Saturday, July 19, 2008

დღესაც დავპოსტავ


გუშინ ისე მოხდა, რომ ჩემს გიტარამდე მივაღწიე და რაღაც სიმღერები დავუკარი (ალანის მორისეტი, ემი ვაინჰაუსი, პინკ ფლოიდი, ერთი-ორი ჩემი სიმღერა...) და რაღაცნაირად სიმღერის დაწერის განწყობაზე მოვედი. რაზე, ვიზე და რატომ დამეწერა ვერ მივხვდი და განზრახვაზე ხელი ავიღე...წყალი გადავივლე, ჩავიცვი და არტგენზე წავედი: შიგნით არც შევსულვარ, მეგობრებს გარეთ ველოდებოდი: სკამი, პარკი, ვაკე, ღამე, სოფო, ბაღი, ასლანიშვილი სოფო, ვაკის პარკი, ნიავი, მუსიკა, მესიჯები... მეგობრები მოვიდნენ.რატომ ჩამოვარდა ასეთი უცნაური თემა და რატომ განვიხილავდით ბავშვობის თამაშებს არ ვიცი მაგრამ...
გაშეშობანა, კუკუ(!)დამალობანა, ვისი სული გსურს, სტოპობანა, ორდროშობანა, ჩემი ოქრო ჩემთან, გაფუჭებული ტელეფონი...კიდევ გახსოვთ რამე ისეთი?
დღეს კოჯორში ავდივარ და სიმღერას ხვალ დავწერ, მომივა რამე თავში...

10 comments:

arcaravin said...

"კრასკობანა" არ ითამაშეთ :)) დამპალი შინდისფერი, მკვდარი ვირთხის ფერი.... ეჰ, კაია ბავშვობა...

utvino said...

შემშურდა , აი ძალიან შემშურდა :(((
მეც მინდა გიტარაზე დაკვრა ვიცოდე და გიტარა მქონდეს და ალანის მორისეტს და ფლოიდებს ვუკრავდე და კიდევ ბევრს ვუკრავდე, რატომ მაქვს სახლში პიანინო და გიტარა არა???
:((((

Khatia said...

კოჯორს ჩემგან დიდი მოკიტხვაააა :) სამხედრო ნაწილებთან ტყეში რომ კოტეჯებია ... მოკლედ აი იქ ხშირად ვისვენებდი. და კოჯორის წყარო, ტყე და ეკლესიაც ძაან მენატრება. პრინციპში ის დათვის, ტყეში რომ გადავეყარეთ :)

...ჰმმმ :) ეს მიუნჰაუზენის ზღაპრებს გააავს. macht's aber nichts. Umso besser :)

dodka said...

რეზინობანა - თამაში, რომელსაც ვერასდროს ვიტანდი :დ

jaco said...

ბაკო, კრასკობანა არ მახსოვს, შენ ალბათ სხვანაირ თამაშებს თამაშობდი ბავშვობაში:)
ნინო, გიტარაზე დაკვრის სწავლის დაწყება გვიანი არასდროს არის - მე გიტარაზე დაკვრის სწავლა 18-19 წლის ასაკში დავიწყე, ძმაკაცებმა მასწავლეს...
ხატი, კოჯორში დათვიც გადაგეყარაა? რა საინტერესოა! კოჯორი მოგიკითხე, კარგია, გრილა, ისვენებ...
დოოდ, რეზინობანა მე გამომდიოდა კარგად, ალბათ ელასტიური ვარ და იმიტომ (თან ყოფილი ბასკეტბალისტი ვარ და ნახტომიც ნარმალნი მაქვს:D)

dodka said...

#Jaco - იევიც ჟაკ, რამდენი ხანი ვცეკვავდი, ელასტიურობასაც არ ვუჩიოდი, მაგრამ ეს რეზინები სულ მაცოფებდა და ვიბლანდებოდი მაინც :D

jaco said...

ბოთეე!:) რა არი მანდ ძნელი?:) ნუ არ ვიცი, ალბათ ნიჭი უნდა სპეციალური!:D შენ არ ინერვიულო დოოდ, დარწმუნებული ვარ ისედაც ბევრი უფრო საჭირო რამე გამოგდის! თუნდაც ბლოგერობა (თან ჩემზე გაცილებით უკეთ) ეს პატარა საქმეა?:D

Alucard said...

eeeh,gitara.

Jenny said...

xooda ras ambobdi dRes ra unda davweroo da is raze amoviRe ar vici axla ro vixseneb Semrcxva is harmonika ro amoviRe xamiviT :user:

jaco said...

ჰოდა უნდა დაგეკრა მერე, უკან კი არ უნდა ჩაგედო:)))