Thursday, July 17, 2008

შეგიძლიათ ამიხსნათ?

რა არ მესმის იცით? როგორ შეიძლება მოგინდეს, რომ სათვალე დადო აი ასე (ქვემოთ სურათზე). არადა უმეტესობა ეგრე ეპყრობა ჩემს სათვალეს და ვერ გამიგია რატომ!
ჯერ ერთი, შუშები ხომ ფუჭდება. მეორეც, პურს რომ დადებ ადამიანი ამოტრიალებული შეიძლება დანა გაგიყარონ და სათვალე რატომ მოსდით თავში ასეთი უკუღმართი ფორმით განათავსონ მაგიდაზე ვერ ვხვდები! ახსნას ვერ ვპოულობ! ხომ ლოგიკურია, რომ წესით სათვალე უნდა დაიდოს აი ასე:
ან უკიდურეს შემთხვევაში ასე მაინც:
ასეც არ არის ცუდი, თუ სათვალის დაკეცვა ძალიან გეზარება:
მეტი სილამაზისთვის შეიძლება ასეც დადო (ეს იგივეა ადამიანი რომ ზის ფეხი-ფეხზე გადადებული):
მაგრამ რატომ მაინცდამაინც ისე?!

31 comments:

Anonymous said...

მირო ეჭვი მაქვს ეგ იმის ბრალია რომ ხალხმა სხვისი ნივთის დაფასება არ იციან ჩვენებურად რომ გითხრა არც კი კიდ.... და მაგის ბრალი იქნება მგონი ან შეიძლება უბრალოდ გამოუცდელობის ბრალია და არ იციან თუ რამდენი წმენდა უნდა ან რა უკუჩვენებეი შეიძლება მოყვეს სათვალის ეგრე დადებამ მაგ:ნაკაწრები,შუშის გაჭუჭყიანება, შესაძლებელია მიკრობებიც კი აღმოჩნდეს შენს ნარნარ თვალებში მაგრამ ჩემს შემთხვევაში მემგონი პირველი ვარიანტი იყო :D

sabaha said...

aaaa მაგრად ვიკაიფე

[IMG]http://pinky.ge/Smiles/titlikana/xaxaxa.gif[/IMG]

sabaha said...

ააა მეგონა სმაილად ჩაჯდებოდა

რა მწარედ შევმცდარვარ

:(((

© said...

ჯერ შენ ახსენი რატომ ვარდება შენი სათვალე იმ ”უმრავლესობის” ხელში :D :D :D

Dv0rsky said...

ვოტ იმენნო:

1. ნურავის ნუ აძლევ შენს სათვალეს, მანქანის გასაღებს და საბანკო ანგარიშის პინ-კოდს

2. ფეხი-ფეხზე გადადებული ძალიან მაგარი იყო!

3. სათვალეს ეგრე დებენ ისინი, ვინც არ იცის სათვალის ხმარება - არც ნომრიანის, არც მზის.

jaco said...

ზიზუ, საკმაოდ არგუმენტირებული პასუხი იყო! კარგი გაპატიებ წარსულში (დღეს დილით) ჩემი სათვალისადმი უდიერ მოპყრობას(რამაც ამ პოსტის დაწერისკენ მიბიძგა):)))
ნინო, კაი სმაილი იყო, ვნახე, აფსუს რომ არ გამოჩნდა:(
ცის, პრინციპში რა ახსნა უნდა: სათვალე როცა არ მიკეთია, მაგიდაზე ვდებ და ჩემი მეგობრები არც მეკითხებიან ისე ეცემიან ხოლმე, ზოგს აინტერესებს მოუხდება თუ არა, ზოგს კიდე, თავისი მხედველობის შემოწმება უნდა, მეც არ ვუშლი იმის იმედით, რომ თავის ადგილზე ნორმალურ მდგომარეობაში დააბრუნებენ, მაგრამ ვცდები ხოლმე ხშირად - დღეს ბოლო წერტილი იყო:D როდემდე! ღმერთო ჩემო! როდემდე?:D
დვორსკ, მართალი ხარ, ხმარება არ იციან და რას იზამ;)

პერწკლი said...

მმმმ ჩემი სათვალეც ხშირად ეგდო მასეთ მდგომარეობაში, თანაც ჩემივე გამო : ))))
სულ მიყირავდებოდა დადებისას : (((

Anonymous said...

ვერ დაგეტანხმებით რომ ხმარება არ ვიცი სწორედაც რო ეგ ვიცი და ძალზედ კარგადაც მითუმეტეს სხვისი ნივთის აი მოპყრობა კი შეიძლება არა :)გპირდები მირო მე შენ სათვალეს აგარ ვიხმარ :D

jaco said...

პერწკლი, ეს უკვე სხვა ამბავია და უნებლიედ მოგდის ალბათ:)))
ზიზუ! კაკ წებე ნე სტიდნა ასეთ რამეებს რომ წერ?:D

Anonymous said...

კერქი რა მირროოო ?!:))))
ნეტა მაგის მეტი დარდი არა გქონდეს კაცო :)

P.S:ცუდად დადებენ? აიღე და შენ კიდე შენებურად დადე,რათ უნდა მაგას მაგდენი ჭრელი კოვზები :D

jaco said...

ნერვოზი მაქვს შაკო, ნერვოზიიი!:)))

Anonymous said...

დღევანდელ დღეს გავრცელებული პრობლემაა ეგ,მე მგონი მოდაშიც არის. ზოგი მარიაჟობს რო აუ ნევროზი აქვს და ხო აზრზე ხარ :D ზოგიც იმით მარიაჟობს,რომ არ მარიაჟობს ;) მაგრამ აი შენ აშკარად გაწუხებს რაღაცა,რადგან იძახი.მაგას კი დასვენება უნდა ჩემო მირო,გარემოს შეცვლა...ჩემგან ეგ არ გესწავლება :)

ketketa said...

