Wednesday, July 23, 2008

ბარი ეშმაკის ბორბალი

ბევრი ფული რომ მქონდეს რას გავაკეთებდი?
ამ ბარის გაკეთების იდეა დიდი ხანია მაქვს, თუმცა ვიცი, რომ ძაააააააალიან დიდი ფულია საჭირო ამისთვის. ბარის უნიკალურობას კი ის წარმოადგენს, რომ იგი რეალურად ეშმაკის ბორბალია. მე როგორც ვიცი ასეთი ბარი არსად არ არსებობს და თუ სადმე ვინმემ უკვე გააკეთა ეგ არაფერი, რაც მთავარია თბილისში არ არის.

ჰოდა, ჩემი ბარი ასე წარმომიდგენია: იხდი გარკვეულ თანხას, შედიხარ (სავარაუდოდ 5-6 სართულიან) შენობაში და შენს პირდაპირ გასწევენ ფარდას, სადაც კაბინა (ოთახი) გელოდება, რომელიც ეშმაკის ბორბალის ერთ-ერთი კაბინაა და შესვლისას თავის მოძრაობას აგრძელებს ზევით და ასე წრეზე დადის, როგორც ჩვეულებრივი ეშმაკის ბორბალი. ანუ ეშმაკის ბორბალის კაბინა წარმოადგენს პატარა ოთახს ერთი მაგიდით და რამდენიმე სკამით გარშემო, როგორც ჩვეულებრივ ბარებშია.
და რა ხდება ამ ოთახში. ჯერ ერთი იმის თქმა დამავიწყდა, რომ ეს ეშმაკის ბორბალი ისეთ ადგილას იქნება, რომ თბილისის ხედებით დატკბეს სტუმარი, ზემოდან გადახედოს ღამის განათებულ ქალაქს და ასე შემდეგ. ახლა ოთახში: მაგიდაზე, „ტაჩნეე“ მაგიდაში ჩამონტაჟებულია ელექტრონული მენიუ; მაგიდა (რომელსაც მინის ზედაპირი აქვს) თავისთავად წარმოადგენ ეკრანს და მასზე ღილაკების დაჭერით შედიხარ მენიუში და უკვეთავ არამარტო საჭმელს, არამედ მუსიკას (რომელიც ყველა ოთახს ავტონომიური აქვს სტუმრის განწყობის მიხედვით), განათებას, ტემპერატურას და ასე შემდეგ. ხოლო საჭმელ-სასმელი მიმტანს მოაქვს, როდესაც ასე ვთქვათ წრეს დაასრულებ (ეს ცოტა მოუხერხებელია, მაგრამ არა გამაღიზიანებელი).
ყველაფერი ამით არ მთავრდება. იქიდან გამომდინარე, რომ ეს ეშმაკის ბორბალი მიმაგრებულია რამდენიმე (5-6) სართულიან შენობაზე, შენ შეგიძლია შენი კაბინიდან ნებისმიერ სართულზე გადმოხვიდე, სადაც სხვადასხვა რამის გაკეთება შეგეძლება. ერთი კი ნამდვილად ვიცი, რომ ბოლო სართულზე გაკეთებული იქნება დისკოთეკა open-air, სადაც მოხვედრა, სტუმრებს რა თქმა უნდა ამ კაბინაში მოხვედრის გარეშეც შეეძლებათ. შუა სართულებზე კი შესაძლებელია, მაღაზიების, თუნდაც სასტუმროს ნომრების გაკეთება...
ამ ბარს, გარკვეული მოუხერხებელი სიტუაციები ექნება, მაგალითად: ხშირი გაჩერება, რაც შეუკვეთე იმის ლოდინი, სანამ წრე დამთავრდება, მაგრამ ეს არ შექმნის დიდ პრობლემას, იმის გამო, რომ ჯერ ერთი რასაც უკვეთავ ისედაც იმ წამს არ მოდის და მეორეც, ბარის კაბინა იმოძრავებს ისე ნელა, რომ შენ ვერ შეიგრძნობ მის გაჩერებას და ტრიალს, შენ მხოლოდ ხედებით დატკბები...
მოკლედ ეს იდეა ცოტა დაულაგებელია, მაგრამ მაინტერესებს თუ მოგწონთ. რამდენიმე მილიონი, რომ მქონდეს და გავაკეთო მგონი მეწვევით ხომ?

25 comments:

Anonymous said...

ერთხელ ავიდოდი, იმიტომ რომ ძვირი იქნებოდა, ვიტყოდი - რა გაღორდა ეს ისედაც მილიონერი ჟაკი, რა უბედურებაა შემწვარი კარტოფილი - 8 ლარი-თქო.

და ვსიო

:D

მაგრამ შენ გული არ გაიტეხო, მე არ ვარ დიდი მოყვარული კაფებარების და კლუბების :დ

© said...

