Friday, July 18, 2008

აი, ნოველა გულიდან

უცნაურად ჟღერს, მაგრამ შეიძლება გკითხო?

გათენდა? ვიცი, რომ მარტივია და როგორ არ უნდა გქონდეს ამ კითხვაზე პასუხი, მაგრამ არ მაქვს! არ ვიცი! ვერ ვხვდები! ვერ ვხედავ! მაკლია რაღაც!
გაიღვიძე?.. გახელილი თვალებით მიყურებ, თუმცა ისეთი სახე გაქვს, თითქოს სიზმარს ხედავდე.
არ ვიცი როგორ გაგაგებინო, მაგრამ ხშირად ალოგიკურობაში დევს ლოგიკა და იქნებ ჩემი ვერბალური სიბნელეა შენი აღქმის ქვეცნობიერი ნათელი.
სადღაც რაღაცა გაწყდა, შეჩვეული ბგერები აღარ მესმის და მარტო ვარ ხმაურში - ვნატრულობ შენს თავს - აქ ხარ და ვერ ვიკლავ ლომკას.
შენც შეგცვლი უცბად და არ შემაწუხებს მძინარე სინდისი.
მაბრაზებ - გეხვეწები! იკარგები - ხელს არ გიშვებ! დამცინი - მეტს ვეღარ ვითმენ!!!

მორჩა! დამთავრდა! შენ ჩემი ნაუშნიკები აღარ ხარ!

9 comments:

Dv0rsky said...

ტაში.

jaco said...

დვორსკ, ამას ჰქვია განვიცადე! (ნაუშნიკების დაზიანება:D)

e.k.a.t.e.r.i.n.a said...

!!!

utvino said...

აუ კაი რა
ნაუშნიკებს ნუ მახსენებთ
სულ ჩემი პლეერი მახსენდება
ვერაფრით მოვაბი თავი ახლის ყიდვას

:უსერ:

e.k.a.t.e.r.i.n.a said...

მე კიდევ მობილში ვუსმენდი, კაბელი დამეკარგა და კაბელის ან უსბ გადამყვანის ყიდვას ვერ მოვაბი თავი.
მუსიკის მოსმენას ვინ ჩივის, ზარი ვერ გამომიცვლია. ნოკია ტუნზე დავაყენებ სადაცაა ისე მომბეზრდა ერთადერთი შმეორჩენილი ზარი :((

jaco said...

მუსიკის გარეშე მართლა ვერ ვძლებ, მაგრამ არაუშავს, მალე შვებულებაში გავალ და ეს პრობლემა მოიხსნება... თორემ, ისე სამსახურში, ოთახში რომ ხმაურია მიჭირს მუშაობა და მუსიკის თანხლებით კიდე ისედაც ყვეალაფრის კეთებას ვარ მიჩვეული:)
ხაზს გავუსმევ სიტყვას „ყველაფრის“:D

nati kuda said...

:)))))))
ბოლო მომეწონა..
მეც მასე განვიცადე ჩემი მპ3 ფლეერის გაფუჭება და სამაგიეროდ 1 გიგაბაიტიანი ჩიპი ვიყიდე მობილურისთვის : ))

(c) Anika said...

შენ რა გიჭირს! მე ჩემი უსაყვარლესი 2.1 დინამიკები დამეწვა :( და მხოლოდ ნაუშნიკებიღა შემრჩა, რომელსაც ადრე მპ3-ზე ვიკეთებდი ხოლმე, მაგრამ ეხლა მხოლოდ კომპიუტერს შემორჩა, რადგან მპ3 მანქანამ გამიჭყლიტა :user:

jaco said...

ნათია, ანიკა ვიზიარებ მპ3 ფლეიერის ხელიდან გამოცლას...