრო ხშირად სრული კრახით მთავრდება… ჩემი დაკვირვებით, გამბედაობაც ხშირად აორთქლდება როდესაც ადამიანი თავის სამიზნესთან პირისპირ რჩება და აქ ყოველთვის ერთი მომენტია რითიც ძირითადად "დამნაშავე" თავს იმართლებს. ის, რომ სასურველი ობიექტი ვერ აღმოჩნდა ისეთივე მიმზიდველი, როგორც ფოტოებზე და ისეთივე "პროდუქტიული", როგორც მის წარმოსახვაში.

პირადად ჩემი გამოცდილება სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ არც ისეთი მდიდარია, როგორიც ჩემს გარშემომყოფებს გააჩნიათ და რომელთაგანაც ბევრი საინტერესო ამბავი მომისმენია. თუმცა დღეს რამდენიმე მეგობარი მყავს, რომელიც ინტერნეტ სამყაროდან "გადმოვაკოპირე" რეალურ ცხოვრებაში და ორჯერ იყო შემთხვევა, რომ უფრო რეალურად დამთავრდა ჩემი რეალურ ცხოვრებასთან შეხება ვირტუალურ "მეგობრებთან" ვიდრე თქვენ ამას წარმოიდგენთ…

მოკლედ, ჩემს გამოცდილებას მნიშვნელობა არ აქვს, იმიტომ რომ დღითი დღე უფრო და უფრო მეზიზღება ის სიტყვა, რაც ამ ჩანაწერის დასაწყისში ინგლისური ასოებით ამოვტვიფრე… ალბათ სწორედ ამიტომ გადავწყვიტე დამეწერა ამ თემაზე და ხმამაღალი სიტყვებით მომეწოდებინა ყველასთვის:
მეტი დრო დაუთმეთ იმ ხალხს ვინც თქვენს გარშემო ყოველდღე ტრიალებს, რადგან მათ თვალებში თქვენ უფრო მეტს წაიკითხავთ ვიდრე კომპიუტერის მონიტორზე! ჩვენ ყველა "სხვებს" ვესაუბრებით და არა ერთმანეთს, ნუთუ ასე ძალიან მოგვბეზრდა ერთმანეთი? მე არა!

პასუხი ერთია: ჩვენ გვამოძრავებს ჰორმონები! ეს SUCKართველოა!

35 წლის წინ

რაღაც მგონი არ გამომდის გზაზე დავდგე და დალაგებულად გავიარო. როცა ადანიანები მბეზრდება, უცნობ ადამიანებს ვაკვირდები. როცა ესეც მბეზრდება, ქუჩებს ვაკვირდები. ახლა ალბათ ქუჩებიც მომბეზრდა, რადგან მონიტორთან ვზივარ და ისევ იმ ადამიანებზე ვფიქრობ ვინც ჩემს გარშემო ტრიალებს. ხშირად მინდება, რომ ყველა სათითაოდ დავახასიათო, მაგრამ ვიცი, რომ სანამ სხვის ნაკლზე დაიწყებ ლაპარაკს ჯერ შენი უნდა გაიაზრო.

მოდი ამას თამაშის სახეს მივცემ და ადამიანებს უსულო საგნებს შევადარებ:

ოჯახი:

ჩემი ძმა: "ვეშოლკა" (ალბათ იმიტომ, რომ ყველა და ყველაფერი კიდია)
მამაჩემი: ტრაქტორი (ალბათ იმიტომ, რომ მძიმეა ხასიათით, როგორც ტრაქტორი და კიდევ ხნავს…)
დედაჩემი: სანთელი (ალბათ იმიტომ, რომ სულ თავის შვილებზე ზრუნავს და ლოცულობს და კიდე ახლობლებზე)

მეგობრები:

ბესო: რუ (ალბათ იმიტომ, რომ ისევე წყნარად და უშფოთველად მიედინება)
რუსლანი: მარსი (ალბათ იმიტომ, რომ ყოველთვის უცხო პლანეტელი გვეგონა ეს კაცი და ახლაც ასე ვფიქრობთ და თან შოკოლადივით ტკბილია)
კახი: 30 ლარიანი მონო ბარათი (ალბათ იმიტომ, რომ მაგ კაცთან დარეკვა უკვე 5-6 წელია 1 წუთი 2 ლარი მიჯდება და იმედია მალე ჩამოვა საქართველოში საბოლოოდ)
დათო/კინდერა/ჯაზმენა: პირელის საბურავი (ალბათ იმიტომ, რომ საბურავივით დამრგვალდა და დაგორავს, მაგრამ ძალიან ხარისხიანია და მისი გამოცვლა არასოდეს დაგჭირდება)
გოჩა: შტანგა (ალბათ იმიტომ, რომ ძალიან მძიმე ხასიათი აქვს, მაგრამ მასთან ურთიერთობა გაძლიერებს)
შოთა: მე-8 კლასის ისტორიის წიგნი (ალბათ იმიტომ, რომ შვილისთვის უნდოდა დაერქვა ქუჯი, ისტორიული ქართული სახელი, მაგრამ ცოლისგან მოხვდა ერთი-ორი და ამჟამად აზრი შეიცვალა)
ლევანი: გარაჟი (ალბათ იმიტომ, რომ მაგისი პირველი ცოლი თავისი ნოლშესტი იყო, შემდეგი გოლფ 3 და ეხლა ამ უკანსკნელს, თავის ახალ ცოლთან, თამუნასთან ღალატობს ხოლმე)