1. დიდი სიამოვნებით გეწვეოდი ,იმიტომ რომ საერთოდ ძალიან მიყვარს ეშმაკის ბორბალი, და არ ვუშვებ ხელიდან იქ დაჯდომის შანნს
2. კარგი იდეაა, და თბილისში მართლა არ არის :))))))))))))))
3. ისე, მსგავსი მინდა გითხრა რომ არის, და კერძოდ - ვენაში. მე ვიჯექი, ოღონდ ჩვეულებრივ (თუმცა ქართულისგან სრულიად განსხვავებულ და არაჩვეულებრივ) კაბინაში სკამებით და მაგიდით. და იყო ასევე განსხვავებული - კაფე-კაბინები, რომანტიულად მოწყობილი, ოთახივით, ბარის ”კუპესავით”,რა მე ჩემი კაბინიდან ვხედავდი ამას. დეტალები არ ვიცი, ვერც საჭმელზე გეტყვი რამეს, მაგრამ რამდენადაც ვხვდები, შენი ბევრად უფრო ნავაროჩენი ვარიანტია, ასე რომ თუ ბევრი ფული გექნება - დერზაი და ბლოგერების 1027-ე შეხვედრა იქ შეიძლება მოაწყო :))))

პ.ს. სადმე თუ ვიპოვე სურათი, ჩემთან დავდებ და განახებ ის როგორი იყო (ისე, როგორც ვიცი მსოფლიოში ყველაზე დიდი ეშმაკის ბორბალია, მართლა უზარმაზარია :) )

პერწკლი said...

არა, სიმაღლის მეშინია :უსერ:

sabaha said...

მიუხედავად იმისა, რომ სიმაღლის არ მეშინია, პანიკური შიში მაქვს ეშმაკის ბორბლის, აი მაგაზე საშინელი ატრაქციონი კაცობრიობას არ შეუქმნია ...
თორემ იდეა,მათთვის ვისაც ეს სატანური ბორბალი უყვარს არაჩვეულებრივია

:აპ:

Katiée.Ge said...

ვაა რატომ
ერთადერთი კარუსელია რომლისაც არ მეშინია, დანარჩენებს ვერც კი ვუყურებ.
იდეა კარგია, ცოტა მარშრუტი მომეჩვენა გრძელი
და კიდე 4 მილიონი არ ეყოფა მაგ საქმეს, არც იოცნებო, 4 მლნ თბილისში ერთი რესტორანი ღირს, ჩვეულებრივი, სიბრტყეზე განლაგებული, მომინდომა ახლა ამან 4 განზომილებიანი მოძრავი რესტორანი კაპიკებში :D

რამანწიკა და რამე მომეწონა, თმცა თბილისის ხედები რამდენად რომანტიულია არ ვიცი.
ისე მე ლონდონში ბოლო 1 წელიწადში 2ჯერ ვიღავი და ლონდონაიზე ერთხელაც არ ავსულვარ, ზუსტად მაგ რამანწიკის უქონლობის გამო :D

jaco said...

დოოდ, შენ ფასდაკლების ბარათი გექნებოდა (10 პროცენტიანი) და კარტოფილს შეგიძლია შვიდი და ოცად შეექცე:D

ცის, მართლა მაინტერესებს და თუ მოძებნი სადმე შემატყობინე! თუმცა ძალიან მეწყინა, რომ ჩემი იდეა არ ყოფილა ნოვატორული:)))

პერწკლი, სიმაღლის თუ გეშინია ზურგით დაჯექი:)

ნინო (უტვინო) შენ ერთხელ მაინც რომ არ მეწვიო მაგრად გამიტყდება! არ გაპატიებ არასოდეს!:))) ძალით წაგიყვან იცოდე! შენ, ბაკოს და მარიკას მოგკიდებთ ხელს და შეგაგდებთ კაბინაში!:)))

კატია, რა 4 მილიონი? საიდან მოიტანე, რომ 4 მილიონი მჭირდება მარტო? სადმე მიწერია ეგეთი რამე?:) ვიცი, ვიცი ფასებიიი! მინიმუმ ოცი მაგდენი დამჭირდება (თუდაც იმიტომ რომ ძალიან რთული და გამძლე კონსტრუქცია უნდა იყოს)

© said...

ეეე, ამეშალა მოგონებანი გარდასულ დღეთა :)

გავალ ეხლა და ერთ პოსტს მივუძღვნი ვენას და ავსტრიას...
ან ვერ მივუძღვნი :( საერთოდ რაც ძალიან მიყვარს და მენატრება (ან თუნდაც ვინც), იმაზე ვერ ვწერ, დაკვირვებული ვარ

ფოტოებს რაც შეეხება (ეშმაკის ბორბალის ფოტოებს), სამწუხაროდ ჯერ-ჯერობით ვერ ვიპოვე ჩემთან, სამაგიეროდ especially for you დავდებ ლინკს და ინტერნეტში ნაპოვნ ფოტოებს. მერე ჩემს ფოტოებსაც მივაყოლებ (ვ სმისლე ჩემს და ჩემთან ერთად მყოფების მიერ გადაღებულებს)

jaco said...