:)) ძაან საყვარლად გაბრაზებული პოსტია:)))

ფეხი ფეხზე გადადებული რა სვეტსკია:)))))))

Anonymous said...

ჰაჰაჰ, ვინ იცის რამდენჯერ მოვშლილვარ ნერვებზე მაგის გამო :დ

მინახავს ხალხი, ვინც აკუთარ სათვალესაც მასე დებს.

უი და კიდევ მობილურს - ეკრანით დაბლა.

მაგ დროს ვცდილობ ღრმად ვისუნთქო.
არა, მაგრად მკიდია ზოგადად ნივთები, ისინი სახმარადაა შექმნილი, მაგრამ ნუ ზაჩემ ტაკ ძელაწ!!! :დ

jaco said...

შაკო, ვსიო ოკეი, შენ არ ინერვიულო მაგაზე;) მე ნერვოზის დროსაც კარგ ხასიათზე ვარ;)
ქეეთ, ნუუ ხოო, ამოვიდა რა ყელში და გავბრაზდი:)))
დოდკა, შენც გჭირს ხომ ეგეთები? მობილურზეც მართლა იგივეა! მოკლედ, ტაკ ნელზია რაა!:D

(c) Anika said...

ჯერ ერთი ნევროზი და არა ნერვოზი (როგორც ვიცი).

მეორეც, სათვალის პოზიორობა ძალიან მომეწონა ;)

და მესამე: აჰა, შევიცვალე სახელი, უფრო სწორედ დავიმატე :P

jaco said...

შენ გაიხარე ანიკა:)

Anonymous said...

ეეჰ მირო,მე რომ მასე ვნერვიულობდე ყველაფერზე ეხლა ნიანგებს უნდა ვაფრთხობდე :D
აი სტრესის ან ნევროზის დროს ღიმილი კი ერთ–ერთი ეფექტური ფსიქოთერაპიული მეთოდია ;)

jaco said...

კარგია, რომ არ ნერვიულობ, მაგრამ ისე ყოველ ჩემს პოსტში, ჩემეულ ირონიას თუ დაინახავ, მიხვდები, რომ იმაზე არასოდეს ვწერ, რაც მართლა მაწუხებს... პრინციპში, რომ დავფიქრდე, არც არაფერი მაწუხებს;)

© said...

აუ რა აჟიოტაჟი გამოიწვია ამ პოსტმააა :)))) ყველაზე აქტუალური პრობლემა აღმოჩნდა :)))))

ამიტომ წერე ასეთ წვრილმანებზე, რომლებიც გაწუხებს :D და იქნება ყველაზე მსწრაფლ დაკომენტებული პოსტები :)))

ისე, მაგარია, სათვალის უკუღმა დადების გარდა არაფერი თუ არ გაწუხებს :))))))))))))))))))))

jaco said...

რა ვიცი ცის, შეიძლება მაწუხებს კიდეც, მაგრამ ახლა არ მახსენდება:)))

Dv0rsky said...

დოდ, ზოგიერთი მობილური ეკრანით ქვევით უნდა დადო - მაგალითად, ჩემი აიფონი, იმიტომ რომ მოსულ sms-ებს ეგრევე ეკრანზე გამოაჭენებს ხოლმე და სულაც არაა სახარბიელო, ვინმე უცხომ წაიკითხოს... ;)

ketketa said...

რა უთავმოყვარელო ფონი ყოფილა აი:))))))))))

ketketa said...

უთამოყვარე–ლ–ო არა რაა:))))
ლ ზედმეტია, იძიოტი

jaco said...

ხოო, დვორსკ, ესემესების საჯაროდ გამოტანა სარისკოა (ჩემი გამოცდილებიდან ვამბობ:)), ქეთქეთას თქმისა არ იყოს, ეს რა უთავმოყვარეო და უსინდისო აიფოუნი გქონია:)

ისე, ეხლა დავაკვირდი და ამ პოსტს ყველაზე მეტი კომენტარი აქვს ჩემი ბლოგის ისტორიაში (ამ კომენტარის ჩათვლით) და რატომ ნეტა? ალბათ, იმიტომ რომ „პრობლემისთვის“ იუმორის თვალით შეხევდა მოგვწონს ყველას:)

Katiée.Ge said...

ლოლ
მე მობილურს ვდებ ხოლმე სულ უკუღმა, ეკრანით ძირს :D

sabaha said...

დოდ ეს რომ წავიკითხე " უი და კიდევ მობილურს - ეკრანით დაბლა " უცებ ჩემს მობილურს დავხედე და ეკრანით დაბლა დევს :უსერ:

jaco said...

ეხლა მობილურის უკუღმა დადებაზეც ხომ არ დავწერო პოსტ? ძალიან აიტაცეთ და...:)))
გვეყო აქ კომენტები! ყველაზე უაზრო, მაგრამ როგორც ჩანს ბესტსელერი პოსტი გამომივიდა:D

Katiée.Ge said...

ეგ იმიტომ, რომ გაფორმება იყო სათანადო, დასურატება შეფუთვა მარკეტინგი თავისას შვება და შემოგვასაღე ეს არაინტელექტუალური (სხვებთან შედარებით) პოსტი ამდენ ხალხს მშვენივრად :D

jaco said...

ჰაჰაა, საღოლ კატუშ, მაგარი იყო!:D ხედავ რა ნიჭიერი ვყოფილვარ?:)))

Jenny said...

ggg :D