Friday, May 2, 2008

აი, როგორები ვართ ქართველები...

გუშინ სამარშუტო ტაქსით ვმგზავრობდი და ასეთ დიალოგს შევესწარი:მგზავრი: უი, თქვენ ნუცუბიძის ქუჩით მიდიხართ?მძღოლი: დიახ ქალბატონო, ასე ავდივარ და მერე ასათიანის ქუჩით ჩამოვალ.მგზავრი: გამიჩერეთ მაშინ აქ სადმე თუ შეგიძლიათ? ნამდვილად არ ვიცოდი ასე თუ ადიოდით (მძღოლი აჩერებს და მგზავრი საფულიდან უცბად ლარიანს იღებს და მძღოლს აწოდებს).მძღოლი: რას ბრძანებთ ქალბატონო! ჩაბრძანდით, არ არის საჭირო! ჩაბრძანდით, ჩაბრძანდით.მგზავრი: მაპატიეთ, არ ვიცოდი, დიდი მადლობა!მძღოლი: როგორ გეკადრებათ!მგზავრი ჩადის. მძღოლი მანქანას ძრავს და გაბრაზებული სახით იძახის – შენი დედის ტრ... მოვ... არ უნდა უყურო რა აწერია ამხელა ტრაფარეტს, სანამ ამოხვალ?..
ახლა საჭიროა პაუზა, რომ მეც და თქვენც გავაანალიზოთ რა მოხდა (და მე კიდე ეს ყველაფერი აქ შევაფასო)...
ბევრი ნაკლი გვაქვს ქართველებს! მთავარი ის არის, რომ ჩვენთვის შუალედური არ არსებობს:1. რაღაცა ან მოგვწონს (რბილად რომ ვთქვათ) ანუ აღფთოვანებული ვართ ან ძალიან, ძალიან არ მოვწონთ და ვიგინებით ან სხვაგვარად (რაც მთავარია ხმამაღლა და სხვების გასაგონად) გამოვხატავთ ჩვენს უარყოფით ემოციას. ვიღაცა კიდევ მეტყვის, რომ ეს სულ იმის ბრალია, რომ ხალხი განერვიულებულია, უჭირს, პურის ფული არ აქვს და დაძაბულია, მაგრამ მე ვეჭვობ მარტო ეს იყოს ამის მიზეზი.2. ან ძალიან თავაზიანები ვართ, ან ძალიან უზრდელები.3. რაღაცას ან ვაქებთ ან ვლანძღავთ.4. ვიღაცა ჩვენთვის ან წმინდანია ან სატანა. შუალედური არ არსებობს ჩვენთვის!!!5. ჩვენი არაფერი გაგვეგება და სხვისი ყველაფერი ხუთიანზე ვიცით და რაც მთავარია ვმსჯელობთ და ვეხებით ისეთ საკითხებს, რაშიც წესით და რიგით არც უნდა ვერკვეოდეთ (და ხშირ შემთხვევაში ვერც ვერკვევით).6. ვაკეთებთ იმას, რის არ გაკეთებასაც სხვებისგან ვითხოვთ! და ამას მარტივი პრინციპით ვხსნით: მაინც ყველა აკეთებს და... ყველაფრის თავი და ბოლო ის არის, რომ არ გაგვაჩნია წესრიგი...კარგი, საკმარისია!
მიუხედავად ყველაფრისა:რაც მაგრები ვართ, ქართველები ვართ!

6 comments:

nika said...

მთავარი დაგავიწყდა მირო; ამ ყველაფერთან ერთად მიგვაჩნია, რომ ყველა ერზე მაგრები ვართ, არავინ არ იცის ჩვენნაირი ურთიერთობა, მეგობრობა, სიყვარული, კაცობა და ა. შ. ეს არის ყველაფრის მიზეზი. სანამ ვერ შევიგნებთ იმას, რომ ერთ–ერთი ჩვეულებრივი ერი ვართ ჩვენი დადებითი და უარყოფითი მხარეებით, მანამდე არაფერი არ გვეშველება.

jaco said...

მადლობა ნიკა, არ დამვიწყებია. უბრალოდ, ძალიან აღარ შევტოპე...

e.k.a.t.e.r.i.n.a said...

კი და მანდაც ორი უკიდურესობა გვჭირს, ან "რაც მაგრები ვართ, ქართველები ვართ" ან მეორე და უარესი - "ჩვენზე უარესი ერი მეორე არ დადის დედამიწაზე".
ეს უკიდურესობები გვღუპავს ჩვენ, ეხ...

jaco said...

შენც გეთანხმები ეკატერინა. მადლობა კომენტარისთვის!

tatsson said...

ისე მირო იმაზე არ დაფიქრებულხარ რომ ქალმა უბრალოდ მოიტყუა, პაწუკა სპექტაკლი დადგა, ფული რომ არ გადაეხადა და მძღოლი ამას გვიან მიხვდა? :))))))))))))))

jaco said...

ისე ტატო შენ მარტო ეს დაასკვენი იქიდან რაც მე დავწერე?