დიიდი დიდი მადლობა ცის;)

Anonymous said...

სიმართლე გითხრა ”ეშმაკის ბორბალის” და საერთოდ სიმაღლეების მაგრა მეშინია, ბავშვთან და ქმართან ერთადაც ძალით ვჯდები (სხვა რა გზა მაქვს) მაგრამ მიროოოო, შენ ”ეშმაკუნაზე” როგორ არ მოვალ, თან რომანტიკა და ამბავიო :))))))
მთელი ოჯახით გესტუმრებით და არაერთხელ :)))))
ვიცი გაგეხარდება ;)
პ.ს. ხომ იცი, ბათუმში არ შემარცხვინო :))))))))

Sweet said...

ააარააა სიმაღლის მეშინია... :(

ეშმაკის ბორბალზე კი ვჯდები ხოლმე მარა მე შენობაში განთავსებულ ადგილებში გეწვევი...
როგორა თქვი დისკოტეკაო ხო? ;)

jaco said...

მე რა ვერ გავიგე ხალხნო იცით? ისეთი სიმაღლის შიში გაქვთ, რომ ჩვეულებრივ ოთახში ვერ გაჩერდებით? ეს ხომ ღია კაბინა არ იქნება? ანუ ჩვეულებრივი ოთახია, რომელიც მოძრაობს და თითქმის იგივეა (და უფრო მყარი და უსაფრთხო) რაც ლიფტი. და თუ გადმოხედვის გეშინიათ კიდე, ნუ გადმოიხედავთ:)))

მარი, დისკოთეკა და თან ქალაქში ყველაზე მაგარი!:)))

ketketa said...

ну ты даешь:))))) პირველ სართულზე რუკა და მოძრაობის სქემა გამოაკარი რა გთხოვ:)))
მოვიდოდი აბა რა, სიახლეს არ გამოვტოვებდი:)

я старамодна, ჩვეულებრივ ჯაზკლუბზე ვოცნებობ:))
რამდენმილიონიანი ოცნებაა ნეტა ეს?
ჩვეულებრივი, მაგრამ საკუთარი ჯაზკლუბი:)))

Anonymous said...

http://www.wien.info/article.asp?IDArticle=3047

jaco said...

რავიცი ქეთ, მაგარ მილიონები არ სჭირდება: იქირავე ფართი, გაარემონტე შესაბამისად, დაიქირავე მუშახელი, მოძებნე ბენდი და წავიდააა: დასაწყისისთვის 50 000 მინიმუმ დაგჭირდება;)

sabaha said...

: )))
სიმაღლის არანაირი შიში არ მაქვს
არც ლიფტების
აი ეს ბორბალი მთრგუნავს საოცრად :)))
თუმცა შენი ბარი ცდად ღირს :)
:P

jaco said...

ღირს! ნამდვილად ღიიირს!:) ახლა შენს ბლოგზე გადმოვდივარ და ფრიად მნიშვნელოვანი ახალი ამბავი უნდა გაცნობო შენზე დაწერილ მუსიკასთან დაკავშირებით:p

Anonymous said...

wooooow, აუცილებლად გესტუმრებოდი :)
მგონი არ უნდა იყოს მოუხერხებელი საჭმლის დროზე მიწოდება. იმ ელექტრონულ მენიუში "დიშების" სავარაუდო მოწოდების დროებიც იქნება მითითებული. ანუ მაგალითად შემწვარი კარტოფილი 15 წუთი (ანუ ვთქვათ ერთი წრე. დაგვიანებებზე მზარეულებს ეჭრებათ ხელფასი და კლიენტს კი ფასდაკლება ვთქვათ 15 %–იანი. ანუ ძლიან არ გააtrack–ებენ რამე რო იყოს:))))

Anonymous said...

პ.ს. ჰოდა ოთახივით კედლებიან კაბინებს მე მირჩევნია იყოს მინის კაბინები ოვალური. მთლიანად მინის )

jaco said...

აირონ, მე შენ ამ პროექტის ერთ-ერთ მენეჯერად აგიყვან:)))

Anonymous said...

ძალიან დიდი მადლობა. თან სამსახურიდან მოვდივარ და დიდი სიამოვნებით ვითანამშრომლებდი შენთან :)

jaco said...

ძალიანაც კარგი აირონ, როგორცვე მილიონერი გავხდები დაგირეკავ:)))

Katiée.Ge said...

აუ რა დღეში არიან
სუფთა გლახაკი და ქილა ერბო
ფრთხილად იყავით არაფერი შემოგემტვრეთ :D:D:D

Jenny said...

kruta :))

nati kuda said...

ვუიმე, ამდენი ბზრიალი საად შემიძლია : ))

jaco said...

კატუშ, ნუ გვეკაიფები:)))
ჯენი, სენქს:)
კუდა - ნელა იტრიალებს, ვერც შეამჩნევ:)))