ლექსი მეოთხე

მოვედი კართან, გითხრა რომ აქ ვარ?
რატომ მოვედი? უაზროდ ვდგავარ.
ორასთორმეტი ფიქრი მაქვს სხვასთან,
მაგრამ მოვედი მხოლოდ შენს კართან.
რა უაზროა ორასთერთმეტი,
ყველა შენს გარდა არის ზედმეტი.
უაზრო არის ეს რასაც მე გწერ,
ხანდახან მინდა ვიყო უაზრო,
წავიდე მე თუ შენს კარს ვუარო,
იმის იმედით… რისი იმედით?
სადაც მე მინდა იქ თუ მივედით,
სად მინდა წასვლა?! მოვკვდი ფიქრებით,
უაზროდ მინდა გნახო და ბევრჯერ,
უაზრო არის ეს რასაც მე გწერ…
არ ვარ შენს კართან გააღე კარი,
მე არ ვარ ის ვინც დარეკა ზარი,
გააღე კარი იქნებ და მე ვარ,
არ მინდა კარგი, არ მინდა თმენა,
საიდან ამხელა ჩემს თავში რწმენა?
გააღე კარი მე ვდგავარ კართან,
გააღე კარი გააღე თამთა!
გადმომაფარე გულუხვი კალთა.
რა სულელი ვარ, რას ვეძებ შენში?
ალბათ ის ვნახე რაც არ დევს ბევრში,
ალბათ ვერც ვნახე რის ნახვაც მინდა,
შენს კართან დგომით დროც რომ გავიდა?
ორასთერთმეტი უაზრო ზიზღი,
რამაც მე მომცა შენს გზაზე ბიძგი.
დავრეკო ზარი? კარს ხომ გამიღებ?
გიყურებ ცოტას, შენ ხომ გამიძლებ?

ლექსი მესამე

მიყვარს საღამო,
მაგონებს შენ თავს,
რას შეგადარო,
ღიმილი შენ გგავს.
მიყვარს ფიქრები,
ალბათ შენს გამო,
შენი თითები,
ისევ საღამო.
ისევ ღიმილი,
ეს შენ ხარ ისევ,
მინდა ტირილი
და შენსკენ ვიწევ.
მიყვარს ქვეყანა,
მიყვარს სამყარო,
ისევ შენთან ვარ,
ისევ საღამო.
ისევ ფიქრები,
უკვე ღამეა,
ალბათ მჭირდები,
განა რამეა?

ლექსი მეორე

გეტყვი ლექსებით,
ნაზი ფერებით,
ჩემი ხელები,
ნუთუ ვერ ხვდები,
თბილი ვენები,
ისევ მთელია,
განა ძნელია,
ცხოვრება წესებით,
ვერ გეფერები…

ლექსი პირველი

ისევ ბოლია,
მოდის თოლია,
ალაგებს ლუდებს,
მაგისი როლია,
თამაშობს მიმტანს,
ვთამაშობთ ცუდებს,
მივუგდებთ ხურდებს,
მგონი ვერ გვიტანს,
ფუ რა ბოლია,
ზნაჩეტ დაღამდა…

forever has a temporary meaning

Ok, I go to my piano and a sound of a single note can change my mood. Then I visit my guitar and it does the same. Let me find my flute now…
Music is like F5 button on the PC keyboard (I mean refresh - if you do not know what is the F5's job). It gives you a feeling of something new. But, after a while F5 is still needed. And you can not help it! It's the way it is!
The reason I start writing about music is that this is the most ipmortant thing in my life.The reason I start writing about the most ipmortant thing in my life is that I wanted to find out what can last forever.The reason I wanted to find out what can last forever is that I don't beleive in the word forever.The reason I don't beleive in the word forever is that I promised not to see you again but I'm still waiting for your phone call…
Please, make this word real! Get lost!

from hello to the end, but the end is not good bye

Things that vanish:

1. youth

2. night dreams

3. love


Things that doesn't vanish:

1. feeling of beinng a parent

2. taste of first kiss

3. hatred


Things that are bad for health:

1. rapid changes

2. too much of everything

3. love


Things that are good for health:

1. (true) friendship

2. 10 minutes of smile every day

3. lucky love with making love minimum twice a week


Things that you like in me:

1. (true) friendship

2. 10 minutes of smile every day

3. lucky love with making love minimum twice a week (but not with U)


Things that you hate in me:

1. (temporary) friendship

2. love

3. lucky love with making love minimum twice a week (this time with U)
13:00 pm. 04.04.08


I DON'T NEED U ANYMORE!!!

13:03 pm. 04.04.08

შესავალი სიტყვა

მაინცდამაინც არასოდეს მიფიქრია, რომ წერა ჩემი საქმეა, ან რომ ეს საქმე კარგად გამომდის… ასე რომ ეს საიტი ჩემთვის ერთგვარი ექსპერიმენტის სახის მცდელობა იქნება ვისაუბრო ჩემს თავთან… ხანდახან ადამიანს ფიქრთან ერთად ამის გაკეთებაც შეუძლია… სანამ რამე ახალს დავწერდე, ერთ-ორ ძველ "სტატიას" დავაგდებ, რაც სხვა საიტისთვის დავწერე რამდენიმე დღის წინ და მერე ალბათ გამბედაობაც მეტი მექნება, რომ აქაც სრულად გამოვხატო ჩემი თავი.
იცი რომელი სიტყვა მიყვარს? მკიდია! აი ეს სიტყვა კარგია და ნეტა შემეძლოს ყველა საზოგადოებაში დავაფიქსირო ჩემი პოზიცია ამ სიტყვით. ეს სიტყვა იმიტომ გავიხსენე, რომ დარწმუნებული ვარ ბევრი კრიტიკული თვალი "მოხვდება" ამ გვერდს…
დაწყებას არაუშავს, იმიტომ რომ მაინც არაფერი მითქვამს იქიდან რისი თქმაც მე დროდადრო მომინდება…
წარმატებები (თქვენც და მეც)